ფოთის "კოლხეთის" გულშემატკივრები საშინაო მატჩში "ვიტ ჯორჯიასთან" დამარცხებამ გაანაწყენა
ის იყო, მატჩის არბიტრმა საფინალო სასტვენი მისცა, რომ სტადიონზე მოსული მცირერიცხოვანი ქომაგებიდან რამდენიმემ გუნდსა და განსაკუთრებით, მთავარ მწვრთნელ ბესიკ შეროზიას ობსტრუქცია მოუწყო. "კარგი გუნდი გვყავდა, როცა ზაზა ინიაშვილი იყო მთავარი მწვრთნელი. მშვენივრად თამაშობდნენ და შედეგიც ჰქონდათ. დღეს კი რა ხდება? თუ ფოთში ფეხბურთი გინდათ, დააბრუნეთ ინიაშვილი და თუ ჩვენს ქალაქში ნორმალური გუნდი არ უნდა იყოს, თადარიგი ახლავე დაიჭირეთ და სიმინდი დათესეთ მოედანზე" - აცხადებდნენ ისინი.

ვერ გეტყვით, რამდენად ეკუთვნის მათი აგრესია კოლხთა მთავარ მწვრთნელს ან მხოლოდ მას, მაგრამ გუშინ ქომაგებს იმედგაცრუების საბაბი ჰქონდათ: მთელი შეხვედრის მანძილზე მასპინძლებს აშკარა საგოლე მომენტი არ შეუქმნიათ. ვერც იმას ვიტყვით, რომ სტუმრებმა აჩვენეს ლამაზი სანახაობა, თუმცა თავიდანვე აშკარა იყო, ვეტერინარები აქცენტს კონტრშეტევებსა და შედეგზე აკეთებდნენ.

მატჩის დასაწყისი მასპინძლებს ცუდს არაფერს უქადდა. მეტიც, კოლხები უპირატესობასაც დაეუფლნენ და ორ-სამჯერ კარისკენაც გაისროლეს. განსაკუთრებული უპირატესობა მათ კუთხურებში ჰქონდათ: 5-წუთიან მონაკვეთში სტანდარტული ექვსჯერ შეასრულეს, მაგრამ უშედეგოდ. გამორჩეული იყო გუნდში ახალდაბრუნებული დავით სიჭინავა. ეს მაშინ, როცა სტუმრები მეტოქის ნახევარზე ხეირიანად არ გადასულან და მათი შემტევები - ჯანელიძე და ჩიმაკაძე ძირითადად თავიანთ ნახევარზე მოქმედებდნენ. აქვე აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს ქარიც ეხმარებოდათ.

თუმც, მე-9 წუთზე, როცა ვიტელები პირველად გადავიდნენ შეტევაზე, მათ "კოლხეთის" დაცვასთან ერთად ქარის წინააღმდეგობაც იოლად დასძლიეს და მატჩის გამორჩეულმა ფეხბურთელებმა პირველი გოლიც "გამოაცხვეს" - ყველაფერი ჯანელიძის აქტიურობით დაიწყო, მან ბეჭვაია მოძებნა, კაპიტანმა კი ჩიმაკაძეს საგოლედ უპასა, 1:0.

მასპინძლები წინა საშინაო შეხვედრაში მიღწეულის განმეორებას შეეცადნენ, როცა "სამტრედიასთან" აგებდნენ და მოიგეს, მაგრამ... დედაქალაქელებმა ისევ იოლად დაძლიეს კოლხთა დაცვისა და ქარის წინააღმდეგობა - ამჯერად კუთხურიდან ჯანელიძის მოწოდებულს ფოთელთა კარში უკვე ბეჭვაიამ მიუჩინა ადგილი, - 2:0.

ამ გოლმა მატჩის ინტრიგა, ფაქტობრივად, მოკლა. მართალია, კოლხები პირველ ტაიმშივე ეცადნენ ვითარების გამოსწორებას, მაგრამ მათ ამის საშუალება სტუმართა დაცვამ და განსაკუთრებით მეკარემ აღარ მისცა. არდალიონ მიქაბერიძე უშეცდომოდ მოქმედებდა, რამაც ქარის დახმარების მიუხედავად, "კოლხეთს" ისედაც მიზერული შანსები კიდევ უფრო შეუმცირა. ტაიმის მიწურულს აღსანიშნავია გიგა კვერენჩხილაძის თავური, რომელიც ხარიხას ზემოდან მოხვდა.

ფოთელებმა ვითარების გამოსწორება ვერც მეორე ნახევარში მოახერხეს. იმის გათვალისწინებით, რომ სტუმრებს ორბურთიანი ფორა ჰქონდათ და ანგარიშის შესანარჩუნებლად თამაშობდნენ, ხოლო კოლხებს შეტევაში არაფერი გამოსდიოდათ, ტაიმი მეტად უღიმღამო სანახავი გამოდგა და ისე მიილია, ერთი აღსანიშნავი მომენტიც არ შექმნილა.

მატჩის შემდეგ:

მერაბ კოჭლაშვილი ("ვიტ ჯორჯია"): "ბიჭების მადლობელი ვარ, დავალება კარგად შეასრულეს. ორი ტაქტიკა გვქონდა შემუშავებული - ქარის საწინააღმდეგოდ და თუ ქარი ჩვენს სასარგებლოდ იქნებოდა. კონტრშეტევაზე ავაწყვეთ თამაში. წინა შემთხვევებში ლამაზ ფეხბურთზე გავაკეთეთ აქცენტი და ვერ მოვიგეთ. ამიტომ დღეს შედეგზე თამაში ვამჯობინეთ, რაც სათაკილო სულაც არ არის - ამას ჩვენზე ძლიერი გუნდებიც აკეთებენ. ფაქტობრივად, 6-ქულიანი თამაში იყო და გახარებული ვარ".

ბესიკ შეროზია ("კოლხეთი"): "მეტოქეს უპირატესობა ჰქონდა და გვაჯობესო, ვერ ვიტყვი. სულ 4-ჯერ შემოგვიტიეს სერიოზულად და 2-ჯერ გაგვიტანეს. დასანანი გოლები გავუშვით. დიდი სამუშაო გვაქვს წინ. აშკარად გვჭირდება ძლიერი ფეხბურთელების დამატება, თან ძნელია შუა სეზონში გუნდის გაკეთება. ჩვენთან ხომ ბოლოს გადაწყდა შეკრება. ყველაფრისთვის მზად ვარ, ეს იქნება ახალი სისხლი თუ ნებისმიერი რამ, რაც კლუბს წაადგება".

23.02. ფოთი. ფაზისი. 300 მაყურებელი

კოლხეთი - ვიტ ჯორჯია 0:2

0:1 ჩიმაკაძე (9. ბეჭვაიას პასით), 0:2 ბეჭვაია (57. ჯანელიძის პასით).

კოლხეთი ვიტ ჯორჯია

4-4-1-1 4-4-1-1

ძაგანია ა. მიქაბერიძე

ცხვიტარია ხურცილავა

მახვილაძე ადამაძე

ინწკირველი კასრაძე

მეგრელიშვილი ჭანკვეტაძე

გულუა ბეჭვაია

გოგონაია ვასაძე

გვალია მაისაშვილი

სიჭინავა ღანიაშვილი

კვერენჩხილაძე ჯანელიძე

მდივნიშვილი ჩიმაკაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

ბ. შეროზია მ. კოჭლაშვილი

კოლხეთი

69. მეგრელიშვილი-მოისწრაფიშვილი

83. მდივნიშვილი-წიქარიშვილი

სათადარიგოები: ლობჟანიძე, ქორჩილავა, ბარამიძე, გეგელია, გელაჭეიშვილი

ვიტ ჯორჯია

75. ბეჭვაია-გოგიაშვილი

80. ჩიმაკაძე-როსტიაშვილი

88. ჯანელიძე-ზაქრაძე

სათადარიგოები: ძაძამია, კორიფაძე, გიორგი გურეშიძე, გურამ გურეშიძე

გაფრთხილება: მახვილაძე (18), მდივნიშვილი (53)

არბიტრი: ხ. გაგნიძე (გორი)

მამუკა ქანთარია

ფოთიდან

vaxo
http://www.youtube.com/watch?v=qIeNiDP7So8
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა