თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ჩემპიონატს აფასებს და გუნდის გეგმებზე საუბრობს
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები თავისუფალ ჭიდაობაში უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით წარმატებულია. ახლახან ბათუმში საქართველოს წლევანდელი ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდა, სადაც ახალი ნაკრების ბირთვი უნდა გამოკვეთილიყო.

ჩემპიონატის შესაფასებლად და ნაკრების მიმდინარე სეზონის გეგმებზე გუნდის მთავარ მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გვესაუბრება.

- ჩემპიონატის წინაც განვაცხადე, რომ შარშან ახლგაზრდულ ნაკრებში უფრო რჩეულებმა მოიყარეს თავი. თუმცა ამჟამინდელი გამარჯვებულები და პრიზიორებიც არ არიან მაინცდამაინც სუსტები. სხვათა შორის, ჩემპიონატზე, კენჭისყრისას მე განთესვის წინააღმდეგი წავედი და მესამე ადგილოსნების გამოსავლენად დამატებითი შერკინებაც არ დავუშვი.

- ახალგაზრდების წლევანდელი ჩემპიონატი გამორჩეული იყო იმით, რომ გამარჯვებულთა და პრიზიორთა გეოგრაფია გაიზარდა...

- საუკეთესონი უწინდელივით მხოლოდ სამი-ოთხი ქალაქის წარმომადგენლები არ გამხდარან. ამჯერად ქვეყნის შვიდი რეგიონის 15 ქალაქიდან მოხვდნენ სამეულებში. ეს რეგიონებში მომუშავე მწვრთნელების დამსახურებაა. განსაკუთრებით ახალგაზრდა საგარეჯოელი მწვრთნელი რამაზ ასაბაშვილი მინდა გამოვყო. მისი აღზრდილია 74 კგ-ში ევროპისა და მსოფლიოს შარშანდელი ტრიუმფატორი დავით ხუციშვილი, რომელიც წლეულს უკვე დიდებში ასპარეზობს. აგერ ახლა იმავე წონაში ისევ ასაბაშვილის კიდევ ერთი შეგირდი ბექა პეტრიაშვილი გახდა ჩემპიონი. მისივე მოსწავლეა 50 კგ-ში გამარჯვებული ლევან როჭიკაშვილიც. ადრეც მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ეს შრომისმოყვარე ახალგაზრდა საგარეჯოელი სპეციალისტი იმსახურებს სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. ნაყოფიერად მუშაობს ხაშურში გია კვინიკაძე. მას შარშან ერთი ჩემპიონი ჰყავდა, წლეულს უკვე სამი პრიზიორი გაუხდა.

- კვინიკაძის ყველაზე წარმატებული შეგირდი ლაშა ტალახაძე ახლა სხვა წონაში გამოდიოდა...

- ტალახაძემ შარშან 50 კგ-ში იჭიდავა და საქართველოს ჩემპიონობის გარდა ევროპაზე ბრინჯაო და მსოფლიოზე ვერცხლი მოიპოვა. ლაშამ, რატომღაც, ახლა 55 კგ-ში გამოვიდა და ფინალის მიღმა დარჩა. ამიტომ რეკომენდაცია მივეცი, ისევ ძველ წონას დაუბრუნდეს და უახლოეს საერთაშორისო ტურნირებზე მას როჭიკაშვილთან ერთად გამოვცდი.

- 55-ში ლიდერს, ლადო ხინჩეგაშვილს, ისევე, როგორც 84-ში დათო მარსაგიშვილს არ უჭიდავიათ...

- ეს ფალავნები თავიანთი წონის ლიდერები არიან. ისინი უფროსების ნაკრებშიც სჭრიდებათ და სწორედ ჩვენი ყველა ნაკრების მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებით გამოტოვეს ახალგაზრდული ჩემპიონატი. შესაბამისად ახალგაზრდების ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, ისინი იჭიდავებენ. საქართველოს ჩემპიონები ლაშა ლომთაძე (55) და ალექსანდრე ამინაშვილი (84) კი სამაგიეროდ საერთაშორისო ტურნირებსა და გერმანიის მსოფლიოს თასზე გამოვლენ.

- მომდევნო 60 და 66 კგ წონით კატეგორიებში ოქროს მედლები გორელებს ერგოთ. წლეულს კიდევ უფრო შთამბეჭდავი იყო თქვენი შეგირდების შედეგი.

- გეთანხმებით, ჩვენი დარბაზის აღზრდილებმა ამ ჩემპიონატზე 2 ოქროს ამდენივე ვერცხლის და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. 66 კგ-ში საპრიზო სამეულში სულაც შიდა ქართლელები მოხვდნენ. საინტერესოა, რომ მათგან თითქმის ნახევარი სიჭაბუკის ასაკშია. ასე რომ, გაისად ახალგაზრდებში მათგან უფრო წარმატებულ სეზონს უნდა ველოდოთ.

- უკანასკნელი ორი-სამი წელიწადია ნაკრებში 96 კგ წონით კატეგორიას ერთ-ერთ ყველაზე სუსტ რგოლად მიიჩნევდით. ამჯერად რა მდგომარეობაა?

- გამოკვეთილ ლიდერს ვერ ვხედავთ. ფავორიტობისათვის საბრძოლველად, ვფიქრობ, საპრიზო სამეულს მივცემ შანსს სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე.

- რთული მდგომარეობაა მძიმე წონაშიც...

- რა თქმა უნდა. ერთდროულად ორი ძლიერი და წარმატებული ფალავანი გიორგი საკანდელიძე და ლევან ბერიანიძე დიდების ნაკრებში გადავიდნენ. ამ ეტაპზე მათი სრულფასოვანი შემცვლელები არ ჩანან, ვნახოთ რა შედეგს აჩვენებენ საერთაშორისო არენაზე ჩემპიონი ასლანიშვილი და ვერცხლის პრიზიორი გზირიშვილი.

- მძიმე წონაში მესამე საპრიზო ადგილზე 16 წლის გორელი ფალავანი გენო პერტიაშვილი გავიდა...

- მისი ასაკიდან გამომდინარე ეს შეიძლება სენსაციადაც ჩაითვალოს, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ გენოს შესაძლებლობებს სულაც არ უნდა იყოს მოულოდნელობა. მეტად პერსპექტიული მოჭიდავეა. ამჯერად ჭაბუკთა ნაკრებში ლიდერია წონაში, სამომავლოდ მისი წარმატებებისა ძალიან მეიმედება.

- ნაკრების მიერ დაგეგმილ წლევანდელ საერთაშორისო ტურნირებზეც გვითხარით...

- ევროპის ჩემპიონატამდე ტრადიციულად რიგის (19-20 მარტს), ბაქოს (20-23 აპრილს) და შემდგომ თურქეთის საერთაშორისო ტურნირებზე ვაპირებდით ასპარეზობას. თურქეთი ამოვარდება, ვინაიდან ფილა-მ მაისის ბოლოს გერმანიაში მსოფლიოს თასის გათამაშება დაგეგმა, სადაც აუცილებლად უნდა გამოვიდეთ, თურქებს კი მსოფლიოს თასთან ძალიან ახლოს აქვთ შეჯიბრება დანიშნული, რაც ხელს არ გვაძლევს. ამიტომ, 6-8 მაისს რუმინეთის საერთაშორისო ტურნირზე გამოსვლა დავგეგმეთ. მით უფრო, რომ იქ გამოსვლა მსოფლიოს ჩემპიონატისათვის აკლიმატიზაციაშიც შეგვიწყობს ხელს. ეს შეჯიბრება სწორედ რუმინეთში, ივლისშია დეგეგმილი, ევროპის ჩემპიონატი კი - ივნისის ბოლოს სერბეთში. ნაკრების შემადგენლობა მხოლოდ გერმანიის მსოფლიოს თასის მერე გახდება ცნობილი.

- ვიცით, რომ სპორტის სამინისტრო ძალიან გეხმარებათ.

- სამინისტრომ, რის საშუალებაც აქვს, მაქსიმალურად ხელი შეგვიწყო, როგორც შეკრებების, ისე ტურნირების დროს. არ მახსოვს მსგავსი ხელშეწყობა და გულისხმიერი მიდგომა, როგორც ახლა. ადრე მწვრთნელებს ხელფასიც არ გვქონდა. ფაქტობრივად ბოლო წლებში ვიგრძენით მწვრთნელებად თავი, ახლა ჩვენი სპორტის მესვეურები მუდამ გვეკითხებიან აზრს, თუ რა და როგორ სჯობს. მოკლედ, უკეთესობისკენ რადიკალურადაა ვითარება შეცვლილი, რაც, ცხადია, დიდი სტიმულია.

ramazi
დაჩის მინდა უთხრა, რომ ჩემპიონი და ლიდერი ხდება ის ვინც შეჯიბრებაში ღებულობს მონაწილეობას.მე მგონი ყველა დამეთანხმება რომ ბიჭი რომელიცზედიზედ ორი წელია საქართველოს ჩემპიონი სავალდებულოა მონაწილეობა მიიღოს ევროპისა და მსოფლიოს პირველობაში....
dachi
თემურ, 55 კგ-ში ლადო ხინჩეგაშვილია, რომელიც მხოლოდ ახალგაზრდულში კი არა დიდების ნაკრებშიც კი ლიდერია ამ წონაში და მერმის ოლიმპიადაზეც მისი იმედი აქვთ. ზემოთ რეპოდენტსაც აქვს ამაზე ნათქვამი. ის ქუთაისელი კარგი ფალავანია, მაგრამ ხინჩეგაშვილს ვერ ჯობნის. სხვათაშორის შარშან მგონი საკონტროლო შეხვედრაც ჰქონდათ და გასაკვირი არაა, რომ ხინჩეგაშვილმა მოიგო.
temuri
ბატონო ვასილ რატომ არ გაგიჩნდათ თქვენ რესპოდენტზე კითხვა,რომ ამ ახალგაზრდა მოჭიდავეთა ნაკრებში ქუთაისლებიც არიან და 55 კგ ორი წელია ქუთაისელია გამარჯვებული,რომლის აღიარება თქვენს რესპოდენტს არ უნდა,მაგრამ თქვენ უნდა იყოთ კრიტიკულები და დაგაინტერესოთ რა ხდება.
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავე 20-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
პეტრიაშვილმა და ჭეჭელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედლები მოიპოვეს!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
"რეალს" ენდრიკის იჯარით გაშვება უნდა, ბრაზილიელი წასვლის წინააღმდეგია
ფრე ქუთაისში... და "თელავის" მოგება "გაგრასთან"
პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ოსერს" 1:0 ამარცხებს
"ოსერთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" ნანატრი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] ხულიან ალვარესი მთელი თავისი ბრწყინვალებით - "ატლეტიკომ" მადრიდულ დერბიში "რეალი" გაანადგურა
[VIDEO] ნკეტიამ ალისონს ზედ საფინალო სასტვენის წინ გაუტანა - "ლივერპული" "კრისტალ პალასთანთან" დამარცხდა
გუნდია თუ საველე ჰოსპიტალი - პსჟ-ს კიდევ ერთი წამყვანი ფეხბურთელი გამოაკლდა
"იუნაიტედი" "ბრენტფორდთან" დამარცხდა - გაუშვებენ ამორიმს?
[VIDEO] კეინის ყველა დროის რეკორდი - "ბაიერნი" და ინგლისელი შეუჩერებლები არიან
FIFA-მ მალაიზიის ფეხბურთის ფედერაცია და 7 ფეხბურთელი მკაცრად დასაჯა
დუდუ დადიანის მემორიალის 24-ე გათამაშება ოლიმპიურ სასახლეში დაიწყო
"ერთად დასაწყისიდან დასასრულამდე" - მესი ბუსკეტსის გადაწყვეტილებას ემოციური წერილით გამოეხმაურა
"ამ ორი ფეხბურთელის წყალობით, "ბარსელონა" მომდევნო 10-15 წელი ჩემპიონთა ლიგის მოგების მთავარი ფავორიტი იქნება" - დეულოფეუ
"როცა ის მოედანზე მყავდა, პატარა ბავშვივით ტკბილად მეძინა" - გვარდიოლამ "სიტის" ყოფილი ფეხბურთელი გამოარჩია
"პირველი იყო, ვინც "ოქროს ბურთის" მოგება მომილოცა" - უსმან დემბელემ ლიონელ მესიზე ისაუბრა
[VIDEO] რონალდოს 946-ე გოლი - "ალ ნასრმა" ბენზემას "ალ იტიჰადი" დაამარცხა
"მოურინიო გეი და ჰომოსექსუალია" - სკანდირებდნენ "პორტუს" გულშემატკივრები
Le Parisien: ფლანგებზე კვარაცხელია და ბარკოლა - დღეს "ბარსელონასთან" მატჩის გენერალური რეპეტიციაა
პრობლემების მქონე პსჟ-ისა და კარგ ფორმაში მყოფი "ვილიარეალის" მატჩის დღე