უეფას ახალ ხელმძღვანელის ალექსანდერ ჩეფერინის აზრით, ფეხბურთი მარტო მდიდრების არ არის
"ლელოს" ექსკლუზიური ინფორმაცია აქვს: 28 სექტემბერს, გვიან ღამით, თბილისს უეფას ახალი პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი ესტუმრება. ჯერჯერობით, საქართველოში მისი ვიზიტის დეტალები უცნობია...

სავარაუდოდ, ერთ-ერთი თემა 2017 წელს საქართველოში გასამართავი 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და მასთან დაკავშირებული თემატიკა იქნება, მერე კი, შესაძლოა, ალექსანდერ ჩეფერინი თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობის დაწყების ცერემონიალს დაესწროს.

შეგახსენებთ, რომ 48 წლის სლოვენიელი უეფას ახალ პრეზიდენტად 14 სექტემბერს, ათენში გამართულ რიგგარეშე კონგრესზე აირჩიეს. მან დიდი უპირატესობით (42 ხმა 13-ის წინააღმდეგ) დაამარცხა გამოცდილი ჰოლანდიელი საფეხბურთო ჩინოსანი მიხაელ ვან პრაააგი.

სლოვენიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი უეფას მეშვიდე თავკაცია, მაგრამ პირველია, ვინც ევროპის აღმოსავლეთ ნაწილს წარმოადგენს. ცნობილია, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მას ღიად დაუჭირა მხარი, რადგან ჩეფერინი ისეთი რეფორმების გატარებას აპირებს, რაც ჩვენს ინტერესებშიცაა.

უეფას ახალ ხელმძღვანელს განსაკუთრებით არ მოსწონს ჩემპიონთა ლიგის არსებული ფორმატი და აცხადებს, რომ უეფა შეცდა, როცა დიდი კლუბებისა და ლიგების ზეწოლას დაჰყვა და ჩემპიონთა ლიგის 2018/19 წლების სეზონში ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთის, ინგლისის, გერმანიისა და იტალიის 4-4 კლუბი ავტომატურად დაუშვა.

ზოგადად, ჩეფერინი კლუბების გაერთიანების ახალი ინიციატივების კატეგორიული წინააღმდეგია, რაც საქართველოსაც აძლევს ხელს. მდიდარ კლუბებს ერთიანი ევროპის სუპერლიგის ჩამოყალიბება სურთ, სადაც ჩვენნაირი ქვეყნების გუნდები ვერ მოხვდებიან. ამის საპირწონედ, მაგრამ რეალურად სწორედ ბობოლების სასარგებლოდ, უეფამ განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ეტაპებს გააუქმებდა და ტოპ-ჩემპიონატების საუკეთესო კლუბებისთვის ფიქსირებულ კვოტას დააწესებდა.

ცხადია, ეს ყველაფერი გრანდების ინტერესებშია, რაც ფეხბურთში რაგბის მსგავს ("6 ერის" პრინციპი) არადემოკრატიულ წესს დაამკვიდრებს, ღარიბებსა და მდიდრებს შორის კი კიდევ უფრო დიდ ნაპრალს გააჩენს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვეტერანი
"უეფა"-ში და "ფიფა"-ში ბევრი რამ არის შესაცვლელი განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობა და თამაშის წესებიც.სხვანაირად აზრი არა აქვს. რაც შეეხება ევროტურნირებს: ყველა ქვეყნიდან 3-მა გუნდმა უნდა დაიწყოს შესარჩევი, რომ დარჩება 32 და გამოეთიშება 16, შექმნის "უეფას" ლიგას. დარჩენილი 16 კი ჩემპიონთა ლიგას.ასე ყოველ წელს ყოველგვარი რეიტინგების გარეშე. დიდ ქვეყნებში ეროვნულ ლიგებში გუნდების რაოდენობა შესამცირებელია 16-მდე, პატარა ქვეყნებში 8-მდე.ეს ყველაფერი უნდა მოესწროს 7 თვეში. დარჩენილ 5 თვეში კი ევროპის ჩემპიონატი ყველას მონაწილეობით და საუკეთესო ვთქვათ 12 გუნდი წავა მსოფლიოზე. ეს იქნება სრული რეფორმა, მაგრამ ვინმეს აინტერესებს?
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
"პრეზიდენტი, მწვრთნელი და ფეხბურთელები რა შუაში არიან?" - ჩეფერინმა იტალიის ნაკრების წარუმატებლობის მიზეზი დაასახელა