ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ფორმულა 1. სინგაპურის გრანპრი: ნიკო ჩემპიონი უნდა გახდეს

ფორმულა 1. სინგაპურის გრანპრი: ნიკო ჩემპიონი უნდა გახდეს

ისტორიული სტატისტიკა გერმანელის მხარესაა
მსოფლიოს ჩემპიონატის მე-15 ეტაპის შემდეგ, ცნობილმა ექსპერტმა მიკელე მერლინომ რამდენიმე საინტერესო სტატისტიკური მონაცემი გამოაქვეყნა...

კვალიფიკაცია

- სინგაპურში კვალიფიკაციის მოგების შემდეგ, ნიკო როსბერგმა კარიერაში 29-ე პოული მოუპოვა და გაუთანაბრდა საერთო რეიტინგში მერვე ადგილზე მყოფ ხუან-მანუელ ფანხიოს.

- წელს, როსბერგი საკვალიფიკაციო რბოლებში ნაჩვენები შედეგებით უგებს ლუის ჰემილტონს - 8:7. სხვაობა - 0.704 წამი ყველაზე დიდია ნიკოსა და ლუისს შორის კვალიფიკაციის ფინალებში.

- როსბერგს 17 ტრასაზე აქვს ნაჩვენები საუკეთესო დრო კვალიფიკაციაში. ამ მაჩვენებლით, ის ნელსონ პიკეს გაუტოლდა.

- "მერსედესის" ძრავებით აღჭურვილი მანქანებისთვის ეს იყო 150-ე პოული ისტორიაში.

- პირველად ამ სეზონში, ლუის ჰემილტონმა ვერ აიღო სტარტი პირველი რიგიდან. სინგაპურის ტრასა ერთადერთია ამ და გასულ სეზონში, სადაც ჰემილტონი არ იდგა სასტარტო ბილიკის პირველ რიგში.

რბოლა

- ნიკო როსბერგმა კარიერაში 22-ე გამარჯვება მოიპოვა. მოგებების რაოდენობით ის გაუტოლდა საერთო ცხრილში მე-13 ადგილზე მყოფ დეიმონ ჰილს. ნიკო სინგაპურის გრანპრის პირველი გამარჯვებულია, ვისაც არ აქვს მსოფლიოს ჩემპიონის სტატუსი.

- ნიკომ სეზონში მერვე რბოლა მოიგო. დღემდე, ყველა პილოტმა, ვინც სეზონში რვა ან მეტ ეტაპზე გაიმარჯვა, იმ წელს ჩემპიონი გახდა - ასეთი რამ, 14-ჯერ მოხდა ისტორიაში.

- ამიერიდან, როსბერგს ფორმულა 1-ის 16 ტრასაზე გაუმარჯვია.

- კარიერაში პოდიუმზე მერვედ ასვლის შემდეგ, ნიკო როსბერგი გაუთანაბრდა საერთო რეიტინგში მე-13 ადგილზე მყოფ მიკა ჰაკინენს.

- ზედიზედ მეათე რბოლის მოგების შემდეგ, "მერსედესმა" გაიმეორა თავისი ყველაზე წარმატებული სერია (იაპონია-2015 - რუსეთი-2016).

- "რედ ბულმა" ისტორიაში 94-ე პოდიუმი მოიპოვა და გაუთანბრდა საერთო რეიტინგში მეექვსე გუნდს - "ბენეტონს".

- დანიელ რიკარდომ "რედ ბულისთვის" 50-ე სწრაფი წრე მოიპოვა.

- ზედიზედ მეშვიდე წელია, "ფერარის" ორივე მანქანამ შეძლო სინგაპურში ქულების მოპოვება.

- სებასტიან ფეტელი 21 რბოლაა გამარჯვებისა და პოულის გარეშე რჩება. ეს მისი ყველაზე უიღბლო სერიის გამეორებაა.

- სინგაპურის შარშანდელი გრანპრიდან მოყოლებული, "ფერარის" ერთი წლის განმავლობაში არ ჰქონია სტარტი პირველი რიგიდან, პოული და გამარჯვება.

დასავლური პრესის გამოხმაურება სინგაპურის გრანპრიზე

სინგაპურის გრანპრის საინტერესო დასასრული ჰქონდა, როცა ლიდერ ნიკო როსბერგს დანიელ რიკარდო წამოეწია და ფინიშზე მათ შორის სხვაობა ნახევარი წამი იყო. "სწორედ ასეთი უნდა იყოს ფორმულა 1", - განაცხადა რბოლის შემდეგ "მერსედესის" შეფმა ტოტო ვოლფმა. მოგებამ როსბერგი გენერალური კლასიფიკაციის პირველ პოზიციაზე დააბრუნა, ჰემილტონმა კი მხოლოდ მესამე ადგილი დაიკავა და გერმანელს რვა ქულით ჩამორჩა.

საინტერესოა სინგაპურის გრანპრის შეფასება უცხოურ პრესაში.

ზედიზედ მესამე რბოლაა, ნიკო როსბერგს არანაირი წინააღმდეგობა არ ხვდება და იოლად მიდის პირველი ფინიშთან. ბელგიაში ლუის ჰემილტონს ბოლო ადგილიდან მოუწია დაწყება, იტალიაში სტარტი ჩააგდო, სინგაპურში კი მთელი უქმეები ტექნიკური პრობლემები ჰქონდა მანქანასთან დაკავშირებით. ჟურნალისტები ცდილობენ გაარკვიონ - რა დაემართა ჰემილტონს, რომელიც ზაფხულის არდადეგებამდე ანადგურებდა გერმანელს და უპირობო ფავორიტი იყო ჩემპიონობისთვის ბრძოლაში.

"ვფიქრობდი თუ არა, რომ ნიკოს შეუძლია ჩემპიონობა? უკვე დავიწყე ამაზე ფიქრი. ის კარგია კვალფიკაციაში და აღარ განიცდის პრობლემებს სტარტზე. დიახ, ის იგებს რბოლებს მაშინ, როცა წინ დგას, მაგრამ ნიკო დღეს, ყოველთვის წინ არის, - მიაჩნია ფორმულა 1-ის ყოფილ პილოტს და Sky Sports-ის ექსპერტს მარტინ ბრანდლს. - ლუისმა, როგორც ჩანს, ძალიან მოუკლო. მას ის ტემპი აღარ აქვს, რაც ადრე. ეს გვაიძულებს ვიფიქროთ, რომ ის უკვე ისე ძლიერი აღარ არის".

"არ ვიცი რა მოხდა მონცაში, მაგრამ ვერაფრით ავხსენი ის, თუ რატომ ვერ მოიგო ლუისმა იტალიური რბოლა. ამჯერადაც, მან მარცხი განიცადა. ნიკოს საჩემპიონო შანსები ისევ გაიზარდა და ვფიქრობ, ახლა მისი დამაჯერებლობა უფრო მაღალია, უკეთ ასპარეზობს, ვიდრე ადრე. თუმცა, ერთ-ერთი მიზეზი ასევე არის ლუისის უიღბლობა", - ეთანხმება ბრანდლს მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი დეიმონ ჰილი.

"სტატისტიკა როსბერგის მომავალ ჩემპიონობაზე ლაპარაკობს. თუ ნიკო წელს ჩემპიონი ვერ გახდება, ისტორიას გააფუჭებს. ფორმულა 1-ში ჯერ არ ყოფილა პილოტი, რომელსაც სეზონში რვა რბოლა მოეგოს და ჩემპიონი ვერ გამხდარიყოს, - გვახსენებს დანიელ ჯონსონი The Telegraph-დან. - ამ ბრძოლაში გადამწყვეტი იქნება იმპულსი. "მერსედესის" პილოტებს შორის ომი ციკლებად მიმდინარეობს - ხან ჰემილტონს აქვს ძლიერი თვე, ხან კი როსბერგი გაიჭრება წინ. გერმანიის გრანპრის შემდეგ, ლუისს 19-ქულიანი უპირატესობა გააჩნდა, მაგრამ სულ რაღაც სამი რბოლის შემდეგ, როსბერგი რვა ქულით არის წინ. დარჩენილ ექვს რბოლაში გადამწყვეტი იქნება ის, თუ ვის მხარეს გადავა ინიციატივა".

სინგაპურში "მერსედესის" შარშანდელი ჩავარდნის გათვალისწინებით, "რედ ბულსა" და "ფერარის" იმედი ჰქონდათ, რომ წელსაც შეძლებდნენ გამარჯვებისთვის ბრძოლას. "რედ ბულს" ეს თითქმის გამოუვიდა, რადგან ბოლოს რიკარდოს გამოდევნება როსბერგზე რბოლის ერთ-ერთი საუკეთესო მომენტი გახდა, "ფერარის" კი ისევ იმედგაცრუება ელოდა.

"რედ ბულში"იცოდნენ, რომ სინგაპურის გრანპრი - თანაბარ ბრძოლაში "მერსედესის" დამარცხების საუკეთესო შესაძლებლობა იყო, ანუ ის, რაც დანიელ რიკარდოს შეეძლო გაეკეთებინა მონაკოში, რომ არა შეცდომა პიტსტოპზე. ეს დანიელის უკვე მეორე მოგება უნდა ყოფილიყო - ბარსელონაში მან საეჭვო ტაქტიკის გამო გაუშვა ხელიდან გამარჯვება, - წერს BBC Sport-ის რედაქტორი ენდრიუ ბენსონი. - რიკარდო მთავარია პრეტენდენტია წლის პილოტის ტიტულზე. მას მხოლოდ ორი წარუმატებელი უქმეები ჰქონდა, საერთო ჯამში კი ბრწყინვალეა მთელი სეზონის განმავლობაში. მიუხედავად ფერსტაპენის გარშემო ატეხილი აურზაურისა, რიკარდო ჰოლანდიელს დამაჯერებლად უსწრებს".

რაც შეეხება "ფერარის", სებასტიან ფეტელი შეაქეს 22-დან მეხუთე ადგილზე გარღვევის გამო, სამაგიეროდ, ბევრი კითხვის ნიშანი გაჩნდა კიმი რაიკონენის მესამე პიტსტოპის გამო. "აშკარაა, რომ რაიკონენის პიტსტოპი - შეცდომა იყო. "მერსედესმა" ხაფანგი დააგო და "ფერარი" პირდაპირ ამ ხაფანგში ჩავარდა", - წერს პიტ გილი Sky Sports-დან.

"სკუდერიას" ტაქტიკოსები პირველად არ ცდებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში, ლაპარაკია არა შეცდომაზე, არამედ ნორმიდან გადახვევაზე, - აგრძელებს ავტორი. - თავად განსაჯეთ: როსბერგი ფინიშზე "სოფტით" მივიდა - ამ საბურავით 28 წრე დაფარა. რაიკონენი კი ბოქსებში იგივე საბურავებით 13 წრის შემდეგ შევიდა. და ფინელს დაუყენეს "ულტრასოფტი", რომლითაც 15 წრე უნდა გაევლო. ამ მხრივ, კიმის პიტსტოპს არანაირი აზრი არ ჰქონდა".

სინგაპურში "ფერარიმ" ისევ აჩვენა კარგი ტემპი, მაგრამ ამან შედეგი არ მოიტანა. იტალიაში უკმაყოფილება იზრდება. "ფეტელს კვალიფიკაციაში პრობლემები რომ არ ჰქონოდა, პოდიუმისთვის იბრძოლებდა. მაგრამ, სამწუხაროდ, "ფერარისთვის" სეზონი - ერთი დიდი იმედგაცრუებაა", - ასკვნის La Gazzetta dello Sport-ის კორესპონდენტი გუსტო ფერონატო.

მოსაწყენი ფორმულა

"მაკლარენის"პილოტს ფერნანდო ალონსოს მიაჩნია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში შემოღებულმა წესებმა უარყოფითად იმოქმედა ფორმულა 1-ზე. მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის აზრით, "სამეფო რბოლები" იმისკენ მიისწრაფვის, რომ ნაკლებად მიმზიდველი იყოს არა მხოლოდ გულშემატკივრებისთვის, არამედ თავად პილოტებისთვის.

"ბოლო ორი წლის განმავლობაში ერთი და იგივეს ვიმეორებ. დიახ, მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი ბოლიდები ნაკლებად მიმზიდველია პილოტებისთვის.

დღეს მანქანის მართვა უბრალოდ, ნორმალურ გრძნობას იწვევს. ეს სრულიადაცარ ჰგავს იმას, რაც ჩემი კარიერის პირველი 10 წლის განმავლობაში იყო. დღეს არავინ ამბობს: "არ მჯერა, რომ ეს მოსახვევი ასეთი სიჩქარით გავიარე!" ან "რა სწრაფია ეს მანქანა, დაუჯერებელია!"

დღეს ეს ასეთი რამ არ ხდება. ყველაფერი გაცილებით მოსაწყენია.

ახალი წესებით, რბოლებისას მთელს დროს იმაში ვკარგავთ, რომ საწვავი დავზოგოთ და გავუფრთხილდეთ საბურავებს. ეს კი ეწინააღმდეგება პილოტის მთავარ ინსტინქტს - მაქსიმუმი მიიღოს მანქანისგან.

ბალანსი რბოლაში იმის მხარესაა, ვინც უკეთ იცავს თავს და არა იმათ მხარეს, ვინც უტევს.

კიდევ დავფიქრდები, დავრჩე თუ არა ფორმულა 1-ში, სადაც ასეთი წესები მოქმედებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ კარიერის დასრულებაზე ვფიქრობ. ბოლოს და ბოლოს, ბევრი სხვა რამეც არსებობს, რითაც მინდა დავკავდე", - განაცხადა ალონსომ, რომელსაც ამ სეზონში 36 ქულა აქვს და მე-11 ადგილზეა გენერალურ კლასიფიკაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი

უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება

ამწე კრანის ფასი თბილისში – როგორ ავირჩიოთ ხარისხიანი სერვისი

"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს

"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?

FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა

დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო

"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა

"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ

"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა

"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები

Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა

"უდინეზეს" მწვრთნელი: გოგლიჩიძე შანსის გამოსაყენებლად მზად უნდა იყოს

"ბარსელონას" კიდევ ორი ფეხბურთელი პსჟ-სთან ვერ ითამაშებს

ისრაელის გამო "საფეხბურთო ცივი ომი" დაიწყო - საქმეში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჩაერია

"ამ ქალაქებს რადიკალური უგუნური მემარცხენეები მართავენ" - ტრამპი მუნდიალის მატჩების სხვა ქალაქებში გადატანაზე

"იამალს გოგონების კალენდარი აქვს, თუ რომელ დღეს რომელ გოგოსთან გაატარებს" - ლამინის ყოფილი ქალბატონი ალაპარაკდა

პსჟ-ს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე

"ლივერპულმა" შესაძლოა, "ბაიერნის" მცველი უფასოდ დაიმატოს

ფლიკი თანახმაა - "ბარსელონა" ლევანდოვსკის შემცვლელად გირასის დამატებას განიხილავს

დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს

ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს

მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს

რა უნდა ვიცოდეთ ფორმულა 1-ის ახალი სეზონის შესახებ

კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო

ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!

დიდი დაბრუნება - ჩემპიონი კვლავ ფორმულა 1-ში იასპარეზებს?!

რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის

ფორმულა 1. ნიკო როსბერგი: მე წავედი!

"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]

"სამწუხაროდ, ცოტამ თუ იცის, რომ ასეთი ტექნოლოგიები უკვე არსებობს" - ინტერვიუ ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონთან

ფორმულა 1-ის ტრაგიკული ამბავი - ნიჭიერი ჟიულ ბიანკის გარდაცვალება და მისი მეოცნებე ნათლულის მისია - ჩემპიონობა ნათლიისთვის!

ფორმულა 1: 2016 წლის სეზონი ციფრებში

"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]

ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა

ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]

დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?

Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...

"ვნებდები; იმედი მაქვს, ეს სეზონი მალე დასრულდება" - ლუის ჰამილტონი ბოლიდით წელსაც უკმაყოფილოა

"ჩემთვის ეს უფროა გართობა" - ფერნანდო ალონსომ თანამედროვე ბოლიდის მოყვანილობაზე კომენტარი გააკეთა

ფორმულა 1: ყველაზე მაღალანაზღაურებადი პილოტები

ფერნანდო ალონსომ ლეგენდარული ფერარი ენცო 5.4 მილიონ ევროდ გაყიდა