"ყველაზე დიდი ხიფათი მაშინაა, როდესაც იგი არ არსებობს"
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა პრესკონფერენცია გამართა, რომლის შემდეგაც მასთან საინტერესო ექსკლუზიური ინტერვიუ ჩავწერეთ.

შორი გზიდან მოვუარეთ...

- იგორ კოკოშკოვმა საქართველოს ნაკრებში დიდი სამუშაო გასწია. მან 8 წელი იმუშავა და გუნდი სამჯერ გაიყვანა ევროპის ჩემპიონატზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ძლიერი გუნდი ჩამოაყალიბა, შექმნა თავისი ფილოსოფია, რომელსაც კარგად ვიცნობ - მასთან, ამერიკაში ორჯერ ვიყავი და დღესაც ძალიან ახლო ურთიერთობა მაქვს.

ვეცადე, საქართველოს ნაკრებში ცოტა განსხვავებული დაცვითი ფილოსოფია შემომეტანა, რადგან მიმაჩნია, რომ მაღალი შედეგის მისაღწევად დაცვა აუცილებელია. რაც შეეხება შეტევას, წინა წლებთან შედარებით ძალიან ცოტა რამ შევცვალე.

- იქნებ დააკონკრეტოთ, რა შეიცვალა შეტევაში?

- ამ წელს მანუჩარ მარკოიშვილი ვერ დაგვეხმარა. მას ტრავმა აქვს. რთული იყო, შეტევა შარშანდელივით აგვეწყო მანუჩარის გარეშე. ამიტომ, ბევრი ვიმუშავეთ, რომ ფარქვეშიდან შეტევისთვის მიგვეცა მეტი სიმწვავე. საამისოდ საკმარისი რესურსი გვყავს - ფაჩულია, შერმადინი, სანიკიძე, შენგელია, ბურჯანაძე...

ასეთი ტაქტიკით შედეგსაც მივაღწიეთ და დღეს შეიძლება ითქვას, რომ სწორი სტრატეგია შევარჩიეთ. ზოგჯერ სტატისტიკა არაფრის მეტყველია, ზოგჯერ - პირიქით. ამ შემთხვევაში ბევრი საინტერესო რიცხვი გვაქვს: საქართველოს ნაკრები საშუალოდ 87.3 ქულას აგდებდა, რაც შესარჩევზე მესამე შედეგია. დაცვაში კი სტატისტიკის მიხედვით საუკეთესონი ვიყავით: საშუალოდ 67 ქულას ვიღებდით. ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.

- რამდენად კარგად მოახერხეთ თქვენი შეხედულებებისა და ფილოსოფიის კალათბურთელებამდე მიტანა, შემდეგ კი მოედანზე გადატანა?

- ყოველთვის ძნელია ახალ გუნდში, ახალ გარემოში საკუთარი აზრის გატარება. ამას მინიმუმ ერთი თვე მაინც სჭირდება. როდესაც ნაკრებში მუშაობ, მოსამზადებლად თვე-თვენახევარი გაქვს. ეს ძალიან ცოტაა, თუმცა საქართველოს ნაკრების კალათბურთელებმა ზედმიწევნით კარგად გაიგეს, რას ვითხოვ მათგან და მომავალ წელს ევრობასკეტზე საქმე კიდევ უფრო გაიოლდება.

ცხადია, შეცდომები გვქონდა, მაგრამ ეს ნორმალურია. ერთია ამა თუ იმ ნიუანსის ჩვევად გამომუშავება და მეორე - დაფიქრება და ისე გაკეთება. როდესაც მოედანზე ფიქრობ, ეს უნდა გავაკეთოო, უკვე ჩამორჩენილი ხარ, დრო იკარგება, შედეგად შეცდომების რაოდენობაც მატულობს. კალათბურთში სხარტი აზროვნებაა საჭირო.

- საქართველოს ნაკრების დაცვა მთელი შესარჩევის განმავლობაში სტაბილური ვერ იყო. ეს, განსაკუთრებით სლოვაკეთთან და ალბანეთთან მატჩებისას ჩანდა.

- ესეც ნორმალური მოვლენაა. ზოგჯერ, როდესაც კალათბურთელები ფიქრობენ, რომ იოლი თამაში ელით, ყურადღებასაც მეტ-ნაკლებად ადუნებენ. ეს არა მხოლოდ საქართველოს, ევროპის ნებისმიერ გუნდს ემართება. როდესაც მაღალი შედეგებისთვის იბრძვი, ასეთი მიდგომა უნდა შეიცვალოს. ჩემს კალათბურთელებსაც ვუთხარი: ყველაზე დიდი ხიფათი მაშინ ჩნდება, როდესაც იგი არ არსებობს.

მაგალითად: ალბანეთი თბილისში 39 ქულით დავამარცხეთ და ვფიქრობდით, რომ გასვლით შეხვედრაშიც დაახლოებით იგივეს გავიმეორებდით. მეტოქისგან საფრთხეს არ ველოდით. ტირანულმა მატჩმა დაგვანახა, რომ ნებისმიერ მეტოქესთან თუნდაც მინიმალური სხვაობით მოგება თუ გინდა, მაქსიმალურად კონცენტრირებული უნდა იყო და მოედანზე მაქსიმუმი გაიღო. ალბანეთთან გასვლითი შეხვედრის პირველ ტაიმში კარგი გაკვეთილი მივიღეთ. მიმაჩნია, რომ ალბანეთთან პირველ ტაიმში ძალიან კარგი რამ მოხდა, რამაც მიგვახვედრა, რომ მოდუნება წამითაც არ შეიძლება.

- მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად 7-8 კალათბურთელი იტვირთებოდა, შესარჩევის ბოლო მატჩის უკანასკნელ წუთებამდე ენერგიულად ვიბრძოლეთ. რაც გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ გუნდი ციკლს კარგ კონდიციებში შეხვდა.

- ნამდვილად ასეა. მინდა, დიდი მადლობა ვუთხრა ფიზმომზადების მწვრთნელ გიორგიოს ვავეცისს, რომელმაც ბევრი იმუშავა. ჩემი აზრით, გიორგიოსი ევროპაში ფიზმომზადების საუკეთესო სპეციალისტია. ასევე დიდი მადლობა ავთო ბერიძეს, რომლის დამსახურებაცაა, გუნდმა ბოლომდე რომ შეინარჩუნა კონდიციები. ეს განსაკუთრებით მონტენეგროსთან მატჩებში გამოჩნდა - ნაკრებმა ბოლო წუთებამდე იბრძოლა და სავსე იყო ენერგიით.

- საქართველოს ნაკრები, ისევე როგორც წინა წლებში, ამჯერადაც ძირითადად 7-8 კალათბურთელით თამაშობდა. მომავალ წელს, ევროპის ჩემპიონატზე, სადაც მოკლე დროში ბევრი მატჩის გამართვა გვიწევს, გაცილებით რთული იქნება სათანადო კონდიციების შენარჩუნება, თუ ისევ მოკლე როტაციით ითამაშებს...

- მნიშვნელოვანია, გვქონდეს გრძელი სათადარიგოთა სკამი. თუმცა ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, ყველა კალათბურთელს ჰქონდეს თავისი როლი გუნდში. წამყვან მოთამაშეებს მოედანზე ბევრი რამის გადაწყვეტა შეუძლიათ, ხოლო სათადარიგოები, თუ დავალებას სწორად ასრულებენ, ასევე ძალიან ეხმარებიან გუნდს, დიდი წვლილი შეაქვთ წარმატებაში.

ევროპის ჩემპიონატზე მოკლე დროში ბევრი მატჩია და ყველა კალათბურთელი ძალიან გვჭირდება. მაგალითისთვის ანატოლი ბოისაზე ვიტყვი. იგი შესარჩევზე ცოტას თამაშობდა, მაგრამ ძალიან გვადგებოდა - მოედანზე პოზიტიური ენერგია შემოჰქონდა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თამაშების გარდა, სათადარიგოები სასტარტოებს ვარჯიშებზე ეთამაშებიან. რაც უფრო კარგად ეპაექრებიან, მით უფრო სასარგებლოები არიან ლიდერებისთვის და მით უფრო მატულობს მათი ნაყოფიერება.

- მომავალი წლისთვის ნაკრებში ახალ სახეებს უნდა ველოდოთ?

- პირველ რიგში, უნდა გავარკვიოთ, წამყვანი კალათბურთელებიდან ვინ ითამაშებს ეროვნულში. იმედი მაქვს, ყველა ჯანმრთელად იქნება. შემდეგ თითოეულ მოთამაშეს საკუთარ როლს შევურჩევთ. დღეს მხოლოდ ის შემიძლია გადაჭრით ვთქვა, რომ ნაკრების შეკრებაზე შედარებით ბევრი ახალგაზრდა კალათბურთელი იქნება, ვიდრე წლეულს. მუშაობას განვაგრძობთ, რომ შევარჩიოთ რაც შეიძლება მეტი სასარგებლო მოთამაშე ეროვნული ნაკრებისთვის.

- გამთამაშებლის პოზიციაზე მხოლოდ ცინცაძეა, დიქსონი მსროლელად ირჯება, ხოლო ახალგაზრდა ლუკა ზაქრაძეს ბოლო მატჩებში მონაწილეობა არ მიუღია.

- დამშვიდობების წინ ლუკას ვუთხარი - რაც შეიძლება ბევრი იმუშაოს. მან არ უნდა იგრძნოს კომფორტი წლეულს ნაკრებში მოხვედრით. იგი ახალგაზრდაა და უნდა ჩათვალოს, რომ ყოველდღე ნულიდან იწყებს. ასეთ შემთხვევაში შრომისთვის მეტი მოტივაცია ექნება და, როგორც სპორტსმენი, გაუმჯობესდება კიდეც. მას ასევე სჭირდება ბევრი სათამაშო დრო საკუთარ კლუბში. სეზონის განმავლობაში თვალს მივადევნებ და იმედი მაქვს, მომავალ წელს ერთი-ორად გაუმჯობესებული შემოგვიერთდება.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად შესაძლებელია სწრაფი პროგრესი საქართველოს ჩემპიონატში?

- ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მთავარია, კალათბურთელებმა გაიაზრონ, რა სჭირდებათ პროგრესისთვის, იმუშაონ გუნდთან ერთად და კიდევ უფრო მეტი იშრომონ საკუთარ თავზე. საამისოდ კი ყოველდღიურად ბევრი დროის გამოყოფაა საჭირო. თუ არ იშრომებ, კარგი კალათბურთელი ვერ დადგები.

- რა იყო მონტენეგროსთან გამარჯვების საიდუმლო?

- თბილისშიც და ბარშიც გამოჩნდა, რომ ფარქვეშ მეტოქეზე უკეთესები ვიყავით. სამწამიანში ფაჩულია შესანიშნავი იყო, ასევე შენგელია, შერმადინი, ბურჯანაძე, სანიკიძე... მთელი შესარჩევი ასეთი სტრატეგიით ჩავატარეთ. მონტენეგრომ თბილისში მეტი სამქულიანი ჩააგდო და გაიმარჯვა, სტუმრად ჩვენ გამოვიყენეთ უფრო მეტი სამიანი და მოვიგეთ. ასეთია სპორტი. მთავარი კი ის არის, რომ მონტენეგროში თამაშისთვის საქართველოს ნაკრები მენტალურად იყო მზად.

როდესაც მონტენეგროს მსგავს ძლიერ გუნდს ეთამაშები, ხასიათი და მატჩისადმი განწყობა დიდ სხვაობას ქმნის.

- მონტენეგროში მაიკლ დიქსონმა 10-დან 7 სამქულიანი ჩააგდო. მას, ალბათ, მომავალ წელსაც დაუძახებთ.

- მაიკი ძალიან სასარგებლო იმიტომაც იყო, რომ ცდილობდა გუნდზე ეთამაშა. დაცვაში ბევრს შრომობდა. იგი კარგი ხასიათის მშვენიერი კალათბურთელია. სწორედ ამიტომ, ნაკრებთან შერწყმა არ გასჭირვებია.

ზოგჯერ, ამერიკელები სხვა ქვეყნის პასპორტს მიიღებენ და შემდეგ ნაკრებზე აღარ ფიქრობენ. მაიკ დიქსონი სხვანაირია. იგი საქართველოსთვის მოედანზე გულს დებდა. ამისთვის მადლობა ეკუთვნის და იმედი დავიტოვოთ, რომ მომავალ წელს ჯანმრთელად იქნება და ჩვენს გუნდს ასევე დაეხმარება.

- საქართველოს კალათბურთის ფედერაციასთან 1+1 ტიპის კონტრაქტი გქონდათ. ევრობასკეტზე გასვლით იგი კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა...

- ამ საკითხზე კალათბურთის ფედერაციასთან ვისაუბრებ.

- დღეს, ალბათ, თამამად შეგიძლიათ თქვათ, რომ საქართველოს ნაკრებში ჩამოსვლა სწორი ნაბიჯი იყო.

- თავიდანვე ვამბობდი, რომ სწორი ნაბიჯი იყო, რადგან კარგი გუნდი, კარგი შემადგენლობა ჩავიბარე. კალათბურთის ფედერაცია პირველივე დღიდან ბოლომდე მენდობოდა, რაც საქმეს კიდევ უფრო მიადვილებდა.

მიხარია, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების ნაწილი ვარ. ფედერაციასთან ერთად მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს ასისტენტებს, ნაკრების მენეჯერს, ექიმებს, რომლებიც ძალიან ბევრს შრომობდნენ.

- კალათბურთის გარდა, რა მოგეწონათ საქართველოში?

- პირველ რიგში, ხალხი, სტუმართმოყვარეობა. ქართველები ევროპაში ცნობილები არიან, როგორც კარგი მებრძოლები, ისევე, როგორც ბერძნები. ჩემთვის ბევრს ნიშნავს, რომ საქართველოშიც ის რელიგიაა, რაც ჩემთან, საბერძნეთში. ეკლესიებში სიარული ძალიან მიყვარს. რა თქმა უნდა, ქართული კერძებიც მომწონს. რაც მთავარია, აქ თავს უცხოდ ნამდვილად არ ვგრძნობ. შემიძლია ვთქვა, საქართველო ჩემი მეორე სახლია.

- თბილისში როდის აპირებთ დაბრუნებას?

- ოქტომბერში, საქართველოს ჩემპიონატის დაწყების შემდეგ ჩამოვალ.

- კლუბებიდან შეთავაზებები ხომ არ გაქვთ?

- ვარიანტები გასულ სეზონშიც იყო, მაგრამ მინდა დალაგებულ ორგანიზაციაში ვიმუშაო, სადაც გარკვეული იქნება, რა მიზნისთვის უნდა ვიბრძოლო. ჯერჯერობით, ჩემთვის საინტერესო წინადადება არ მიმიღია. ასე რომ, რთული სანაკრებო ბატალიების შემდეგ საბერძნეთში გავემგზავრები და ცოტა ხნით დავისვენებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
ეს კაცი და დიქსონი მაგრა გამოადგა ნაკრებს. აშკარად სწორი არჩევანი გაკეთდა. წარმატებას ვუსურვებ მომავალში. სპორტის გუნდურ სახეობებში საუკეთესო სედეგის მიუხედავად, სახელმწიფო კალათბურთს რატომღაც ნაკლებ ყურადღებას აქცევს. ფეხბურთში ყველა ტამაშის წინ რამდენიმე კვირით ადრე უამრავ ინფორმაციას წერენ, ყველაფერს აანონსებენ. კალატბურთსი კი, ზედიზედ მეოტხედ, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გადიან და თირქოს არაფერი, ერთი-ორი მცირე გამოხმაურება. ასეთი შედეგი ფეხბურთში რომ დაიდოს, მწვრთნელს მინიმუმ ღირსების ორდენს მიცემენ, შეიძლება ეროვნული გმირიც გახდეს. მოთამაშეებს კი, ალბათ ძეგლებს დაუდგამენ. კალათბურთი მთელ მსოფლიოში დიდი ინტერესით სარგებლობს(აშშ-ზე აღარაფერს ვამბობ), სახელლმწიფოები და კერძო კომპანიები ფულს დებენ. ჩვენტან ალბათ კაპიკები იდება.
შოთა გუგეშაშვილი
ილია ზუროს ვტხოვ დააკვირდეს აკაკი დვალიშვილს ბეკაურს ნამდვილად ჯობია ტიტკმის ყოველ მატჩსი ორმაგ დუბლს აკეტებს
Jutko
Koveldge idzleva es intervius??ar daigalet amis ganaxlebit?uintereso adamiania da damglelia amis danaxva mtavari newsad. Daceret rame axali. Superligashi ra xdeba da rodis icyeba eg gaige da gvamcnet
Vasili
მიბაძონ ფეღბურთელებმა,,!!!! / კალათბურთი , რაგბი აქ თუ გმირები არიან, ფეღბურთელებს რა ღმერთი გაუწყრა?! / დიდი მადლობა საქართველოს კალადბურთს, წარმატებები...
ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე
[VIDEO] ქვილითაიამ საფრანგეთში ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" "მაგდებურგს" მოუგო
ლევანდოვსკის MLS-ში ტრანსფერი ჩაიშალა
თსუ კავკასიასთან 2:0 დაწინაურდა, ორბმა მარგვეთს სერია გაუთანაბრა
ლეგიონერები - ირაკლი კბილაშვილი საუკეთესო იყო, წარმატებული კვირა ჰქონდა გიორგი ცხოვრებაძეს
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგი" ისევ დამარცხდა
დავითაშვილის ტრავმა და "ტრუასთან" წაგება "სენტ-ეტიენს" შეიძლება ძვირად დაუჯდეს
პსჟ-მ "ბაიერნთან" მატჩამდე "ანჟეს" კვარაცხელიას გარეშე მოუგო
გივი მაჭარაშვილმა და აკაკი ქემერტელიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-2 დინამო (თბ). ქეცბაიას 3-ქულიანი დებიუტი - "დინამომ" 7-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა
"ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნის" ქამბექი 0:3-დან და ოლისეს ზღაპრული გოლი - "რეკორდმაისტერი" პსჟ-სთან მატჩს კარგ ხასიათზე ხვდება
[VIDEO] ისაკის პირველი გოლი 2026 წელს და "ლივერპულის" მესამე მეკარის შესანიშნავი მოგერიებები - მერსისაიდელებმა "კრისტალ პალასი" დაამარცხეს
კვერნაძის "ფროზინონემ" ისევ გაიმარჯვა და სერია A-ში დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] ზივზივაძემ ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა - "ჰაიდენჰაიმმა" "სანკტ-პაულის" მოუგო
[VIDEO] ზივზივაძე დაფრინავს - ქართველის ზედიზედ მესამე გოლი ბუნდესლიგაში
"უოტფორდის" ზედიზედ მეოთხე მარცხი - ჩაკვეტაძე და გოგლიჩიძე სათადარიგოთა შორის იყვნენ
"ცოტ-ცოტას ყველაფერს მიირთმევს, მაგრამ... " - რონალდოს ყოფილმა შეფ-მზარეულმა კრიშტიანოს კვებაზე ისაუბრა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
დამცირებული და აცრემლებული მაიკლ დიქსონი დახმარებას ითხოვს [VIDEO]
[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
ჩინეთის საელჩომ დიქსონის ოჯახთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს ნაკრების უნიკალური წინახაზი - მეორე ნაწილი
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ძველი მეგობრის წინააღმდეგ: დღეს საქართველოს ნაკრები კოკოშკოვის სერბეთს შეხვდება
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
კოკოშკოვი: საქართველო სტაბილური და თანმიმდევრული გუნდია - დამსახურებულად გაიმარჯვა
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
მაიკლ დიქსონის 19-ქულიანი დებიუტი "ტიტებში"
შერმადინის ორმაგი დუბლი, MVP-ის ტიტული და ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალი
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
მანუჩარ მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
კოკოშკოვს საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის წოდება მიენიჭა
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" "ბაიერნი" დაამარცხა და პლეი-ინში ითამაშებს
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
შერმადინმა "რეალს" 16 ქულა ჩაუგდო - "ტენერიფემ" გაიმარჯვა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
იგორ კოკოშკოვი VS ილიას ზუროსი
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" ევროლიგაში შენგელიას "ბარსელონა" დაამარცხა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
სერბეთის ნაკრებმა თბილისში ივარჯიშა - კოკოშკოვი უკმაყოფილოა
საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი "ფენერბახჩეს" ჩაიბარებს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მაიკლ დიქსონი საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს!
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
მაიკლ დიქსონი კარიერას რუმინეთში გააგრძელებს
შერმადინის 16 და რიდის 31 - ქართული ლეგიონის ამბები