დავით მუჯირი ზესტაფონში: მივესალმებით ასეთ პროექტებს!
საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივართა ორგანიზებით ჩატარდა ტურნირი ფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქალაქის მუნიციპალიტეტის 19-მა გუნდმა. მთლიანად, ამ წარმომადგენლობით შეჯიბრებაში 351 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

ტურნირის ორგანიზება თავიდან ბოლომდე ითავა "ზესტაფონის" ფანკლუბმა. ფინალური შეხვედრა "დავით აბაშიძეზე" ჩატარდა. მატჩს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და "ზესტაფონის" მფლობელი ილია კოკაიაც დაესწრნენ.

ფინალს, რომელშიც ერთმანეთს სოფელ კლდეეთისა და "ფეროს" გუნდები დაუპირისპირდნენ, ათასამდე გულშემატკივარმა ადევნა თვალი. "ფერომ" 6:2 მოიგო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ზესტაფონის" ნორჩ ფეხბურთელებს 100 ბურთი აჩუქა.

ტურნირის დასრულების შემდეგ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. შეკრებილებს სიტყვით მიმართეს დავით მუჯირმა და ილია კოკაიამ.

დავით მუჯირი: "საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მიესალმება ასეთ პროექტებს. გვიგულეთ თქვენ გვერდით ასეთ საშურ და მნიშვნელოვან საქმეში.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მასობრივი ფეხბურთის განვითარებისთვის. 25 ახალი გუნდი გამოჩნდა საქართველოს ჩემპიონატის მეორე ლიგაში. მოგეხსენებათ, დავიწყეთ მოყვარულთა ჩემპიონატი, რომელშიც 252 გუნდი მონაწილეობს. ეს წამოწყება ფეხბურთს ჩვენში კიდევ უფრო მასობრივს გახდის.

მინდა, "ზესტაფანებს" მადლობა გადავუხადო ასეთი კარგი ტურნირის ორგანიზებისთვის. მოგეხსენებათ, აქ დავასრულე საფეხბურთო კარიერა და მერე მწვრთნელად ვიმუშავე. მე ამ ქალაქს ვერასოდეს დავივიწყებ".

ილია კოკაია: "მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, მის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს და გენერალურ მდივანს, დავით მუჯირს, რომელიც დღეს ჩვენთან ერთად არის.

ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გულშემატკივრებს ასეთი ტურნირის ორგანიზებისთვის. მათ ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს და დღეს შედეგს ყველა ერთად ვხედავთ. მჯერა, რომ "ზესტაფონი" მალე დაბრუნდება ქართულ ფეხბურთში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

eseni
ორი ყველაზე ცუდი კაცები ესენი როარიან ქარტულ პეგურტსი იმიტომ გვაქ კარგად საქმე?
kaxaberi
გმადლობთ ბ-ნ ილია, გთხოვთ ყველაფერი გააკეთოთ ზესტას ელიტაში დასაბრუნებლად, რომელიც ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ამ ბოლო წლებში. ღმერთმა ხალხის სიყვარული და თანადგომა არ მოგაკლოთ ამ სიკეთის გზაზე. ზესტას გულშემატკივარი მარად გურიიდან.
gia
პირველ რიგსი დიდი მადლობა ბ-ონ ილია კოკაის ქარტულ ფეხბურტსი დიდი ხვაწლისტვის,,დინამოს პიარზე გადაყოლილ პრეზიდენტმა აიხოს მაგალიტი ამ ადამიანისგან და ყველა იმატმა ვინც ქარტულ ფეხბურტსი მოხვაწეობს გუნდის მესვეურებზე ვიცახი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
საბო: ბევრ უკრაინელ ფეხბურთელს ოსტატობა არ ჰყოფნის, მაგრამ საქართველოს მოვუგებთ
"ასეთია ჩვენი დონე, მაგრამ ქართველებთან არ წავაგებთ" - ამბობს უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ოთარ კაკაბაძე: ვიმუშავებთ და აუცილებლად გამოვასწორებთ
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
ლაზიშვილს PFL და UFC ეპატიჟებიან - მისი პოპულარობა არნახულად გაიზარდა
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უნგრეთთან მატჩში?
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] "თარიღი მითხარი და ერთი-ერთზე დაგანგრევ" - საბა ლაზიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი გამოიწვია
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
სასიამოვნო სიახლე: "ზესტაფონმა" ეროვნული ლიგისკენ 1 ნაბიჯი გადადგა
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები "დინამო არენას" უბრუნდება - რამდენი სექტორი იქნება დაკეტილი სომხეთთან მატჩზე
ჯაბა დვალთან ერთად - "ზესტაფონი" წინსვლისთვის ბრძოლას იწყებს
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ზესტაფონი" საფეხბურთო აკადემიას თბილისში ხსნის
ლევან კობიაშვილი: ილია კოკაიას მოუწევს, უპირველესად, "ზესტაფონის" გულშემატკივრებს უთხრას სიმართლე
საქართველოს თასის გათამაშება დაიწყო
"ზესტაფონის" გამოხმაურება ლევან კობიაშვილის განცხადებაზე
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"ზესტაფონისა" და "დინამოს" ექსფეხბურთელი "პორტუში" გადადის
მსაჯის შეურაცხყოფისთვის ოქრიაშვილი გააძევეს - "სამგურალმა" "საბურთალოს" მოუგო [VIDEO]
ილია კოკაია მწვერვალ დედაენაზე დაიღუპა
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
სფფ-ის აღმასკომის სხდომაზე "ზესტაფონის" საკითხზე იმსჯელეს
[VIDEO] გოლი-სასწაული! აუცილებლად ნახეთ, რა ბურთი გაიტანა დავით მუჯირმა ჩემპიონის კარში!
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
ლევან კობიაშვილის პასუხი ილია კოკაიას: თუ ასე ფიქრობს, მაშინ...
ილია კოკაია: ტოტალიზატორის ხალხი უკვე მუქარებზეა გადასული
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა