დეშამი: "თუ მეოთხედფინალში გასვლა გვინდა, "იუნაიტედს" "ველოდრომზე" აუცილებლად უნდა მოვუგოთ"
"ინტერი"-"ბაიერნისგან" განსხვავებით, ამ წყვილში ფავორიტის ვინაობა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის წილისყრის დასრულებისთანავე ცხადი იყო, მაგრამ მანკუნიანელებს არ უნდა დაავიწყდეთ ერთი რამ: "მარსელში" იციან, როგორ უნდა ითამაშონ საკუთარ მოედანზე ინგლისური გრანდის წინააღმდეგ, რაც ველოდრომელებმა შემოდგომაზე, "ჩელსისთან" პაექრობაში დაამტკიცეს. რაკი პირველი მატჩი "ველოდრომზე" იმართება, ფრანგები ვალდებულები არიან, შეუტიონ, რაც მათ ამოცანას მნიშვნელოვნად ართულებს, რადგან "მანჩესტერს" ამ სეზონში ძალიან ძლიერი უკანა ხაზი ჰყავს.

"მარსელს" სეზონის უმნიშვნელოვანესი თამაშის წინ სერიოზული საკადრო პრობლემები აქვს: დიდი ხნის ტრავმირებული სესარ ასპილიკუეტას და გუნდის ლიდერის, ანდრე-პიერ ჟინიაკის არყოფნა "ოლიმპიკისთვის" მწარე დანაკლისია. ფრანგები ასპილიკუეტას არყოფნას დიდი ხნის შეგუებულები იყვნენ, აი, ჟინიაკმა კი ტრავმა ამ უქმეებზე მიიღო. კითხვის ნიშნის ქვეშაა ლოიკ რემის თამაშიც, სამაგიეროდ, ფრანგულ გრანდს მატიო ვალბუენა გამოუჯანმრთელდა. ეს უკანასკნელი ორშაბათიდან სრული დატვირთვით ვარჯიშობს და ლოგიკურად დღეს ძირითად შემადგენლობაში უნდა ვიხილოთ. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, "მარსელის" თავკაცი დიდიე დეშამი შემტევ სტრატეგიას აირჩევს და მისი ტაქტიკური სქემა "ოლიმპიკისთვის" მრავალგზის ნაცადი 4-3-3 იქნება. ველოდრომელებმა ჯგუფურ ეტაპზე "ჩელსი" სწორედ ამ ტაქტიკით დაამარცხეს.

"მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი კი ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრებში უმეტესად 4-5-1 ტაქტიკურ სქემას ირჩევს ხოლმე და აქცენს ნახევარდაცვაზე აკეთებს. დიდი შანსია, რომ "იუნაიტედმა" "ველოდრომზეც" ასეთი სქემით იასპარეზოს. თუ ასე მოხდა, მაშინ დიმიტარ ბერბატოვი აუცილებლად სათადარიგოთა სკამზე დაჯდება და "მანჩესტერი" მხოლოდ ერთი ცენტრფორვარდით (უეინ რუნი) ითამაშებს. ფერგის ანტონიო ვალენსია კი გამოუჯანმრთელდა, მაგრამ ეს უკანასკნელი ჯერ არ არის ისეთ ფორმაში, რომ სერ ალექსმა დღეს სასტარტოში ათამაშოს. დიდი კითვის ნიშნის ქვეშაა დაცვის ბურჯ რიო ფერდინანდის თამაშიც, რომელსაც კრის სმოლინგი შეცვლის.

გაგახსენებთ, რომ "მარსელმა" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში ასპარეზობა ძალიან ცუდად დაიწყო - ჯგუფში პირველი ორი თამაში წააგო და მერვედფინალის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრებოდა. მაგრამ დეშამის შეგირდებმა მერე ძალიან მოინდომეს და დარჩენილი ოთხი მატჩიდან ოთხივე მოიგეს - თანაც, იმ ოთხ თამაშში არცერთი გოლი არ გაუშვიათ (ბურთების შეფარდება: 12:0). "ოლიმპიკი" საფრანგეთის ჩემპიონატშიც საკმაოდ კარგად გამოიყურება: დეშამის შეგირდებმა ბოლო 12 თამაშიდან მხოლოდ ერთი წააგეს. ამ უქმეებზე კი "მარსელმა" "სენტ ეტიენი" 2:1 დაამარცხა.

"მანჩესტერი" საკუთარ მოედანზე ძალიან ძლიერია. შესაბამისად, თუ მეოთხედფინალში გასვლა გვინდა, "იუნაიტედს" "ველოდრომზე" აუცილებლად უნდა მოვუგოთ, რადგან "ოლდ ტრეფორდზე" წარმატების მიღწევა ძალიან ძნელი იქნება. ფეხბურთელები ძალიან მოტივირებულები არიან და იმედი მაქვს, რომ სასურველ შედეგს მივაღწევთ," - განაცხადა დეშამმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე.

"მანჩესტერმა" ჯგუფურ ეტაპზე გაცილებით შთამბეჭდავად იასპარეზა: ფერგის ბიჭებმა 6 თამაშში მხოლოდ ერთი გოლი გაუშვეს და არცერთხელ არ დამარცხებულან. პრემიერლიგაში ფერგიუსონის გუნდს მხოლოდ ერთი წაგება აქვს და სატურნირო ცხრილს დამაჯერებლად ლიდერობს.

"მარსელი" და "მანჩესტერი" აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ - 1999/2000 წლების სეზონში ისინი ერთ ჯგუფში იყვნენ. "იუნაიტედი" მაშინ ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებული იყო. "ველოდრომზე" "მარსელმა" ვილიამ გალასის გოლით 1:0 მოიგო, "ოლდ ტრეფორდზე" კი მანკუნიანელებმა გაიმარჯვეს (2:1, გოლები: კოული, სქოულზი - ბაკაიოკო).

"დიდიე დეშამმა "მარსელში" საკმაოდ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა და ამ სპეციალისტს ძალიან ვაფასებ. "ოლიპმიკისა" და "ჩელსის" თამაში რამდენჯერმე ვნახე და დავრწმუნდი, რომ "მარსელი" ძალიან სერიოზული მეტოქეა. თუმცა თუ ჩვენ ჩვენებურად ვითამაშებთ, მეოთხედფინალში აუცილებლად გავალთ," - ეს ფერგიუსონის სიტყვებია.

სავარაუდო შემადგენლობები

მარსელი (4-3-3): მანდანდა - ტაივო, მბია, დიავარა, ჰაინცე - ე. სისე, ლუჩო გონსალესი, შეირუ - აიევი, ბრანდაო, ვალბუენა.

მანჩესტერი (4-2-3-1): ვან დერ სარი - რაფაელ და სილვა, ვიდიჩი, სმოლინგი, ევრა - ქერიკი, ფლეტჩერი - ნანი, სქოულზი, გიგზი - რუნი.

არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა