საქართველოს ნაკრებში გამოძახებულმა ვაკო გვილიამ ბელორუსის ჩემპიონატში მორიგი გოლი გაიტანა
ქართულმა ლეგიონმა სანაკრებო პაუზის წინ მორიგი უქმეები მოილია. ქართველმა ფეხბურთელებმა 5 გოლი გაიტანეს. აღვნიშნავთ ვაკო ყაზაიშვილის დებიუტსაც პოლონეთის ექსტრაკლასაში...

იტალია. სერია A

ლევან მჭედლიძე 67-ე წუთზე ჩაერთო ბრძოლაში "იუვენტუსთან" მატჩში (0:3), რომან ჭანტურია კი კვლავ მუხლის ტრავმის გამო უქმობს.

იტალია. ლეგა პრო

ირაკლი შეყილაძის (90 წთ) "ტუტოკუოიო" სტუმრად "კარარეზეს" დაუზავდა - 1:1.

გერმანია. ბუნდესლიგა

ლუკას ჰუფნაგელს ინფექცია აქვს, რის გამოც "ფრაიბურგს" 1:0 მოგებულ შეხვედრაში "აინტრახტთან" ვერ დაეხმარა.

გერმანია. II ბუნდესლიგა

წაგებებს შეეჩვია დრეზდენის "დინამო", რომელიც ამჯერად სტუმრად "ზანდ ჰაუზენთან" დამარცხდა - 0:2. აკაკი გოგიამ, რომელსაც შემტევისთვის უცნაური, 2-ნომრიანი მაისურა აცვია, წაგებულებში შეუცვლელად ითამაშა.

ესპანეთი. ლიგა 1|2|3

ოთარ კაკაბაძის (81-ე წუთიდან ჩაერთო თამაშში) "ხიმნასტიკი" 1:1 დაუზავდა "სევილიას" დუბლებს, რომლის რიგებშიც დაახლოებით ორ კვირაში ექნება დებიუტი გიორგი აბურჯანიას.

საფრანგეთი. ლიგა 2

"რეიმსისა" და "ოსერის" დაპირისპირების (3:0) მიმართ გულგრილნი ვიყავით. არადა, ამ მატჩში ქართული დუელიც შეიძლებოდა შემდგარიყო, მაგრამ ჯაბა კანკავა ჯერ ვერ ეხმარება "რეიმსს", ხოლო 19 წლის გიორგი ჯობავა ამ სეზონში "ოსერის" ძირითადი გუნდის განაცხადში ჯერ არ მოხვედრილა (დუბლებში თამაშობს).

საფრანგეთი. ნასიონალი

ამირან სანაიას არ უთამაშია "ლერბიეს" შემადგენლობაში, რომელმაც სტუმრად "ბასტია" დაამარცხა - 2:1.

რუსეთი. პრემიერლიგა

გიორგი ჭანტურიას კუთხურს "ურალის" ერთადერთი გოლი მოჰყვა, რომელიც "ტომს" 1:1 დაუზავდა სტუმრად. ჩვენებური 93-ე წუთზე გამოცვალეს (მანამდე გააფრთხილეს). "ჩემპიონატმა" საგოლე პასი მას დაუფასა და 7,5 ბალი დაუწერა, რაც პაბლო ფონტანელიოსთან ერთად, საუკეთესო შეფასებაა.

იხილეთ ვიდეო

გიორგი ლორიას "კრილია სოვეტოვმა" "ანჟი" დაამარცხა - 2:1. ქართველ მეკარეს 7 ბალი დაუწერეს.

"სპარტაკმა" "ზენიტთან" ტურის ცენტრალური მატჩი დათმო - 2:4. ჯანო ანანიძის გუნდი კვლავ პირველ ადგილზეა, მაგრამ "ზენიტი" ქულებით წამოეწია (19-19). ანანიძემ ბოლო 20 წუთი ითამაშა, 6 ბალი "ჩემპიონატისგან".

"კრასნოდარმა" "რუბინს" უმასპინძლა და 1:0 მოუგო. ორივე ჩვენებური სათადარიგო იყო, "კრასნოდარმა" თორნიკე ოქრიაშვილი 76-ე წუთზე შემოუშვა, "რუბინის" თავკაცმა საბა კვირკველია სათადარიგოთა სკამზე დატოვა.

რუსეთი. I დივიზიონი

"სპარტაკის" დუბლების მატჩთან (0:0) "ნეფტეხიმიკის" შემადგენლობაში არ გამოჩენილა მამუკა კობახიძე.

უკრაინა. პრემიერლიგა

დავით ხოჭოლავას "ჩერნომორეცმა" სტუმრად "სტალი" 2:1 დაამარცხა. ქართველმა მცველმა 90 წუთი ითამაშა. ის გააფრთხილეს.

90 წუთი ითამაშა "ვორსკლას" შემადგენლობაში ალექსანდრე კობახიძემ (გააფრთხილეს) დონეცკის "ოლიმპიკთან" 1:2 წაგებულ მატჩში.

დუბლების ჩემპიონატში, "შახტარის" რიგებში 81-ე წუთამდე ითამაშა გიორგი არაბიძემ. დონეცკელებმა 2:0 იმარჯვეს.

ჰოლანდია. ერედივიზიე

გურამ კაშიას "ვიტესმა" 2:1 მოუგო "გრონინგენს". ქართველმა კაპიტანმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია. პრიმეირა ლიგა

გიორგი მაკარიძის "მორეირენშე" სტუმრად 0:2 დამარცხდა "ბოავიშტასთან". ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

პორტუგალია. სეგუნდა ლიგა

ავთო ებრალიძის "ჟილ ვისენტემ" 2:1 მოუგო "ბრაგას" დუბლებს.

ბელგია. პროქსიმუს ლიგა

ლევან შენგელიას "ტუბიცემ" სტუმრად 1:0 დაამარცხა ბრიუსელის "უნიონი". ჩვენებურმა ბოლო 8 წუთი ითამაშა.

საბერძნეთი. სუპერლიგა

გიორგი ნავალოვსკის "ვერია" შინ 0:0 დაუზავდა პაოკ-ს. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა.

თემურ ქეცბაია ყოფილ კლუბთან დამარცხდა - აეკ-ი პირეოსს ესტუმრა და "ოლიმპიაკოსთან" 0:3 დამარცხდა.

პოლონეთი. ექსტრაკლასა

გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" შინ "ვისლასთან" 2:3 წააგო. ჩვენებურმა 90 წუთი ითამაშა და ერთი გოლიც მის ანგარიშზეა.

ლაშა დვალის (90 წთ) "შლიონსკი" შინ 1:2 დამარცხდა "ტერმალიცასთან".

პოლონეთის ჩემპიონატში დებიუტი ჰქონდა ვაკო ყაზაიშვილს, რომლის "ლეგიამაც" "ლეხიას" 3:0 მოუგო. ჩვენებური მოედანზე 77-ე წუთზე გამოჩნდა.

დანია. სუპერლიგა

დავით სხირტლაძის (55-ე წუთზე შეცვალეს) "სილკებორგი" "ნორშელანს" 2:2 დაუზავდა.

ჩეხეთი. სინოტლიგა

"ტეპლიცეს" სათადარიგო იყო ზურაბ ცისკარიძე, რომლის გუნდიც 0:2 დამარცხდა "ლიბერეცთან".

"სლავიამ" "კარვინას" 1:0 მოუგო. პრაღელთა ქართველი ლევან ყენია კვლავ ტრავმირებულია.

ავსტრია. ბუნდესლიგა

"რაპიდს" ვერ უშველა შეცვლაზე შესულმა გიორგი ქვილითაიამ, რომელიც "რიდთან" საგარეო მატჩში 69-ე წუთზე გამოჩნდა - 2:4.

ავსტრია. რეგიონალლიგა

ლუკა ძიძიგურის "კუფშტაინი" 2:2 დაუზავდა "ეუგენდორფს". მე-20 წუთზე ჩვენებურმა ანგარიში 1:2 გახადა. ეს ლუკას მე-5 გოლია ჩემპიონატში.

ნორვეგია. ტიპელიგენი

"სტაბეკი" შინ 1:2 დამარცხდა "ლილესტრიომთან". გიორგი გოროზია მასპინძელთა სათადარიგოთა სკამს არ გასცილებია.

ფინეთი. იუკონენლიგა

ირაკლი სირბილაძემ კპვ-ს მოაგებინა, მისმა გუნდმა სტუმრად აჯობა "ივასკილას" - 1:0. გამარჯვების გოლი ქართველი ვეტერანის ანგარიშზეა, რომელმაც შეუცვლელად ითამაშა.

გიორგი ოსიტაშვილის (90 წთ) კტპ სტუმ რად "იაროსთან" 1:3 დამარცხდა.

კვიპროსი. I დივიზიონი

"ახნასმა" 5:3 მოუგო "ანაგენისს". ქართველები სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ: ნიკა კაჭარავა და გიორგი ილურიძე, განაცხადში არ ყოფილა გია გრიგალავა. ერთი გოლი ნიკა ყიფიანის ანგარიშზეა, ვინც რუსეთის მოქალაქეა.

ირაკლი მაისურაძის (90 წთ, გააფრთხილეს) "ერმისი" სტუმრად "კარმიოტისასთან" 0:3 დამარცხდა.

ბელორუსი. ვისშაია ლიგა

ბატე-მ "ისლოჩს" 4:1 მოუგო. ვაკო გვილიამ, რომელიც ნაკრებში გამოიძახეს, 90 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

იხილეთ ვიდეო

ზედიზედ მე-4 ტურში დამარცხდა პაპუნა მოსემღვდლიშვილის (იაკობ აფხაზავა აგვისტოდან გუნდში აღარ ირიცხება) "სლავია". მოზირელებმა სტუმრად "ნემანთან" ჩვენებურის გარეშე დათმეს - 1:3.

ლატვია. ვირშლიგა

გიორგი დიაკვნიშვილის (90 წთ) "რიგასმა" "დაუგავპილსს" 2:0 მოუგო.

ესტონეთი. მეისტრილიიგა

ზაქარია ბეგლარიშვილის (90 წთ) "ფლორამ" სტუმრად 6:1 მოუგო "პარნუს".

აზერბაიჯანი. პრემიერლიგა

ზედიზედ სამი გამარჯვების შემდეგ მოულოდნელად ვეღარ მოიგო შინ ზაურ სვანაძის "ინტერმა", რომელიც "ზირას" 1:1 დაუზავდა. მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ზურაბ ხიზანიშვილმა. მატჩის შემდეგ ქართველმა მწვრთნელმა დაიჩივლა, მეტოქეს ბოლო წამებზე გოლი ვაჩუქეთო.

ყაზახეთი. პრემიერლიგა

"ირტიშმა" "აქტობეს" 5:1 მოუგო. პირველი გოლი მე-17 წუთზე შოთა გრიგალაშვილმა გაიტანა, რომელიც 72-ე წუთზე შეცვალეს.

იხილეთ ვიდეო

კახა ცხადაძის "ქაირათი" კვლავ "ორდაბასისთან" შეფერხდა - 1:1. "ორდაბასის" რიგებში 90-90 წუთი ითამაშეს გოგიტა გოგუამ და ოთარ მარცვალაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

j.ch.
ზაზას დასაცავად აღვნიშნავ, რომ ნიკა გაუგებრობაშია.რა შუაშია 90 წუთზე შეცვლა.სტატიაში აღნიშნული 90 წუთი ნიშნავს,რომ ფეხბურთელმა მთლიანი თამაში ითამაშა.
ზაზა
ძალიან იშვიათმა ითამაშა 90წთ((,მაგრამ ეს ის გამონაკლისი შესაძლებელია იყოს,როცა უთამაშლობა სასარგებლო აღმოჩნდეს –საერთაშორისო კალენდარმა პრაქტიკულად დასვენების საშუალება არ მისცა ფეხბურთელებს,27–29 სექტემბერს ევროტურნირები,1–2ოქტომბერს ეროვნული ჩემპიონატების თამაშები და 6 –9 ოქტომბერს მსოფლიო თასის შესარჩევის თამაშები!((..ალბათ სენსაციები ბევრი იქნება ,რადგან წამყვანი კლუბების საუკეთესო ფეხბურთელები ვერ იქნებიან სათანადო ფიზიკურ ფორმაში....პ.ს. იქნებ ჩვენ გავხდეთ სენსაციის ავტორები?თუმცა ირლანდია–უელსთან ქულების აღება სენსაციად არ უნდა ითვლებოდეს ,რომ არა სამარცხვინო სტატისტიკა ირლანდიასთან(კითხვები წინა თაობის ნაკრების ფეხბურტელებთან–როგორ ,,ახერხებდნენ,, მილანის,აიაქსის,შალკეს,ფრაიბურგის,პსვ–ს ფეხბურთელები მუდმივად წაგებას ნორვიჩის,კარდიფის,საუკეთესო შემთხვევაში ევერტონის ფეხბურთელებთან?ერთი ოში მახსენდება მანიუდან და სადაც ის დღემდე ვერ გამიგია რა დამსახურების გამო მოხვდა))და პირიქით შესანიშნავი სტატისტიკა უელსთან!..ორივე შეხვედრაში არ უნდა წავაგოთ მინიმუმ(ეს არაფრით ნიშნავს,რომ ფრეზე ვითამაშოთ!),რომ შესარჩევის დანარჩენ შვიდ შეხვედრას სატურნირო დატვირთვა შევუნარჩუნოთ!
nika
90 წუთი ითამაშა ნიშნავს, რომ 90-ე წუთზე შეცვალეს. შენს მიერ ჩამოთვლილი ფეხბურთელები 90-ე წუთზე არ შეუცვლიათ. სამომავლოდ გაითვალისწინე
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა და გამარჯვების გოლი გაიტანა [VIDEO]
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
"არისმა" "ომონიას" ქვილითაიას დუბლით მოუგო
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ქვილითაია "აპოელს" გულთბილად დაემშვიდობა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
"როდესაც წნეხს ნაკლებად ვგრძნობთ, უკეთესად ვთამაშობთ ხოლმე, იმედი მაქვს, პორტუგალიასთანაც ასე იქნება" - გიორგი ქვილითაია
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
ქვილითაიამ მატჩი დამატებით დროში გადაიყვანა - "არისი" აეკ-თან მაინც დამარცხდა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია ახალ გუნდში გადავიდა
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?