ვიქტორ სანიკიძემ ჯერ იყო და, გრავიტაციის თეორია დაარღვია, ახლა კი აინშტაინის ფარდობითობის თეორიას მიადგა...
ესეც ასე, საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მეოთხედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე. მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმაც თქვა - ბევრი სირთულე გამოვიარეთ, ბევრიც ლამაზი დღე გვქონდაო. შესარჩევი ეტაპის მსვლელობისას დაძაბულობის ტემპერატურა მაქსიმალური იყო, მონტენეგროში მოგების შემდეგ კი ყველამ ერთად გავიხარეთ, ამოვისუნთქეთ და დღეს ერთგვარი განმუხტვაც შეიძლება.

ბევრი ვარჩიე საქართველოს ნაკრების მატჩებისა და ვარჯიშების სახალისო ფოტოები და თავი "ტაიმლაინში" მოვუყარე.

ვიქტორ სანიკიძეს იტალიელებმა AIR GEORGIA შეარქვეს. ვიქტორს სიმაღლე რომ არაფრად მიაჩნდა, დიდი ხანია, დაამტკიცა. მან ხომ გრავიტაციის თეორია დაარღვია, ახლა კი აინშტაინის ფარდობითობის თეორიას მიადგა. ამ თეორიამ გამოააშკარავა მოძრავი ობიექტის სივრცული და დროითი მახასიათებლების დამოკიდებულება ათვლის სისტემის მიმართ ამ ობიექტის სიჩქარეზე და შემოიღო სივრცისა და დროის ერთიანი ოთხგანზომილებიანი კონტინუუმი – სივრცე-დრო.

უფრო მარტივადაც აგიხსნით: სანიკიძემ არც დროს დაუწყო თვლა, არც სივრცეს გახედა, რომელშიც კალათი ბუზის ტოლად მოჩანდა, აიღო ბურთი, სტყორცნა და ჩააგდო - 85:84 საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ. ამ სამიანით მონტენეგროს ბოლოჯერ გადავასწარით და 90:84 დავამარცხეთ.

ნამატჩევს, ვიქტორმა ის წერტილი მონიშნა, საიდანაც სამიანი ჩააგდო და ევრობასკეტზე პირველი ადგილით გავედით.

ევროპაში მოღვაწე ფოტოგრაფმა ბესო ელბაქიძემ სლოვაკეთში ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ილიას ზუროსი საინტერესო მომენტში გადაიღო. თითქოს, იგი ქვევრში მყოფ აბესალომს ეკითხება - მანდ როგორ მოხვდიო. არადა, ბატონ ილიასს აბესალომზე კარგად სცოდნია როგორ უნდა მოვხვედრილიყავით ევრობასკეტზე. თანაც, პირველი ადგილით.

ალბანეთის ნაკრებში თამაშობდა კალათბურთელი გვარად დედა. იგი მთავარი ცენტრის ჰისენაგოლის შემცვლელი იყო და ხშირად უწევდა ზაზა ფაჩულიასა და გიორგი შერმადინის წინააღმდეგ თამაში. ალბანელებმა ორი მატჩის ჯამში -59 ქულით წააგეს, მათ ვერც დედამ უშველა და ვერც...

მამა აბრამის ბატკნად კი გამოჩნდა ნიკოლა ვუჩევიჩი საქართველო-მონტენეგროს მატჩის ბოლოს - თორნიკე შენგელიას ფარქვეშ ხელი ჰკრა,

ბურთი თავად მოხსნა და სტუმრებს მოაგებინა. სწორედ ამ მარცხის შემდეგ დავიწყეთ მიღებული და გაშვებული ბურთების თვლა. 14 სექტემბერს თბილისში სლოვაკეთს ვუმასპინძლეთ, რომლისთვისაც დიდი სხვაობით მოგება გვჭირდებოდა. მატჩის წინ გიორგი შერმადინს მეტოქე ცენტრებზე ვესაუბრე. ერთი ტანდაბალი, ჯმუხი მეფარე ჰყავთ, გვარად ბატკა.

ჰოდა, კი წამოვაქციეთ სლოვაკეთი თავის ბატკანიანად...

ეს სურათი საქართველო-სლოვაკეთის მატჩიდანაა. მისი ავტორია ფრიდონ გეგეშიძე. მატჩის დღეს გაზეთისთვის ფოტოებს რომ ვარჩევდი, წამიერად გამიჭირდა აღქმა - სწორი იყო, თუ ამოყირავებული. კომპიუტერში 180 გრადუსით (Flip Vertical) ამოვატრიალე და უკეთესი ხედი მივიღე: ერთბაშად ოთხი კალათბურთელი აფრენილა ფარს ზემოთ და ბურთის ჩაგდებას ლამობს.

ოქტომბერში არჩევნებია. ამ თემას სპორტულ "ტაიმლაინს" აუცილებლად მივუძღვნით, მანამდე კი ერთ ფოტოს შემოგთავაზებთ, რომელზეც გაპოლიტიკურებული ტაბლო ხატია: მასზე სამჯერ წერია 41 და ორჯერ - 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

odala-s
მერედა .. შეიცვალე ეროვნება ვინ გიშლის რატო რჩები ქართველი? შენ შემთხვევით ის აშშ-ში მყოფი ქართველი ხომ არ ხარ მსოფლიო სპორტზე, რო პოსტავს ზაზას, რომ ლანძღავ სულ?
სოსო
ამას ამბობდა ქართველი ,სპარსეთში გადახვეწილი,რაც უნდა მტანჯონ,მაწამონ,მაინც ვიქნები ქართველი. მაგრამ შენ ქართველობა აღარ გსურს,ფრენა მოგინდა და დაირქვი კ-ოდალა.კოდაკა გქვია,მაგრამ მაინც ღამურა ხარ.
odalas
მართლა რატო ხარ ქართველი?! NBA-ში 10-დან 9 შემთხვევაში კიარადა ზოგჯერ ათივეში გარბენს არ აფიქსირებენ. ეგ თამაში რომ წაგვეგო დიდი სხვაობით და არა 1 ქულით დამიჯერე ერთ სიტყვასაც არავინ იტყოდა მაგ ჯარიმაზე, მაგრამ ამას შენ ვერ გაიგებ შეცდომით ქართველო!!!
odala
აბა, აბა, კაცო. რა გვიქნა მსაჯმა :))))) ვაგრძელებთ ტირილ-წუწუნს? ეგრეა. ერთი წელი მაინც გააგრძელეთ კიდევ. ასეთი ინფანტილური ერის მნახველი არა ვარ რა. ერთ ნახევრად-ჯარიმაზე 1 თვეა უკვე ლაპარაკობენ. არა და ნბა-ში ათიდან 8-9 შემთხვევაში, ჯარიმას არ მისცემდა მსაჯი. ღმერთო რატომ ვარ მეც ქართველი?!
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
"როგორც არ უნდა გამაკრიტიკოს ყველამ, მინდა ეს საჯაროდ ვთქვა" - ვიქტორ სანიკიძემ თორნიკე შენგელიაზე ისაუბრა
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
TimeLine: სენტ კიტსი და ნევისი... ორნი არიან?
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი
ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა
ვიქტორ სანიკიძე ჩემპიონთა ლიგის საშეჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელად დაინიშნა
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
TimeLine: ჩუმად, ფაჩულიამ არ გაიგოს!
ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
TimeLine: ძაღლი გარეთ რომ არ გაიგდება
ვიქტორ სანიკიძე: ბაგაცკისის მხრიდან უღირს საქციელს ჰქონდა ადგილი - FIBA-ს რეაგირებას მოვთხოვთ
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა
ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
TimeLine: თქვენ ხომ გამოზარდეთ ილიჩები!
იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის
TimeLine: NBA-ს თასის მინუსი - ღვინო არ ისხმება
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
მსაჯთა ახალი ინსტრუქტორი, რიჩარდ სტოკსი, ფედერაციის პრეზიდენტმა, ვიქტორ სანიკიძემ წარადგინა
პირველი ქართველი ფიბა-ში: ვიქტორ სანიკიძე საშეჯიბრო კომისიაში შეიყვანეს
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
TimeLine: ახლა, ანტიგუა და ბარბუდა
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!