შვედეთი, კანადა და ევროპა ნახევარფინალში არიან
მსოფლიოს თასზე მეორე ტური დასრულდა და უკვე ოფიციალურად არის ცნობილი ორი ნახევარფინალისტი. გარდა ამისა, თითქმის განაღდებული აქვს ამ ეტაპზე თამაში შვედეთის ნაკრებს.

"ტრე კრუნურმა" პირველ ტურში რუსეთის იოლად დამარცხების შემდეგ, "მშრალი" ანგარიშით მოუგო გუშინ ფინეთს.

სკანდინავიური დერბის პირველ პერიოდში გოლი არ გასულა და მომენტებიც მცირე იყო - თითო ორივე გუნდის კართან. ამ მხრივ, არც მეორე პერიოდი იყო მდიდარი, თუმცა შვედებმა პერიოდის ეკვატორზე შეძლეს ანგარიშის გახსნა. ძმებმა სედინებმა კარის უკან გაითამაშეს შაიბა, ჰენრიკ სედინი მეკარის საჯარიმოსთან აიწია და სტრალმანს ზუსტი პასი გაუკეთა - 1:0. ფინელებს კი შორეული დარტყმების გარდა, ბევრი არაფერი გამოსდიოდათ, თან ძალიან საიმედოდ თამაშობდა შვედების მეკარე ჰენრიკ ლუნდკვისტი.

სამაგიეროდ, მესამე პერიოდში ფინელები ვალდებულნი იყვნენ გაეთანაბრებინათ ანგარიში. კარგი მომენტები ვერ გამოიყენეს ლაინემ და კომაროვმა, შემდეგ გრანლუნდმა ორჯერ ერთი მეტრიდან დაარტყა, კოივუ ამატებდა მეორე კუთხეში, მაგრამ სამივე ეპიზოდში გაიბრწყინა ლუნდკვისტმა. ბოლოს კი, ფინეთმა მეკარე წინა ხაზის მეექვსე მოთამაშით შეცვალა და სირენამდე სამი წამით ადრე, ცარიელ კარში ლუი ერიქსონისგან მიიღო შაიბა. მატჩის გმირი ლუნდკვისტი გახდა, რომელმაც 36 სეივის შემდეგ, თავის პირველივე მატჩში შათაუტი გაიფორმა.

ასე რომ, შვედეთმა ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა და პრაქტიკულად გაინაღდა ნახევარფინალში თამაში. ფინეთი კი ნული ქულით ბოლო ადგილზე რჩება და ბოლო ტურში აუცილებლად უნდა დაამარცხოს რუსეთი.

დღის მეორე მატჩში კანადა მდევრის როლში აღმოჩნდა ამერიკის წინააღმდეგ, მაგრამ უკვე პირველივე პერიოდში მოიპოვა ორშაიბიანი უპირატესობა, რაც მეორე ოცწუთეულში განავრცო. ამ მოგებით კანადამ ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა და თან წაიყოლა ევროპის ნაკრები. ბოლო ტურში სწორედ ეს გუნდები გაარკვევენ A ჯგუფში პირველი ადგილის ბედს.

აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის ნაკრებს 20 წელია არც ერთ დიდ ტურნირზე არ მოუგია მთავარი პრიზი. მისი ბოლო დიდი გამარჯვება იყო მსოფლიოს თასის მოგება 1996 წელს.

A ჯგუფი

აშშ-კანადა 2:4

1:3, 0:1, 1:0

გოლები: 1:0 მაკდონალდი (სტეპანი, კეინი), 1:1 დუშენი (ვლასიჩი, ტორნტონი), 1:2 პერი (კუტური, ტეივზი), 1:3 დუშენი (ბერნსი), 1:4 ბერჟერონი (ტავარესი, პიეტრანჯელო), 2:4 ოში (ვან რიმსდიკი, პაველსკი).

მეკარეები: კუიკი - პრაისი

დარტყმები: 36 (11-11-14) - 34 (13-11-10).

საჯარიმო დრო: 6 (2-2-2) – 6 (2-2-2).

თ მ წ ო-წ შ ქ

1. კანადა 2 2 0 0 10-2 4

2. ევროპა 2 2 0 0 6-2 4

3. ჩეხეთი 2 0 1 1 2-9 1

4. აშშ 2 0 2 0 2-7 0

B ჯგუფი

შვედეთი-ფინეთი 2:0

0:0, 1:0, 1:0

გოლები: 1:0 სტრალმანი (დ. სედინი, ჰ. სედინი), 2:0 ერიქსონი.

მეკარეები: ლუნდკვისტი - რასკი

დარტყმები: 29 (8-9-12) - 36 (11-12-13)

საჯარიმო დრო: 8 (4-2-2) - 8 (4-0-4).

თ მ წ ო-წ შ ქ

1. შვედეთი 2 2 0 0 4-1 4

2. ჩრ. ამერიკა 2 1 1 0 7-5 2

3. რუსეთი 2 1 1 0 5-5 2

4. ფინეთი 2 0 2 0 1-6 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა