ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა წარუმატებლად იასპარეზეს იაკუტსკში, დმიტრი კორკინის მემორიალში
ჩვენმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა წარუმატებლად იასპარეზეს იაკუტსკში, დმიტრი კორკინის მემორიალში, რომელიც სახა-იაკუტიის ავტონომიის დედაქალაქში ამ უქმეებზე ჩატარდა.

ის საკმაოდ წარმომადგენლობითი გამოდგა - მასში 20-მდე სხვადასხვა ქვეყნის ნაკრები გამოდიოდა, რასაც რუსეთის რეგიონებიც ემატებოდნენ. ციმბირში რიო დე ჟანეიროს ოლიმპიადის გამარჯვებულსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონს, თურქ ტაჰა აკგულსაც (125) ელოდებოდნენ, მაგრამ თურქებს ვიზის მიღებასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ.

იაკუტსკში ჩვენგან ქუთაისელი მოჭიდავეები წავიდნენ მასპინძელთა პერსონალური მიწვევით. წინასწარი მონაცემებით, იქ სამ ქართველს უნდა ეჭიდავა, მაგრამ დავით ნიშნიანიძეს (57) რატომღაც არ უასპარეზია და ორი ათლეტის ამარა დავრჩით. მათ თითქოს ურიგოდ არ უჭიდავიათ, მაგრამ მაინც ხელცარიელნი დარჩნენ.

57 კილოგრამში ტრისტან ჩირგაძემ ორი პაექრობა მოიგო - 1/16-ფინალში მასპინძელი აისენ პოტაპოვი 14:4 დაამარცხა, მერე კიდევ ერთ ადგილობრივს - გიორგი ოკოროკოვს 5:2 უგებდა, როცა ბეჭებზე დააწვინა, მეოთხედფინალში კი უკვე თავად დამარცხდა ისევ სახას ავტონომიის წარმომადგენელ ალექსანდრ პასადინთან: 1:12. სამწუხაროდ, ნახევარფინალში პასადინმაც წააგო და ჩვენებური სანუგეშო წრეში ვერ გადავიდა.

მძიმე წონაში თორნიკე ხიდეშელი ჭიდაობდა და მხოლოდ ერთი პაექრობა მოიგო - საკვალიფიკაციო წრეში ოსი ვიტალი გოლოევი დაამარცხა. ეს მისი ბოლო წარმატება გამოდგა, რადგან მომავალ ჩემპიონთან, ბურიატ ბალდან ციჟიპოვთან 0:4 წააგო. მან თავი ვერც დამამშვიდებელ წრეში გამოიჩინა, სადაც პირველივე პაექრობა დათმო უკრაინელ ალექსანდრ ხოციანოვსკისთან.

მედალოსანთა შორის ეროვნებით ქართველი კი მოხვდა, მაგრამ უკრაინის სახელით გამოდის - ერთ დროს ჩვენი ნაკრების წევრ გურამ მჭედლიძის შვილი, ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი მურაზ მჭედლიძე მეორეზე გავიდა. მან ფინალი კრასნოიარსკელ იური ბელონოვსკისთან 0:5 დათმო.

შეგახსენებთ, რომ წინა უქმეებზე ჩვენი სპორტსმენები კემეროვოში გამოვიდნენ საერთაშორისო ტურნირში - "მეშახტეთა სიტყვა", თუმცა მედალი ვერც იქ მოიპოვეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
კვერნაძე 90-ე წუთზე შეცვალეს - "ფროზინონე" "პალერმოსთან" ფრეს დასჯერდა
ლუის ენრიკე ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი გახდება
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
დავით მოძმანაშვილი იაკუტსკის ტურნირის გამარჯვებულია
U23. ევროპის ჩემპიონატი: ქართველები 2 ოქროსა და 1 ბრინჯაოსთვის იბრძოლებენ
მოჭიდავეთა გეგმები - პირველი დმიტრი კორკინის მემორიალია
იაკუტსკის ტურნირი: მოძმანაშვილის დუბლი და ქართული ფინალი ციმბირში
U23. ევროპის ჩემპიონატი: ავთანდილ კენჭაძეს წილისყრამაც გაუმართლა