საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა ძალიან წუხს, რომ გუნდს ვერც ირლანდიასა და უელსთან მატჩებში დაეხმარება

თქმა რად უნდა, საქართველოს ეროვნული ნაკრების 30 წლის კაპიტანი ჯაბა კანკავა შეუცვლელი ფიგურაა ქვეყნის პირველი გუნდისთვის. კანკავა მინდორზე ლიდერია, კაპიტანია. შეუძლია პარტნიორების აყოლიება და რთულ სიტუაციაში გუნდის ყოჩობა. ვინძლო, საქართველოს უპირველეს გუნდს სხვა შედეგი ეჩვენებინა ავსტრიასთან თბილისურ მატჩში, კანკავა რომ მინდორზე ყოფილიყო.

სამწუხაროა, რომ ჯაბას საკლუბო კარიერა ბოლო დროს ისე ვერ აეწყო, როგორც ყველა ვისურვებდით. კანკავა დნეპროპეტროვსკის "დნიპროდან" მივიდა ფრანგულ "რეიმსში". გუნდი საფრანგეთის ჩემპიონატის უმაღლესი ლიგიდან გავარდა და ველოდით, რომ კანკავა გუნდს გამოიცვლიდა, მაგრამ... ის დღესაც "რეიმსშია".

რა ხანია, მას ქართულ მედიასთან არ უსაუბრია. ნავსი გუშინ გატყდა - "ლელო" ჯაბას საფრანგეთში დაუკავშირდა და რამდენიმე წუთი წაართვა.

პირველ რიგში, კაპიტანს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვკითხეთ. სამწუხარო ამბავია - კანკავა, ვინც საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 61 მატჩი ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა, უელსსა და ირლანდიასთან უახლოეს მატჩებში ვერ ითამაშებს.

"სამწუხაროდ, არ ვარ სათამაშოდ მზად. გამეწელა ფორმაში შესვლის პროცესი. თუ 100 პროცენტით არ ვიქნები მზად, ნაკრებში ვერ ვითამაშებ. ჩემთვის ეროვნულ გუნდში თამაში დიდი პასუხისმგებლობაა და ასეთ ფორმაში მყოფი, მოედანზე ვერ გავალ.

როგორც კი თავს ვიგრძნობ ისე, რომ ნაკრებს გამოვადგე, რა თქმა უნდა, ვითამაშებ. ამ ეტაპზე კი, კიდევ ერთხელ ვამბობ, ფორმაში არ ვარ. არც "რეიმსთან" ერთად ვვარჯიშობ. ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ვიტვირთები", - გვითხრა კანკავამ.

ჯაბას იმის თაობაზეც ვკითხეთ, თუ რატომ არ გამოიცვალა გუნდი ამ ზაფხულს. კანკავას მსურველთა შორის რამდენიმე გუნდი ახსენეს, მაგალითად - ესპანური "მალაგა" და თურქული "ტრაბზონსფორი".

"ტრანსფერს რაც შეეხება, იყო ლაპარაკი რამდენიმე გუნდზე. ახლოსაც ვიყავი ახალ გუნდში გადასვლასთან, მაგრამ სულ რაღაც უშლიდა ხელს საქმის ბოლომდე მიყვანას. ძირითადად, "რეიმსი" ითხოვდა იმაზე მეტ თანხას, ვიდრე მას სთავაზობდნენ".

ჯაბას ავსტრიასთან თბილისში წაგებული მატჩის შეფასებაც ვთხოვეთ:

"მეორე ტაიმში ავსტრიის ძლიერ ნაკრებს თამაშით ვაჯობეთ. თუ ავიღებთ სწორედ მეორე ტაიმს, მხოლოდ ერთი მომენტი ჰქონდათ ავსტრიელებს და ეს იმ ეპიზოდში, როცა გიორგი ლორიამ ითამაშა კარგად...

ჩემი აზრით, ავსტრიასთან შეხვედრაში, თუნდაც მეორე ტაიმიდან გამომდინარე, მინიმუმ ფრეს ვიმსახურებდით", - ასეთია კაპიტნის აზრი.

ნაკრების კაპიტანს ირლანდია-უელსთან მომავალ შეხვედრებზეც ვთხოვეთ აზრის გამოთქმა:

"რთული თამაშები გველის. ამ ორი მატჩის შედეგი უმნიშვნელოვანესია, რადგან დიდად სწორედ ეს განაპირობებს იმას, თუ რომელ ადგილზე გავალთ ჯგუფში საბოლოოდ.

მინდა, წარმატება ვუსურვო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ირლანდიასა და უელსთან შეხვედრებში. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა - ძალიან ვწუხვარ, რომ ნაკრებს ვერ ვეხმარები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

1
მგონი ეს მოკვეთეს და ოფიციალურად არ ამბობენ. ვაისის განცხადება მახსოვს რამდენიმე კაცი ვეღარ ითამაშებს ნაკრებშიო და კანკავა მოიაზრებოდა მაშინ ასეთად. მის შემდეგ არც უთამაშია.
Giorgi
Temo,ვთქვთ და შეუწყვიტეს თანხის გაცემა ბიუჯეტიდან, ამ შემთქვევაში, რა თანხით იფუნქციონირის ფედერაციამ??
Temo
არც ერთ მთავრობაში არ ღმოჩნდა ისეთი მენეჯერი, რომელიც მიხვდება რომ ფეხბურთში ბიუჯეტის ფული არ დახარჯოს, ხომ შეიძლება იმ თანხით რითაც ეს ვაი კლუბები ფინანსდება და ფედერაციის აღვირახსნილ ვოაიაჟებს ხმარდება ერთი ქარხანა ან საწარმო ააშენონ და ხალხი დაასაქმონ, იგივეს ვიტყვი კულტურაში ჩადებულ მილიონიან სპექტაკლებზე ... აიღეთ ერთი წელი ან ოწ წელი და ნუ დააფინანასებთ ახალ წარმოდგენებს და გააკეთეთ ხალხისთვის რაიმე სარგებლის მომცემი
lado tordia
ღირსეული კაპიტანია. ვაფასებ ამ ადამიანს, თავისუ ჟინისა და ბრძოლისუნარიანობის გამო. მინდორზე ნებისმიერის წინააღმდეგ გლადიატორივით იბრძვის, რაც დასაფასებელია. წარმატებები ჯაბა.
"უბრალოდ, საქართველოს ნაკრების ამ მატჩს შეხედეთ" - მილევსკიმ ერთა ლიგაზე უკრაინის ნაკრების შანსები შეაფასა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
გოგლიჩიძის გარეშე და ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი - "უოტფორდმა" სახლში "იფსვიჩთან" წააგო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო
გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
ლორია კარიერას კვიპროსულ გუნდში გააგრძელებს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
[VIDEO] კვარაცხელია 25 წლის გახდა - პსჟ-მ ქართველს იუბილე მიულოცა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ერთა ლიგაზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
უკრაინელთა მწვრთნელი: სამწუხაროდ, ისევ საქართველოსთან ვითამაშებთ
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
გიორგი ლორია თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
უკრაინაში კანკავას გმირობა საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გაიმეორა - "ენა მეჭირა, ბოლო ხმაზე ვღრიალებდი..."
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
Geo Team: გიორგი ლორია სანაკრებო კარიერას ასრულებს
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]