"ის შეუპოვარი მებრძოლია. ის ნაბიჯითაც არ იხევს უკან, პირდაპირ შენზე მოდის და ეს მისი ყველაზე კარგი თვისებაა"
საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე წლევანდელი სეზონის დაწყების წინ ინგლისის პრემიერშიპში დაბრუნებულ "ბრისტოლში" ჩაირიცხა. ჩვენებური ინგლისში ცოტა ხნის წინათ ჩავიდა და ორი მატჩი ბრისტოლელთა სათადარიგო გუნდში, "ბრისტოლ იუნაიტედში" ითამაშა.

აღსანიშნავია, რომ ნემსაძის გუნდმა ორივე შეხვედრა მოიგო და ორივეში ქართველმა მორაგბემ თითო ლელო მიითვალა.

გაზეთ "ბრისტოლ პოუსტის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი სათაურით "ვინ არის გიორგი ნემსაძე". გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"ავივა პრემიერშიპში დაბრუნების შემდეგ "ბრისტოლმა" ქართველი მეორეხაზელი გიორგი ნემსაძე დაიმატა. ის მეათე ახალი მორაგბეა, რომელმაც კლუბთან კონტრაქტი გააფორმა. მისი კონკურენტები არიან იან ევანსი, ბენ გლინი, გლენ თაუნსონი, მარკ სორენსონი, ჯო ჟოისი და სემ ჯეფრისი. ამასთან ერთად, მეორე ხაზში ითამაშებს ჯეიმზ ფილიპსიც.

მაგრამ, ვინ არის ნემსაძე?

ვნახოთ რას წარმოადგენს "ბრისტოლის" ბოლო ახალწვეული.

სად და როდის დაიბადა ის?

გიორგი ნემსაძე 1984 წლის 26 სექტემბერს საქართველოს სიდიდით მეორე ქალაქში, ქუთაისში დაიბადა. ანუ ის 32 წლის გახდება მას შემდეგ რაც "ბრისტოლი" "ეშტონ გეიტზე" "ექსხეტერს" უმასპინძლებს.

რა არის მისი ძლიერი მხარე?

უნდა აღინიშნოს, რომ მისი ძლიერი მხარე, სწორედ რომ სიძლიერეა. ფიზიკურად ის ტიპური, მძლავრი ქართველი ფორვარდია.

რა საერთაშორისო გამოცდილება აქვს მას?

ნემსაძემ ეროვნულ ნაკრებში 62 კეპი მოიხვეჭა. აქედან 40-ში ძირითად შემადგენლობაში იყო. პირველად მან ეროვნული ნაკრების მაისური 2005 წელს, 21 წლის ასაკში ჩილეს ნაკრებთან მატჩში მოირგო. მართალია, მან 2007 წლის მსოფლიოს თასი გამოტოვა, მაგრამ 2011 და 2015 წლებში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე იყო. 2008 წლიდან მოყოლებული, ეროვნულ გუნდში 12 ლელო გაიტანა, მათ შორის ირლანდიის ნაკრებთან მატჩში 2014 წელს, რომელიც დუბლინში გაიმართა. ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასზე საქართველოს ნაკრების მიერ ჩატარებული ოთხი მატჩიდან სამში იასპარეზა.

სად გაატარა მან საკლუბო კარიერა?

ნემსაძე თავისი მშობლიური საქართველოდან საფრანგეთში 22 წლის ასაკში გადაბარგდა და კარიერის დიდი ნაწილი ფედერალ 1 დივიზიონის კლუბებში, "დომონში", "მასიში", "მონტობანში" და "ვალანსში" გაატარა. მეორე დივიზიონის "ტარბში" ის 2012 წელს ჩაირიცხა, სადაც ბოლო ოთხი სეზონი გაატარა და 86 მატჩში შვიდი ლელო გაიტანა.

როგორ ფორმაში იყო ის ბოლო სეზონში?

ნემსაძეს 2015-16 წლებში საკმაოდ კარგი სეზონი ჰქონდა. მან "ტარბის" შემადგენლობაში 18 მატჩში ითამაშა, ორი ლელო გაიტანა, ორჯერ გაუშვეს სინბინში და ერთხელ წითელი ბარათი უჩვენეს. სეზონი საქართველოს ნაკრებთან ერთად ოკეანეთში ტურნეთი დაასრულა, სადაც ქართველებმა ტონგას და ფიჯის მოუგეს, სამოას კი დაუზავდნენ.

რას ამბობენ ექსპერტები?

"ბრისტოლის" სკაუტთა თავკაცს ალან მარტინოვიჩს აურაცხელი რაოდენობის მორაგბე ჰყავს სამიზნეზე. მან თქვა: ქართველი მეორეხაზელი შეუპოვარი მებრძოლია. ის ნაბიჯითაც არ იხევს უკან, პირდაპირ შენზე მოდის და ეს მისი ყველაზე კარგი თვისებაა. ის ყველასთვის სერიოზული კონკურენტია დიდი სისწრაფითა და გამორჩეული შრომისმოყვარეობით.

ველაპარაკე საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ახალზელანდიელ მილტონ ჰეიგს. ის დიდი რუდუნებით აქებდა ქართველ მორაგბეებს და დარწმუნებული იყო, რომ ნემსაძე კარგად ითამაშებდა პრემიერლიგაში. გიორგიმ ახლახან ითამაშა მსოფლიოს თასზე ტოპ გუნდების წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთში მაღალ დონეზე არ უასპარეზია, მისი სადარბაზო ბარათი თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველია. მან თავისი საუკეთესო რაგბი სწორედ ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ითამაშა.

ის არ უნდა შეგეშალოთ...

ყოფილ ფეხბურთელ გიორგი ნემსაძეში, რომელიც შოტლანდიური "დანდის" საკულტო გმირია. ის ამ კლუბის ღირსებას ოთხი წლის განმავლობაში იცავდა. ნემსაძემ 69 მატჩი გამართა საქართველოს ნაკრებში, ასევე თამაშობდა თბილისის "დინამოში" და გერმანიის, თურქეთის, შვეიცარიისა და იტალიის კლუბებში."

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kaxa
წარმატებები გიო. გამარჯვებებით გევლოს ცხოვრებაში.
B-52
მიდი გიო, გაანგრიე ყველაფერი შენს გზაზე და გაგვახარე ძმაო!
ნიკა ამაშუკელი საუკეთესო მსაჯთა ათეულში დაასახელეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ქართველები ევროტურნირების ფინალში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა