გერმანული გამოცემა ამტკიცებს, რომ სწორ მონაკვეთებზე მაქსიმალური სიჩქარით, MGP W02 სხვა გუნდების ბოლიდებს უკან იტოვებს
წინასასეზონო ტესტებზე ნაჩვენები შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, "მერსედეს გრან-პრის" არ ჰყავს ჩემპიონატის მონაწილეებს შორის ყველაზე სწრაფი მანქანა, მაგრამ გერმანული გამოცემა Auto Motor end Sport ამტკიცებს, რომ სწორ მონაკვეთებზე მაქსიმალური სიჩქარის მიხედვით, MGP W02 სხვა გუნდების ბოლიდებს უკან იტოვებს.

ბარსელონაში ორი დღის წინ დასრულებულ ტესტებზე "მერსედეს გრან-პრის" პროგრესი ყველამ აღნიშნა. კომპანია "მერსედესის" სპორტული განყოფილების შეფმა ნორბერტ ჰაუგმა განაცხადა, რომ მაქსიმალური სიჩქარე მართლაც მნიშვნელოვანია, რადგან 2011 წელს ტრასებზე არნახული ბრძოლაა მოსალოდნელი.

"ბარსელონაში" უფრო მეტი წრის გავლა მოვახერხეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ უკეთ გვესმის მანქანა და საბურავის მახასიათებლები. ეს კი შედეგზე აისახება. თუ ყველაფერი სწორი მიმართულებით განვითარდა, ჩვენი გუნდი ბევრის გაკვირვებას შეძლებს", - ამბობს ჰაუგი.

გერმანული ჟურნალის ექსპერტებმა ყურადღება მიაქციეს იმას, რომ MGP W02-ის მაქსიმალური სიჩქარე საათში 316 კილომეტრს აღწევდა - ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ Renault R31 უტოლდება.

"ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ წელს სხვადასხვა გუნდების მანქანები, შესაძლებლობების მხრივ, ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან, ამიტომაც მაქსიმალურმა სიჩქარემ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს", - ასკვნის "მერსედესის" შეფი.

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე