როგორ განლაგდებიან პოლიტიკოსები საფეხბურთო მოედანზე
წინასწარ გეტყვით: პუბლიკაციაზე მუშაობას ვიდრე დავიწყებდი, ნამდვილად არ ვიცოდი, რომელ ოქტომბერსაა არჩევნები. ჩემთვის ცხოვრებაში გაცილებით მეტი რამაა საინტერესო. მაგალითად, კალათბურთი...

31 აგვისტოს ალბანეთის ნაკრებთან მოგებული მატჩიდან სამსახურში ვბრუნდებოდი. 39 ქულის სხვაობით ვიმარჯვეთ, მაგრამ ხალისიანად მაინც ვერ ვიყავი - ჩემ უკან მჯდომმა ქალმა "გულშემატკივარმა" გამაბრაზა, ჩემს რიგში მსხდომთ აჩუმებდა: ნუ ხმაურობთო. ერთს საყვირიც კი გამოჰგლიჯა! ვერ მივახვედრე, რომ თეატრში კი არა, კალათბურთზე იყო, სადაც გულშემატკივარმა უნდა იყვიროს, იმღეროს, საკუთარი გუნდი გაამხნევოს.

ჩემთვის თავდაღუნული მივდიოდი სამსახურისკენ, მოღიმარმა ქალბატონმა რომ შემაჩერა. პირდაპირ, მოურიდებლად მკითხა:

- ნაციონალი ხარ?

- არა.

- ნაციონალების შეკრებიდან არ მოდიხარ?

- არა, არ მიყვარს პოლიტიკა.

- აბა, მიშასდროშიანი ფორმა რომ გაცვია?

- მიშასი კი არა, საქართველოს დროშაა, კალათბურთიდან მოვდივარ. ეს კი, საქართველოს ნაკრების მაისურაა.

- "ბალელშიკი" ხარ?

- "ბალელშიკიც" და ჟურნალისტიც.

- სად მუშაობ?

- "ლელოში".

- ლილოში?

- "ლელოში", გაზეთია ასეთი, სპორტული. პოლიტიკაზე არ ვწერთ.

ბოლოს და ბოლოს, დავემშვიდობე. სიტყვა "ნახვამდის" ნაცვლად ეს მითხრა - არ გეწყინოს, არა უშავს, მეც ნაციონალი ვარო.

რედაქციაში დაგეგმილზე 10 წუთით გვიან მივედი, საქართველო-ალბანეთი მიმოვიხილე, გაზეთის გვერდში ლამაზად ჩავსვით და შინისკენ გავემართე. ღამე იყო. სიბნელეში კი სარეკლამო ფარები თვალისმომჭრელად ანათებენ. რაც უფრო სწრაფად მიდის შენი ტრანსპორტი, მით უფრო ხშირად გხვდებიან ნაცნობი სახეები: მიხეილ ყაველაშვილი, ლევან კობიაშვილი...

კობის ხორვატიასთან გოლი კი არა, "დინამოში" მისი თამაში გამახსენდა, ახალგაზრდა, პერსპექტიული "დინამო" რომ იყო. თვალწინ წარმომიდგა ჩემპიონთა ლიგაზე "ეინდჰოვენის" კარში "შალკეს" მაისურით გატანილი სამივე გოლი. იმ მატჩს მეგობრებთან ერთად ვუყურებდი, დიდი სიხარული იყო...

ლევანს მაშინ "შალკეს" ლურჯი ფორმა ეცვა. ამჟამადაც ლურჯ ფონზე დგას, ოღონდ პლაკატზე "შალკე 04"-ის ემბლემა კი არა, "ქართული ოცნების" ლოგო ზის. იგი გლდანში იყრის კენჭს, ყაველაშვილი - ნაძალადევში.

კი ვუთხარი ქალბატონს, პოლიტიკა არ მიყვარს-მეთქი, მაგრამ გვერდი მაინც ვერ ავუარე. მეტსაც გეტყვით, კობიაშვილისა და ყაველაშვილის მაჟორიტარობის კანდიდატებად დანახვისთანავე წარმომიდგა პოლიტიკოსები საფეხბურთო მოედანზე.

გადავხედე ინტერნეტში, ვინ აპირებს არჩევნებში მონაწილეობას, რა ტიპის არჩევნებია და ერთ საინტერესო ნიუანსს მივაგენი: პარტიები ისეა დანომრილი, ნომრების მიხედვით მათი ამპლუების მიხედვით განაწილება თავისუფლად შეიძლება. ძველად რომ იყო: მესამე ნომერი (ლიბერო) დაცვის ცენტრში იდგა; მეოთხე ნომერი (სტოპერი) ლიბეროს ოდნავ წინ; მეათე ნომერი ცენტრალური თავდამსხმელი იყო;

კობიაშვილი - მარცხენა მცველი... კობის ფრთიდან ვერც ერთი მეტოქე ვერ გაბედავდა შეტევას. კარიც საიმედოდ იქნება დაცული, პაატა ბურჭულაძე ხომ მილანში გამოდიოდა.

თავდასხმის ცენტრში პელეა - შალვა ნათელაშვილი. თავისი საქმის პელე. თუ საჭიროა, ირაკლი ალასანიას თავდასხმიდან დაცვაში გადაყვანაც შეიძლება, აქვს თავდაცვაში მუშაობის გამოცდილება...

დანარჩენი ჩვენმა მეტოქემ გაშიფროს, მე თქვენ გეტყვით და რთულია ჩვენს პოლიტიკოსებზე ინფორმაციის მოგროვება - ერთთავად ტელევიზორში სხედან.

სტატიის წერისას ინტერნეტში ამოვიკითხე - არჩევნები 8 ოქტომბერსააო. 8 ოქტომბერი? ეს თარიღი ხომ ორ მნიშვნელოვან რიცხვს შორისაა მოქცეული: 6 ოქტომბერს საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ირლანდიას სტუმრობს, 9-ში - უელსს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vasili
ეს ჟურნალისტები რო წერთ ამ პრობლემებზე, ძაან კარგია , მაგრამ თვითონაც ხომ იცით რო ეს კლავიატურის ჩხაკუნით საქმე არ კეთდება და არც გაკეთებულა , კვირაში ერთი დღეც კი არ ეთმობა ქართულ ფეღბურთს ტელევიზიაში, ნუთუ ძნელია ერთი გადაცემა რო გააკეთოთ სატელევიზიო, ხალხი უფრო გაიგებს და სათქმელსაც იტყვის, პროფილი და ეს კურიერები და ახალი აბები , ყელშია და ამაზრზენია ამ პოლიტიკოსების ყურება ყოველდღე, / რამე გააკეთეთ საფეგბურთო გადაცემა ჟურნალისტებმა, თქვენი პროფესიაა ეს!!! , იჯექეთ და ჯღაპნეთ ატასჯერ გაგონილი და ნათქვამი
joni
მრტი საქმე არ გაქვთ ოღონ რამე დაწეროთ რა მნიშვნელობა აქვს რას.???? დაბალი დონეა.
giorgi
ნეტავ რა მწვრთნელები ზრდიან ამ ქართველ ფეხბურთელ ბავშვებს, თუ დავიჯერო რომ თითონ ბავშვები წამოვიდნენ უნიჭოები, ერთ/ერთ საფეხბურთო აკადემიაში ვიყავი, მეზობლის ბავშვის სანახავად ნისული, ერთი ყველაზე პატარა ბავსჰვი მაგრად თამაშობდა, მერე როგორც გავიგე მამამისისგან, თურმე მწვრთნელმა მიუტოვა ბავშვს სასტავში დაყენება, მერე საერთოდ არ ათამაშებდა, ასეტთი მწვრთნელები ზრდიან ბავშვებს, ფულის ტომრებს აგროვებენ ჰგონიათ..
ქართველი
ამ კომენტარს წაიკითხავთ იმედი მაქვს... ხომ შეიძლება ამდენ ლაპარაკს და სტატიების წერას, მოიფიქროთ დაგეგმოთ რამე აქცია ან შეხვედრა... ხომ ხედავთ რამდენს აწუხებს ეს მდგომარეობა, მოვუწყოთ აქცია ან გადავაყენოთ ეს უნიჭო ხალხი. სტატიებს მეც დავწერ...მთავარია რას მივიღებთ. რამე მოიფიქრეთ და ხალხი შეიკრიბება. ასე იღუპება ქართული ფეხბურთი და ყველა დროს მიყვება, არ უნდა მიყვე დროს და არ უნდა ელოდო.. უნდა იმოქმედო რა ბლინ.... როდემდე როდემდე
გულშემატკივარი
საღოლ, მაგარი გამოვიდა, იმეან ვიღადავე... სამწუხაროდ მთელი სიმართლე არის ჩადებული, ეჰ ბედკრულო საქართველოვ საით მიექანები ვერ წარმომიდგენია ადამინს სპორტი გიყვარდეს იყო სპორცმენი და ბოლოს გეკიდოს ....კობიზე მაქ აქცენტი და საით მიქანავებს ქართულ ფეხბურთს.. ბავშვი რომ ვიყავი როგორ მიხაროდა სტადიონზე წასვლა.. ეხლა სიხარული კი არა სურვილიც არ მაქ მისვლის და ტელევიზორსჰი ყურებისაც
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
TimeLine: სენტ კიტსი და ნევისი... ორნი არიან?
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა
საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
TimeLine: ჩუმად, ფაჩულიამ არ გაიგოს!
TimeLine: ძაღლი გარეთ რომ არ გაიგდება
სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
TimeLine: თქვენ ხომ გამოზარდეთ ილიჩები!
TimeLine: NBA-ს თასის მინუსი - ღვინო არ ისხმება
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
TimeLine: ახლა, ანტიგუა და ბარბუდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა