ტყიბულის რაიონის პატარა სოფელში ისეთი სტადიონი და გასახდელები წამოიჭიმება, საერთაშორისო პატარა ტურნირებს რომ უმასპინძლებს
საქართველოში ცოტას თუ გაუგია ტყიბულის რაიონის პატარა სოფელ საწირეს შესახებ და თუ ისე წავიდა საქმე, როგორც ჩაფიქრებული აქვთ, მის წიაღში გამოზრდილი საწირელები მალე საქვეყნოდ დაიქუხებენ. თავად განსაჯეთ, ახალშექმნილი "კურორტ საწირეს განვითარების ფონდი", რომელიც არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაციაა და 200 წევრს აერთიანებს, მიზნად ისახავს სოფლის საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწყობას, მცირე ბიზნესის განვითარებას, მოსახლეობის დასაქმებასა და, რაც მთავარია, სტადიონის კეთილმოწყობას!

პირადად ჩავედი საწირეში, გავზომე ტერიტორია და გული მომიკვდა, იქაურობა ისეთ დღეში იყო: საწირეს ძველ, გაპარტახებულ სტადიონზე, რომელზეც ძროხებიც კი აღარ კადრულობენ შესვლას, მალე ისეთი სტადიონი და გასახდელები წამოიჭიმება, საერთაშორისო პატარა ტურნირებს რომ უმასპინძლებს. იქვე, სასტუმროც იქნება და გუნდებს შეკრებების გავლაც შეეძლებათ!!!

ფონდმა უკვე მოაწერა ხელი რაგბისა და ფეხბურთის ფედერაციებთან მემორანდუმს!

სავარაუდოდ, ლომის წილს შეიტანს პროექტში საწირელი მირიან ქათამაძე, ერთ-ერთი ცნობილი დეველოპერული კომპანიის დამფუძნებელი. საწირე - "მომავლის სოფლის" პროექტი გულისხმობს არა ერთი ბიზნესის სტარტ-აფს, არამედ სოფლის, როგორც ტერიტორიული ერთეულის ყოველმხრივ, კომპლექსურ განვითარებას.

კერძოდ, განხორციელდება ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული საბაზისო პროექტი და ორ წელიწადში სტარტ-აფი მიეცემა 20 ბიზნესმიმართულებას. წამყვანი როლი ენიჭება ტურიზმს, რაც გამოიწვევს სოფლის მოსახლეობის სრულად დასაქმებას, სოფლის ახალგაზრდობის პროფესიულ, ფიზიკურ და სულიერ განვითარებას. სოფელში 2019 წლისთვის დასაქმდება 221 კაცი, განხორციელდება 8 800 000 ლარის ინვესტიცია, დასაქმებულის საშუალო ანაზღაურება იქნება 700 ლარი, წარმოებისა და მომსახურების მოცულობა გაიზრდება 5 მილიონი ლარით, რაც 10-ჯერ მეტია არსებულზე, ერთ სულ მოსახლეზე პროდუქციის მოცულობა კი იქნება 6 000 ლარი.

საბოლოო ჯამში საწირეს საექსპორტო პროდუქციის მოცულობა 3 მლნ ლარამდე გაიზრდება!!! პროექტის იდეის ავტორი და ორგანიზატორია გელა ბუბაშვილი, საოცარი კაცი, რომელმაც თბილისელი ახალგაზრდები ჩართო ბიზნესში - თავისუფალი უნივერსისტეტის 50-მა სტუდენტმა დაწერა საწირის განვითარების სტრატეგია და ეს სტუდენტები ადგილობრივ ბიზნესმენებსა და ფერმერებთან ერთად ბოლომდე მიჰყვებიან პროექტს - მონაწილეობას მიიღებენ დაფინანსების მოძიებაში, სტარტ-აფების განხორციელებაში და, რაც ყველაზე მთავარია, ახალგაზრდა თაობა ხდება საწირეს ბიზნესების პარტნიორები და მონაწილეობას მიიღებს ბიზნესის მართვაში.

უნდა ნახოთ ამ თბილისელი გოგო-ბიჭების ანთებული თვალები, დღე და ღამე საწირეში არიან და ეფოფინებიან საკუთარ მიწა-წყალს!!!

მომავალიც გვეზრდება - ახალგაზრდა მწვრთნელმა ირაკლი გვენეტაძემ უკვე ასამდე ბავშვი აზიარა ფეხბურთს და საქართველოს ჩემპიონატშიც ჩაება!

ერთი საფრთხე კი შეიძლება დაემუქროს პროექტს და ისიც ყოფილი ხელისუფლებისგან მოდის - მავანთ ამ ადგილის ხელში ჩაგდება მოუწადინებიათ და 55 000 ლარის დახარჯვას ფიქრობენ, ვიღაცებს უკვე "კერავენ" თურმე მთავრობაში, მე კი იმედი მაქვს - 55 000 ვერ გადაწონის 9 მილიონს და სოფლის აღორძინებას!!!

მამუკა კვარაცხელია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კაპლან
12 სკამიდან ოსტაპ ბენდერის გენეალურად დაბოლებულ დაბა ვასიუკის გენ გეგმას გავს ვასიუკის შახმატის მექად გადაქცევას რომ დაპირდა,.....ვინც არ იცით გადაიკითხითეთ...:–)
ლუკა
რავი, ძალიან გავს ხუთწლედის განვითარების გეგმას. გეგმის განხორციელების შემდეგ კომუნიზმში შევალთ? :) მაგრამ თუ ეს გეგმა ჩაიშალა ეს მხოლოდ ყოფილი ხელისუფლების ასთავიანი გველეშაპის ბრალი იქნებაო!!! მომავალში მომხდარი დანაშაულის პროგნოზი შეუძლიათ!!! სასწაული!!! ამიტომ ხომ გესმით არჩევნებში ვის უნდა მისცეთ ხმა? :) ხო, აბა რა. თორემ მივიღებთ სამი თითის კომბინაციას.
ირინა
წარმატებებს ვუსურვებ საწირის აღორძინების ფონდს და გელა ბუბაშვილს.დარწმუნებული ვარ მისი დაწყებული საქმე და დასახული გეგმები განხორციელდება.უფალი გფარავდეს გელა!!!
ქომაგი
აი, ყველას ეგრე რომ გონია რომ ხალხს აბოლებენ, იმიტომ არის ფეხბურთის საქმე კარგად და იმიტომ ინგრევა სტადიონები ელვის სისწრაფით ამ ქვეყანაში, მერე კიდევ გვიკვირს, რატო ვერ ვუგებთ ავსტრიას და ზაგრების დინამოს. ძალიანაც კარგია ასეთი სტატიებით რომ აგორდეს მძლავრი ტალღა ფეხბურთში სტადიონების გადსარცენად და ინფრასტრუქტურის შესაქმნელად. კიდევ უფრო უნდა გამძაფრდეს და უნდა ამხილოთ ყველა, ვინც ხელი შეუწყო სტადიონების ნგრევა გაპარტახებას
დიტო
ნეტა თვენ რა,რას აბოლებთ ამ ხალხს:))))))))))
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა რიგაში პირველი ვარჯიში ჩაატარა
შეცვლაზე შესულმა ტაბატაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი
ქართველებმა ითამაშეს - "მეცი" "სტრასბურგთან" დამარცხდა
ტიტე კალანდაძე: დავამტკიცეთ, რომ ყველას წინააღმდეგ შეგვიძლია თამაში - ახლა ჯგუფიდან გასვლას შევეცდებით
"სამგურალი" ბრაზილიელმა მწვრთნელმა დატოვა
არტეტა მთავარი სამიზნეა - "რეალს" მწვრთნელის პოსტზე რამდენიმე ვარიანტი აქვს
პერესი სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - გეგმა ვინისიუსის გაშვება და ამ ვარსკვლავის მოყვანაა
"ამისთვის ყოველთვის მზად ვარ" - ენრიკემ ფეხბურთში ნარინჯისფერი ბარათის შესაძლო შემოღებაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა
კონტრაქტი შეწყდა - ბოვე "რომას" ფეხბურთელი აღარაა
"ეს გუნდზე უარყოფითად აისახება" - ფიგუ ხაბი ალონსოს გათავისუფლებაზე
ფრანკის სამსახური დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა - ყველაფერს დირექტორთა საბჭო გადაწყვეტს
ყველაფერი მოგვარებულია - პსჟ "ბარსელონას" ახალგაზრდა ფეხბურთელს იმატებს
[VIDEO] ეგოიანის გოლი და წაგებას გადარჩენილი "ექსელსიორი"
[VIDEO] მიქაუტაძის სრული მატჩი და კაცნაკლული "ვილიარეალის" მარცხი "ბეტისთან"
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრებმა თბილისური შეკრება დაასრულა
[VIDEO] ...აი, რატომ არ უნდა გააბრაზო "ბაიერნი" - საშინელი სამსჯავრო ლაიპციგში
[VIDEO] "არსენალმა" გაქცევის შანსი დაკარგა - ნულები ნოტინგემში
სამი ფრის შემდეგ - ლობოტკამ "ნაპოლის" გამარჯვება მოუპოვა