იდეას ყველა იწონებს "ბაიერნის" გარდა
ბუნდესლიგის ყოფილი პრეზიდენტის ვოლფგანგ ჰოლცჰაუზერის იდეაზე, რომელიც რეგულარული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პლეი ოფების ჩატარებას გულისხმობს, გერმანიის საფეხბურთო წრეებში უკვე მსჯელობენ და არგუმენტებსაც წონიან.

პლეი ოფის ფორმულა მარტივია - ეს იქნება ნახევარფინალური მატჩები პირველ და მეოთხე, ასევე მეორე და მესამე გუნდებს შორის. გამარჯვებულები ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს და ჩემპიონს გამოავლნენ, ხოლო დამარცხებულები მესამე-მეოთხე ადგილებს გაინაწილებენ.

ჰოლცჰაუზერის იდეას გამოეხმაურა სახელგანთქმული მეკარე ჰარალდ შუმახერი, რომლის აზრით, "ბაიერნის" უძლეველობის ფაქტორი ხელს უშლის გერმანული ფეხბურთის განვითარებას:

"პრობლემა ის არის, რომ "ბაიერნი", შეიძლება ითქვას, საკუთარ ჩემპიონატში თამაშობს, ჩვენ კი გვაღელვებს გერმანული ფეხბურთის ბედი, გვაღელვებს ის, რომ არ ხდება წინსვლა და განვითარება... ძალიან დიდი ნაპრალი გაჩნდა მდიდარ და ღარიბ კლუბებს შორის, რამაც გამოიწვია ის, ღარიბები ვერ აძლევენ თავს იმის უფლებას, რომ მეტი დახარჯონ კვალიფიციური ფეხბურთელების შეძენაში... დიდი ხანია, "ბაიერნს" კონკურენციას ვეღარავინ უწევს. მის შემდეგ ერთმანეთში იბრძვიან "დორტმუნდი" და "ლევერკუზენი", შეიძლება, "შალკე" და "გლადბახიც". ეს არის და ეს. ჩემპიონის ვინაობა ლამის ოქტომბრის ბოლოს ირკვევა", - ამბობს შუმახერი.

კომენტარი გააკეთა "დორტმუნდის" მწვრთნელმა თომას ტუხელმაც, რომელმაც, ცხადია, იდეას მხარი დაუჭირა:

"რატომ არ უნდა მივცეთ ჩემპიონობის შანსი გუნდებს, რომლებმაც მეორე-მეოთხე ადგილები დაიკავეს? ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი იდეაა. ასეთ რეფორმას მე მხარს დავუჭერ", - ბრძანა ტუხელმა.

მოკლედ რომ ვთქვათ, ამას ერთი მთავარი მიზანი აქვს - როგორ დაამხონ "ბაიერნის" ჰეგემონია, რომელმაც უინტერესო გახადა ბუნდესლიგა და ამაში ყველა თანხმდება. უბრალოდ, სეზონის დაწყებამდე იცი, რომ მეორე ადგილი არის ის უმაღლესი მწვერვალი, რასაც ჩემპიონატში შეიძლება შესწვდე, პირველი საფეხური კი თავიდანვე მყარად არის დაჯავშნილი.

აქ ბევრი არგუმენტია და ყველგან არის სიმართლის მარცვალი. ფაქტია, "ბაიერნის" უპირობო დომინაციამ და კონკურენციის დონის დაქვეითებამ გამოიწვია ის, რომ გერმანული გუნდები (თუ არ ჩათვლით "დორტმუნდს", რომელიც შედარებით ღირსეულად გამოიყურება ევროსარბიელზე) კონტინენტის საკლუბო ტურნირებზე დიდად ანგარიშგასაწევ ძალას აღარ წარმოადგენენ.

"ბაიერნის" ხელმძღვანელებს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ, მაგრამ ვეჭვობთ, ამ იდეის გამო სიხარულით მეცხრე ცაზე იყვნენ. როგორი ამბავია - დიდი უპირატესობით გახდე ჩემპიონი, მერე კი პლეი ოფში ერთი ფეხი გადაგიბრუნდეს და მთელი სეზონის ნაშრომი წყალში ჩაყარო?!

ესეც არ იყოს, სეზონის ბოლოს, როცა პლეი ოფები უნდა ჩატარდეს, ემთხვევა ჩემპიონთა ლიგის ფინალი, იქ კიდევ სანაკრებო ინტერესები ჩნდება ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატების ჩატარების წლებში და ასე შემდეგ...

თუმცა ჰოლცჰაუზერის იდეა შეიცავს ფინანსურ ფაქტორსაც. ის მიიჩნევს, რომ პლეიოფები დამატებით სპონსორულ თანხებს მოიზიდავს, მათ შორის, პირველ რიგში - ტელევიზიებიდან, რაც ბუნდესლიგასაც წაადგება და პლეი ოფში მონაწილე კლუბებსაც...

მოკლედ, ბევრი პლუს-მინუსია და გერმანელები უთუოდ კარგად აწონ-დაწონიან ყველაფერს, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Guadua
უსაქმო კაცი კვერცხში ძალაყინს უყრიდაო,ასეა ამათი საქმე. იდიოტიზმის უსაღვროება.
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] როგორ დაარბიეს "მგლები" "ალიანც არენაზე"...
ბუდუმ ტრავმა მიიღო - "ჰაიდენჰაიმმა" ისევ გაიმარჯვა
ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს
გოჩოლეიშვილის დაბრუნება გადაიდო - "ჰამბურგი" სახლში "ვოლფსბურგთან" დამარცხდა
მიქაუტაძე "დორტმუნდთან" სათადარიგოა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ბუნდესლიგა სახლში მარცხით დაიწყო
[VIDEO] "რეალი" და "არსენალი" წინ მიიწევენ - "ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
"მან ჩემზე უფრო დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ვიდრე მესიმ და რონალდომ" - ვენსან კომპანი
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალი" ჩემპიონთა ლიგაზე ვარდნას განაგრძობს
[VIDEO] "დერ კლასიკერი" მთელი თავისი ბრწყინვალებით - ბუნდესლიგაში "დორტმუნდის" 16-მატჩიანი წაუგებელი სერია "ბაიერნმა" შეწყვიტა
სად გააგრძელებს კარიერას გორეტცკა? - გერმანელისთვის ბრძოლას "არსენალი" ლიდერობს
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
"არსენალის" კაპიტანმა შესაძლოა, ზაფხულში კლუბი შეიცვალოს
კეინისა და ოსიმენის დუეტი "ბაიერნში"? - რას გეგმავს "რეკორდმაისტერი"?
ჰარი კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტის შესაძლო გახანგრძლივებაზე ისაუბრა
[VIDEO] გოჩოლეიშვილი შეცვლაზე, ყველა გოლი პენალტით, "ჰამბურგის" გამარჯვება და ჩხუბი
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში