ალმათის "ქაირათის" ქართველი მთავარი მწვრთნელი საინტერესო საკითხებზე საუბრობს
საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე ყაზახურ "ქაირათში" წარმატებით მუშაობს.

იქაური ჩემპიონატის ბოლო ტურში ალმათურმა კლუბმა გასვლაზე 4:1 მოუგო მოქმედ ჩემპიონსა და მიმდინარე გათამაშების ლიდერ "ასტანას".

არადა, ამ გუნდმა, რომელსაც ბულგარეთის ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი სტანიმირ სტოილოვი ხელმძღვანელობს, უკვე ჩემპიონთა ლიგაზე კარგი თამაშითაც დაგვამახსოვრა თავი.

უკვე ვწერდით, რომ ამ გამარჯვების შემდეგ ცხადაძე ყაზახეთის ჩემპიონატის მორიგი ტურის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.

"ლელო" ცხადაძეს ალმათიში დაუკავშირდა და მას ინტერვიუ სთხოვა, რაზეც სიამოვნებით დაგვთანხმდა...

კახა ცხადაძე ჩვენმა სტრატეგიამ ბოლომდე გაამართლა

- უპირველეს ყოვლისა, "ასტანასთან" ტრიუმფალური გამარჯვების გახსენება უნდა გთხოვოთ...

- ცხადია, ამ შეხვედრას ძალიან სერიოზულად მივუდექით. რომ იტყვიან, თავიდან ბოლომდე შევისწავლეთ მოწინააღმდეგე. თქვენც დამეთანხმებით, "ასტანა" სერიოზული გუნდია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თითქმის არ უშვებს გოლს.

მწვრთნელად ჰყავს ძალიან კარგი სპეციალისტი, ბულგარეთის ნაკრების ექსთავკაცი სტანიმირ სტოილოვი, შარშან გუნდმა ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე და თავი არც იქ შეურცხვენია...

მინდა გითხრათ, რომ ამ თამაშში ბოლომდე გაამართლა ჩვენ მიერ შემუშავებულმა სათამაშო სტრატეგიამ. ვიცოდით, რომ მეტოქე "ზემოდან" თამაშობს. ამიტომ, შეგნებულად ავირჩიეთ "მეორე ნომრად" თამაში და ამ მიდგომამ, როგორც გითხარით, ბოლომდე გაამართლა. ამას რომ ვამბობ, "ყრუ დაცვაში" დგომას სულაც არ ვგულისხმობ.

ოთხი გოლი ხომ გავიტანეთ და კიდევ მეტი შეგვეძლო. გაცილებით მეტი მწვავე პასი გვქონდა დამამთავრებელ ფაზაში, ვიდრე ჩვენს მოწინააღმდეგეს. ბურთი უფრო მეტოქეს ჰქონდა, გოლები კი ჩვენ გავიტანეთ...

- ცხადია, სტოილოვი უკმაყოფილო იქნებოდა...

- მას ჩემგან ქება არ სჭირდება, მართლაც ძალიან კარგი მწვრთნელია. პირდაპირ თქვა - "ქაირათმა" ჩვენზე ეშმაკურად ითამაშა და ამით გვაჯობაო.

- უშუალო კონკურენტის დამარცხებამ საჩემპიონო ბრძოლაში თავდაჯერება უნდა შეგმატოთ...

- მიმაჩნია, რომ შანსი არის, დარჩენილ თამაშებში გამოჩნდება ყველაფერი. ყაზახეთის ჩემპიონატის დასრულებამდე 6 ტურია დარჩენილი. ჩვენ ბოლომდე ვაპირებთ ბრძოლას. "ასტანას" სახით ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს, მაგრამ არაფერს არ დავთმობთ! ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ "ასტანასთან" საშინაო თამაში დაგვრჩა ჩასატარებელი.

ახლა მხოლოდ ვირტუალური მსჯელობა შეიძლება იმაზე, რა და როგორ იქნებოდა, სეზონის დაწყებიდანვე რომ ვყოფილიყავით გუნდში... ერთ სტატისტიკურ მაჩვენებელს მოგიყვანთ. როცა "ქაირათში" მე და გიორგი მოვედით, მეორე ადგილზე მყოფ გუნდს 14 ქულით ჩამოვრჩებოდით და ახლა იმავე გუნდს 14 ქულით ვუსწრებთ. სულ 28 ქულა "ამოიქაჩა"... ჩვენი მიზანია, "ქაირათი" ყაზახეთის ჩემპიონობამდე მივიყვანოთ და დიდი იმედი გვაქვს, ამას შევძლებთ კიდეც...

- დაბოლოს, საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე უნდა გკითხოთ. ნახავდით ავსტრიასთან მატჩს...

- კი, რა თქმა უნდა, ვნახე თამაში, მაგრამ თუნდაც კოლეგიალობის პრინციპის გათვალისწინებით, არ მიმაჩნია საჭიროდ სახალხოდ ამაზე საუბარი. თუ ვლადიმირ ვაისი დაინტერესდება ჩემი მოსაზრებებით, მზად ვარ, პირადად ვიმსჯელო მასთან. საქართველოს ნაკრებს და თავად ვაისს მხოლოდ წარმატებებს ვუსურვებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მგონი უაზრობაა ეს ყველაფერი ცხადაძე იქნება თუ სხვა ვინმე მაინც დიდად განსხვავებული შედეგი არ გვექნება. ყველაფერი თავიდან არი დასაწყები, ბავშვთა ფეხბურთიდან. ბაზები მწვრთნელები და ა.შ. მინიმუმ 15 20 წლიანი გეგმაა შესამუშავებელი და მერე შეიძლება გვეშველოს რამე.თორე ეს უაზრო კინკლაობა არაფერს მოგვცემს.
jiji
კიდევ ერთ "jiji"-ს ცხადაძე - კობიაშვილ კალაძეზე (და საერთოდ) სხვა ნიკით თუ იკომენტარებ, დიდად დამავალებ..!
ledi
kai ra ხომ მოწყვიტა ვარსკვლავები პოლონეტტან ცხადაზემ არ გახსოვტ რამდენიტ წაგო
jiji
ალბათ ეხლა კალაძე და კობიაშვილი ბოღმით სკდებიან. კაპიკები დაუთვალეს კაცს. აღარ უნდა მორჩეს კლანური მიდგომა საქართველოში? მაშინ რას ვერჩოდით წინა ფედერაციას. წარმატებები ცხადაძეს...
Kaxa
Patroni araa tore cxadazis Gashvebas mteli pedersciis gashveba jobda.kvelaze metad imaze mwkdeba guli ro pexburtelebsac zalian jerodat kaxasi da xatric kondat, kobiashvili samartliani kaci megona magram. Raxand zveli pedersciis banishnuli iko cxadaze magito moishores esaa simartle zmebo.
კახა
ცხადაძეს და ქეცბაიას ერთად რომ ემუშავათ საქართველოს ნაკრებში მე მგონია რომ ძაან მაგარ შედეგებს მიაღწევდნენ
რომან
იმ საქციელის გამო რაც კობიაშვილმა გააკეთა ამ მწვრთნელის მიმართ ჩემთვის საქართველო-ხორვატია 0-0 დამთავრდა
Lado
კახის მალე ჩამოიყვანენ. დარწმუნებული ვარ.
qartveli
ცხადაძის გაშვებით მე ლიჩნად ბევრად უფრო მეტი გული დამწყდა ვიდრე საქართველოს წაგებით მწყდება... იმიტომ რომ მართლა ერთი ნათელი წერტილი იყო ნაკრებისთვის. არც ახლოდან ვიცნობ არც შორიდან... ეტყობა რომ ძალიან მაგარი კაცია. და პროსტა მიტინგი რო იგეგმებოდეს სიამოვნებით წავიდოდი დგევანდელი ფედერაცია და კობი რომ გავაბუნძურო, რომელიც დაღმავლობისკენ მიუძღვის ქართულ ფეხბურთს .
saqo
არაუშავს, ზატო პარლამენტარი ფედერაციის პრეზიდენტი გვეყოლება. მაშ!!!!!
kaxa
მართალია დიმა, არ იყო გასაშვები.
ათინათი
არადა რამდენის თქმა გინდა და ვერ ამბობ... ჩვენ, გულშემატკივრებმა ვიცით რომ შენი ხელმძღვანელობით ავსტრიასთან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა (გაცილებით უკეთესად). ბევრი წარმატება და გამარჯვება, სამწუხაროა რომ არა საქართველოს ნაკრებში, პატივისცემით, ერთ-ერთი გულშემატკივარი
vai tqvens patrons
ცხადაძის მოხსნა ნაკრებიდან დიდი მიქარვა იყო,კობის და ხაჩიკას ქართული ფეხბურთი რომ აინტერესებდეს ამ მიქარვას არ იზავდნენ....
dima
არ იყო ეს კაცი ნაკრებიდან გასაშვები. სამწუხაროდ ყველაფერს კლანური სისტემა წყვიტავს.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის