თუ შაბათამდე ვერ მომჯობინდა, ბაიერნთან ბორუსიას კარში გამოუცდელ მეკარეს ვიხილავთ...

მიუნხენის "ბაიერნთან" უაღრესად მნიშვნელოვანი მატჩის წინ, დორტმუნდის "ბორუსიას" გულშემატკივრებმა შოკისმომგვრელი ინფორმაცია შეიტყვეს: ბუნდესლიგის ლიდერის მეკარე რომან ვაიდენფელერმა ვარჯიშზე ტრავმა მიიღო და დიდი შანსია, რომ შაბათს რეკორდმაისტერთან ვერ ითამაშოს. თუ რომანი "ბაიერნთან" კარში ვერ ჩადგება, ის ახალგაზრდა და გამოუცდელმა კიპერმა, მიტჩელ ლანგერაკმა უნდა შეცვალოს.

30 წლის ვაიდენფელერი სამშაბათის ვარჯიშზე, მატს ჰუმელსთან ორთაბრძოლისას დაშავდა და "ბორუსიას" თავკაც იურგენ კლოპს უდიდესი თავსატეხი გაუჩინა. რომანმა თავიდან ვარჯიში არ შეწყვიტა, მაგრამ მერე მუხლი გაუსივდა და იძულებული გახდა, ექიმებისთვის მიემართა. დორტმუნდის სამედიცინო შტაბში აცხადებენ, რომ ვაიდენფელერს შაბათამდე მომჯობინების ძალიან მცირე შანსი აქვს და შეძლებს თუ არა "ბაიერნთან" თამაშს, ეს პარასკევს გაირკვევა.

რაც შეეხება ლანგერაკს, რომელსაც ვაიდენფელერის შეცვლა მოუწევს: 22 წლის ავსტრალიელს გერმანიაში თამაშის გამოცდილება ფაქტობრივად არ აქვს. აქამდე მან "დორტმუნდის" მაისური მხოლოდ ერთხელ მოირგო და ისიც რეგიონალლიგაში, გასულ უქმეებზე. რომან ვაიდენფელერის არყოფნა "ბაიერნთან" მატჩში BVB-სთვის ძალიან სერიოზული დანაკლისი იქნება, რადგან ვესტფალიური კლუბის გამოცდილ მეკარეს გუნდის წარმატებებში ლომის წვლილი მიუძღვის. სწორედ რომანის დამსახურებაა ის, რომ "ბორუსიას" მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაში ყველაზე ცოტა გოლი აქვს გაშვებული.

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
მოლაპარაკებები დაწყებულია - კეინი “ბაიერნთან” სავარაუდოდ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე