29 სექტემბერს, "დინამო არენაზე", უეფას ახალგაზრდული ლიგის გათამაშებაში "დინამო" ალმათის "ქაირათის" თანატოლებს უმასპინძლებს
29 სექტემბერს, 20 საათზე, "დინამო არენაზე", უეფას ახალგაზრდული ლიგის გათამაშებაში, რაც ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის ანალოგს წარმოადგენს, თბილისის "დინამოს" 19-წლამდელთა გუნდი ალმათის "ქაირათის" თანატოლებს უმასპინძლებს.

ცხადია, ლევან გვანცელაძისა და მისი გუნდისთვის ეს მატჩი სერიოზული გამოცდა იქნება.

საინტერესოა, რომ ქართველი გულშემატკივარი ამ მნიშვნელოვან მატჩს "სილქ უნივერსალის" ეთერში ცოცხლად იხილავს. იმედია, უპრინციპულეს შეხვედრაში პატარა დინამოელებს ქართველი გულშემატკივრების მხარდაჭერა არ მოაკლდებათ.

"ლელო" დინამოელთა თავკაც ლევან გვანცელაძეს ესაუბრა. თავდაპირველად მას გუნდში არსებულ ზოგად ვითარებაზე დავეკითხეთ...

"რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა და მისთვის სრული სერიოზულობით ვემზადებით. ეგაა, მატჩისთვის მოსამზადებლად არ გვქონდა დიდი დრო, თუმცა მიმაჩნია, რომ გუნდი თამაშს მომზადებული ხვდება...

სამწუხაროდ, არის დანაკლისიც. ტრავმირებულია ცენტრალური მცველი ლუკა ქაფიანიძე. ამხელა დონეზე თამაშის გამოცდილება ნაკლებად გვაქვს, მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ გუნდი მზად არის", - გვითხრა გვანცელაძემ.

"დინამოს" ყოველთვის მრავლად ჰყავს წარმომადგენლები საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში. ჩვენი 17-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის პირველ შესარჩევ რაუნდს თამაშობენ ფინეთში და ცხადია, დინამოელთა თავკაცს ამის თაობაზეც ვკითხეთ.

"მოგეხსენებათ, საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ფინეთშია და ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლს იწყებს. ამის გამო დაგვაკლდებიან მეკარე ბულესკირია და ნახევარმცველი დავითაშვილი. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ გუნდს ეს დანაკლისი არ დაეტყოს", - გვეუბნება გვანცელაძე.

ევროპის ახალგაზრდულ ლიგაზე ძირითადად 1998, 99 და მომდევნო წლებში დაბადებული ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ყველა გუნდს აქვს 1997 წელს დაბადებული 3 ფეხბურთელის დამატების უფლება. საინტერესოა, აპირებენ თუ არა დინამოელები ამ კვოტის გამოყენებას. ამაზე გვანცელაძე ამბობს:

"დიახ, ჩვენ გვაქვს 1997 წელს დაბადებული სამი ფეხბურთელის დამატების უფლება, ოღონდ ის ფეხბურთელები უნდა იყვნენ, რომლებმაც მინიმუმ 2 წელი გაატარეს კლუბში. ვაპირებთ თუ არა ამ კვოტის ათვისებას? დიახ, ვაპირებთ - "ქაირათთან" შეხვედრაში "დინამოს" დაემატებიან მეკარე გიორგი კულუა, მარჯვენა მცველი ვახტანგ კაპანაძე და თავდამსხმელი გიორგი ზარია. მჯერა, ისინი მაქსიმალურად სასარგებლონი იქნებიან გუნდისთვის".

საინტერესოა, რომ გიორგი ზარიას უკვე "დინამოს" უპირველეს გუნდში ასპარეზობის გამოცდილება აქვს. რაც შეეხება მეკარე გიორგი კულუას, მთავარი "დინამოს" განაცხადში ისიც გვინახავს.

გვანცელაძეს მოწინააღმდეგე გუნდის შეფასებაც ვთხოვეთ. ის მიიჩნევს, რომ "დინამოს" საქმე სერიოზულ მეტოქესთან აქვს:

"ზოგადად, ბოლო დროს ყაზახური ფეხბურთის პროგრესი თვალსაჩინოა. "ქაირათი" კი ამ ქვეყნის ფეხბურთის სახეა ისევე, როგორც ქართული ფეხბურთისა - თბილისის "დინამო". ვიცით, რომ ბოლო წლებში დიდი თანხა ჩაიდო "ქაირათის" საფეხბურთო აკადემიაში. ჩვენს მეტოქეს ასაკობრივ ჩემპიონატში არ ჰყავს კონკურენტი და ეს ბევრ რამეზე მეტყველებს.

"ქაირათის" ბირთვს ყაზახეთის სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელები წარმოადგენენ. ჩვენ ვნახეთ "ქაირათის" 21-წლამდელთა გუნდის თამაშის ჩანაწერი და, რა თქმა უნდა, ნანახიდან შესაბამისი დასკვნებიც გამოვიტანეთ.

ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ამ მატჩისთვის ერთად ვემზადებოდით, მეტოქეს კი, რამდენადაც ვიცი, ამის საშუალება არ ჰქონია".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gladiatorebi
ქაფიანიძის არ ყოფნა დიდი დანაკლისია გუნდისთვის. განმეორებითზე იქნება ქაფი
svani
გამოჩნდება ხვალ
წარმატებები
დარწმუნებული ვარ წარმატებას მიაღწევს გვანცელაძის გუნდი, რადგან ფეხბურთელებიც კარგი ჰყავს და ტრენერიც მაღალი დონის პროფესიონალია; ჩვენდა საუბედუროდ გვანცელაძე იშვიათი გამონაკლისია ახალგაზრდებთან მომუშავე მწვრთნელებს შორის.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
კიდევ ერთი რევოლუცია - თბილისის "დინამოს" მედია უწამლებს?
17-წლამდე ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება - შემადგენლობა და მატჩების განრიგი
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
U19. დინამო (თბ) VS ქაირათი - ვინ უფრო ახლოსაა ევროპასთან?
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
"საბურთალო" "ბროდარაცს" "მიხეილ მესხზე" უმასპინძლებს
"დინამოს" აკადემიის 17 წლის ფეხბურთელი "ბარსელონასა" და "ბორდოში" სტაჟირებაზე იმყოფებოდა
U19: თბილისის "დინამო" შინ ალმათის "ქაირათთან" განადგურდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"დინამოს" ახალი სპორტული დირექტორი: შეცდომებიდან დასკვნები უკვე გამოვიტანეთ
ვაღიარებ, რომ შევცდით! - რომან ფიფიას პრესკონფერენციის ვრცელი ვერსია
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რევაზ გოცირიძე: "საბურთალო" ფრეზე არ ითამაშებს
U19. საბურთალო VS ბროდარაცი - "მიხეილ მესხზე" ფეხბურთი გვიხმობს!
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიას უმასპინძლებს
"საბურთალო" ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგას გმირულად დაემშვიდობა
რევაზ გოცირიძე: შეტევაზე ვიყავით ორიენტირებული, მაგრამ არ გაგვიმართლა
"ბროდარაცის" მწვრთნელი: რთული გადასატანია რაც მოხდა "საბურთალოსთვის", მაგრამ ეს ფეხბურთია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა