ტურის ცენტრალური მატჩი დორტმუნდშია
დღეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი II ტურის მატჩებით ბრუნდება. ამჯერად, საქმეში E-H ჯგუფის გუნდები ჩაებმებიან.

რა თქმა უნდა, მთელი გულისყური გერმანიისკენაა, სადაც "სიგნალ იდუნა პარკზე", დორტმუნდის "ბორუსია" მადრიდის "რეალს" მასპინძლობს. ვაკო ყაზაიშვილი და კომპანია კი ახალი მწვრთნელით ევროპის უკიდურეს დასავლეთში მიემგზავრება "სპორტინგთან" სათამაშოდ.

F ჯგუფისა და მთლიანად მეორე ტურის ცენტრალური დაპირისპირება უდაოდ, "დორტმუნდი"-"რეალია". პირველ ტურში ორივემ იმარჯვა, მაგრამ თუ "სამეფო კლუბმა" შინ "სპორტინგთან" იწვალა, ახალგაზრდულმა "დორტმუნდმა" საბრალო "ლეგია" მისსავე მოედანზე შეარცხვინა და 6:0 მოუგო.

ზინედინ ზიდანის გუნდი 6 აპრილის მერე არ დამარცხებულა. მას მერე გუნდმა 19 ოფიციალური შეხვედრა გამართა. თითქოს, ისეთი სტატისტიკაა, ნებისმიერი მეტოქე უნდა შეშინდეს, მაგრამ არა "დორტმუნდი", რადგან გერმანული კლუბი წინა სამ შეხვედრაში საკუთარ მოედანზე უგებდა "რეალს". თანაც, "ლოს მერენგესმა" გერმანიაში 29-ჯერ ითამაშეს და მხოლოდ 4-ჯერ იმარჯვეს! "რეალს" გერმანიაში უჭირს, განსაკუთრებით კი "დორტმუნდთან".

მატჩის წინ

თომას ტუხელი (დორტმუნდი): "ჩვენ მათი ბოლო მატჩები შევისწავლეთ, გვაინტერესებდა, როგორ თამაშობს "რეალი". რა თქმა უნდა, მეტოქე უმაღლესი კლასისაა, მას ჰყავს ბეილი, ბენზემა და რონალდო. "რეალი" შესაძლოა, მსოფლიო ფეხბურთში უპირველესი სახელია. ეს კარგია, რადგან ჩვენს სტადიონზე საოცარი საფეხბურთო ატმოსფერო იქნება.

სათქმელად ადვილია, რომ კრიშტიანო რონალდო არ არის საუკეთესო ფორმაში. კრიშტიანო ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიოში და ის თავის გუნდს მაშინაც ეხმარება, თუ მხოლოდ გამოსულია მოედანზე. დიდი ფეხბურთელები დიდ მატჩებში აუცილებლად პოულობენ საკუთარ თავში ძალებს, ასე რომ, ჩვენ დორტმუნდში რონალდოს საუკეთესო თამაშს ველით".

ზინედინ ზიდანი (რეალი): "ბოლო მატჩებში ქულები დავკარგეთ, ეს ხდება ხოლმე. ასეთი ჩავარდნა ამ სეზონში კიდევ შეიძლება მოხდეს. მთავარია, როგორ ვმუშაობთ მიზნის მისაღწევად. დარწმუნებული ვარ, გუნდი კარგ ფორმაშია. ზოგჯერ ასეთი ჩავარდნები კარგია გამოსაფხიზლებლად. არ ვნერვიულობ ამის გამო, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ.

ხვალინდელი თამაშისგან ველი დიდ ბრძოლას, "დორტმუნდს" ახალი ფეხბურთელები ჰყავს, მაგრამ მათი თამაშის ფილოსოფია არ შეცვლილა. დარწმუნებული ვარ, "დორტმუნდი" ფეხბურთის სათამაშოდ გამოვა მინდორზე, ისევე, როგორც ჩვენ".

გასულ უქმეებზე

"დორტმუნდმა" 3:1 მოუგო "ფრაიბურგს", მის რიგებში თავი ობამეიანგმა, პიშჩეკმა და გერეირომ გამოიჩინეს. 24 ტურია, "დორტმუნდი" შინ არ დამარცხებულა, ეს რეკორდის გამეორებაა.

"რეალი" კანარის კუნძულებზე "ლას პალმასს" ეწვია და 2:2 დაუზავდა. გოლები ასენსიომ და ბენზემამ გაიტანეს. 72-ე წუთზე ზიდანმა კრიშტიანო ვასკესით შეცვალა, რასაც პორტუგალიელის მხრიდან უცენზურო რეაქცია მოჰყვა.

ურთიერთშეხვედრები

ეს გუნდები ერთმანეთს 10-ჯერ შეხვდნენ. "დორტმუნდმა" 3-ჯერ მოიგო, 4-ჯერ კი - "რეალმა", 3 მატჩიც ფრედ დასრულდა. ბურთების სხვაობა "რეალის" სასარგებლოდაა - 14:12.

ამავე ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი ლისაბონში გაიმართება, სადაც იაცეკ მაგერას "ლეგია" "სპორტინგს" ესტუმრება. I ტურისგან განსხვავებით, სამწუხაროდ, ვაკო ყაზაიშვილს არ მოიაზრებენ "ლეგიას" სასტარტო შემადგენლობაში.

სამშაბათი. 27 სექტემბერი

E ჯგუფი

მონაკო-ლევერკუზენი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დირარი, ფალკაო - ბელარაბი, ჩალჰანოღლუ (?)

სავარაუდო შემადგენლობა

მონაკო (4-2-3-1): სუბაშიჩი - რაგი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - ფაბინიო, ბაკაიოკო - ლემარი, მოუტინიო, სილვა - ჟერმენი

ლევერკუზენი (4-4-2): ლენო - ჰენრიხი, თა, თოფრაქი, ვენდელი - ბენდერი, არანგისი, ბრანდტი, კამპლი - ხ. ერნანდესი, ფოლანდი

მსაჯი: დავიდ ბორბალანი (ესპანეთი)

ცსკა-ტოტენჰემი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: ცაუნია, ძაგოევი (?) - კეინი, დაიერი, როუზი, სისოკო, დემბელე

სავარაუდო შემადგენლობა

ცსკა (4-5-1): აკინფეევი - მ. ფერნანდეში, ვ. ბერეზუცკი, იგნაშევიჩი, შენნიკოვი - იონოვი, ვერნბლომი, მილანოვი, ერემენკო, გოლოვინი - ტრაორე

ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორის - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, დევისი - ვანიამა, ალი - სონი, ერიქსენი, ლამელა - იანსენი

მსაჯი: მატეუ ლაოსი (ესპანეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. მონაკო 1 1 0 0 2-1 3

2. ლევერკუზენი 1 0 1 0 2-2 1

3. ცსკა 1 0 1 0 2-2 1

4. ტოტენჰემი 1 0 0 1 1-2 0

F ჯგუფი

დორტმუნდი-რეალი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: დურმი, როისი - კაზემირო, მარსელო

სავარაუდო შემადგენლობა

დორტმუნდი (4-2-3-1): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბარტრა, შმელცერი - კასტრო, ვაიგლი - გერერო, გიოტცე, დემბელე - ობამეიანგი

რეალი (4-3-3): კასილია - კარვახალი, ს. რამოსი, პეპე, დანილო - კროოსი, მოდრიჩი, კოვაჩიჩი - ბეილი, ბენზემა, რონალდო

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)

სპორტინგი-ლეგია 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: - კუხარჩიკი, პაზდანი (?)

სავარაუდო შემადგენლობა

სპორტინგი ლ (4-4-2): რუი პატრისიო - ჟ. პერეირა, კოატესი, სემედო, ზეეგელაარი - ჟელსონი, ა. სილვა, ვ. კარვალიო, ბ. რუისი - ა. რუისი, დოსტი

ლეგია (4-4-2): მალარჟი - ბერეშინსკი, პაზდანი, ბროჟი, ჰლუშეკი - გილერმე, მულინი, იოდლოვიეცი, რადოვიჩი - პრიჟოვიჩი, ნიკოლიჩი

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. დორტმუნდი 1 1 0 0 6-0 3

2. რეალი 1 1 0 0 2-1 3

3. სპორტინგი 1 0 0 1 1-2 0

4. ლეგია 1 0 0 1 0-6 0

G ჯგუფი

კოპენჰაგენი-ბრიუგე 22:45

დისკვალიფიკაცია: გრეგუში (კოპ)

ტრავმა: - რაფაელოვი, ენგელსი, ჟედოზი (?), მეშელი (?)

სავარაუდო შემადგენლობა

კოპენჰაგენი (4-4-2): ოლსენი - ანკერსენი, იორგენსენი, იოჰანსონი, აუგუსტინსონი - ვერბიჩი, დელეინი, კვისტი, ტუტუ - სანტანდერი, კორნელიუსი

ბრიუგე (4-2-3-1): ბუტელი - ვან რეინი, პულენი, დენსვილი, დე ბოკი - ვორმერი, სიმონსი - ვანაკენი, კლაუდემირი, ისკუერდო - ფოსენი

მსაჯი: კრეიგ ტომსონი (შოტლანდია)

ლესტერი-პორტუ 22L:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: მენდი -

სავარაუდო შემადგენლობა

ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ჰუთი, მორგანი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, ამარტი, ოლბრაიტონი - სლიმანი, ვარდი

პორტუ (4-4-2): კასილიასი - ლაიუნი, მარკანო, ფელიპე, ტელიესი - დანილო, ო. ტორესი, ერერა, ოტავიო - ა. სილვა, ა. ლოპესი

მსაჯი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლესტერი 1 1 0 0 3-0 3

2. კოპენჰაგენი 1 0 1 0 1-1 1

3. პორტუ 1 0 1 0 1-1 1

4. ბრიუგე 1 0 0 1 0-3 0

H ჯგუფი

სევილია-ლიონი 22:45

დისკვალიფიკაცია: კალულუ (ლიონი)

ტრავმა: ტრემულინა, კარიშო, რამი - ჟალე, გრენიე, ლაკაზეტი, რაფაელი

სავარაუდო შემადგენლობა

სევილია (4-2-3-1): რიკო - მარიანო, მერკადო, პარეხა, ესკუდერო - იბორა, ნ'ზონზი - ვიტოლო, ნასრი, კორეა - ვასკესი

ლიონი (3-5-1-1): ლოპეში - იანგა-მბივა, მამანა, მორელი - გასპარი, ფერი, გონალონი, ტოლისო, რიბუსი - კორნე - ფეკირი

მსაჯი: ბას ნეიჰიუსი (ჰოლანდია)

დინამო ზ.-იუვენტუსი 22:45

დისკვალიფიკაცია: არავინ

ტრავმა: სტოიანოვიჩი, მატელი, კარიმი - მარკიზიო, რუგანი, ასამოა, ბენატია, სტურარო (?)

სავარაუდო შემადგენლობა

დინამო ზ (4-5-1): შემპერი - შიტუმი, სიგალი, ბენკოვიჩი, პივარიჩი - სუდანი, მაშადო, ჟონასი, პავიჩიჩი, ანტოლიჩი - ფერნანდესი

იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - დ. ალვეში, ხედირა, ერნანეში, პიანიჩი, ალექს სანდრო - იგუაინი, დიბალა

მსაჯი: მანუელ დე სოუზა (პორტუგალია)

თ მ ფ წ ბ ქ

1. ლიონი 1 1 0 0 3-0 3

2. იუვენტუსი 1 0 1 0 0-0 1

3. სევილია 1 0 1 0 0-0 1

4. დინამო ზ. 1 0 0 1 0-3 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
მუსიალა: მინდა სიხარულისგან სიამოვნება მივიღო
Footmercato: პსჟ-ს ეს ფეხბურთელი შეზღუდული შესაძლებლობებისაა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ვინისიუსის ამ დარტყმის შემდეგ, თანაგუნდელებმა სიცილი ვერ შეიკავეს
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
[VIDEO] 0:2-დან შემოუტრიალა - "ატალანტამ" "დორტმუნდს" სძლია და მერვედფინალში გავიდა
აზრთა სხვადასხვაობა მწვრთნელსა და ფეხბურთელს შორის - ტუხელის სიტყვებმა ბელინგემი გააბრაზა
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
[VIDEO] ვაკო ყაზაიშვილმა სუპერლიგა დუბლით დახურა!
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"რაც ასე მოკლე დროში მოახერხა, წარმოუდგენელია" - სტოუნსმა ტუხელი შეაქო
ნიდერლანდების ნაკრების ნახევარმცველი "დორტმუნდში" გადავიდა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
ოფიციალურად: საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ზინედინ ზიდანი დანიშნეს
მიქაუტაძის საგოლე პასი - "ვილიარეალი" "დორტმუნდთან" დამარცხდა
ცნობილია, ვინ შეცვლის ერიკ ტენ ჰაგს, თუ მას "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაათავისუფლებენ
ვაკოს გადამწყვეტი ბრძოლა "ოქროს ბუცისთვის" და მისი სატრანსფერო ამბავი - სად ითამაშებს ქართველი მომდევნო სეზონში
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
საფრანგეთის ნაკრებს მუნდიალის შემდეგ ზინედინ ზიდანი ჩაიბარებს
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
"მოპარული მანქანასავითაა" - რიოლომ მბაპე მიწასთან გაასწორა
როდრი: კლასიკოზე უფრო მნიშვნელოვანი პსჟ-სთან მატჩია
ადეიემი "დორტმუნდიდან" "ბარსელონაში" გადავიდა
ტუხელის მოულოდნელი გადაწყვეტილება - ფოდენი და პალმერი ინგლისის ნაკრების განაცხადში ვერ მოხვდნენ
ისევ სათადარიგო გოჩოლეიშვილი და სამი პენალტი "ჰამბურგის" კარში
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
ვაკოს გოლი და გაფუჭებული პენალტი - ბოლო ტურში "ოქროს ბუცისთვის" ყაზაიშვილს დაძაბული ბრძოლა ექნება
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
ზინედინ ზიდანმა საფრანგეთი არად ჩააგდო და მესის მიერ დამწუხრებული შვილის დამშვიდება მოუწია
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია