ვლადიმირ ვაისის გუნდის თითოეული წევრი ჯანმრთელადაა და წლის მეორე ოფიციალური მატჩის მოლოდინშია
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ირლანდიასთან მატჩამდე ორი დღით ადრე, დუბლინის "მალაჰაიდ იუნაიტედის" საფეხბურთო მოედანზე ორჯერადი ვარჯიში გამართა. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, საწვრთნელ პროცესში უახლოესი ორი ოფიციალური მატჩისთვის გამოძახებული 25 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საბა კვირკველიამ, ლევან მჭედლიძემ, თორნიკე ოქრიაშვილმა და გიორგი მაკარიძემ, რომლებიც ვლადიმირ ვაისის გუნდს გვიან შეუერთდნენ, 4 ოქტომბერს გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშეს.

დუბლინში შეკრებაზე მყოფი გუნდის თითოეული წევრი ჯანმრთელადაა და წლის მეორე ოფიციალური მატჩის მოლოდინშია.

ირლანდიასთან სამატჩო განაცხადში მყოფი 23 ქართველი ფეხბურთელის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი. დღესვე საქართველოს ნაკრები მატჩისწინა ბოლო ვარჯიშს, შეხვედრის მასპინძელ დუბლინის "ავივას" სტადიონზე, ადგილობრივი დროით 20:00 საათზე ჩაატარებს, მანამდე კი ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხებს.

მატჩი ირლანდიისა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებს შორის 6 ოქტომბერს, თბილისის დროით 22.45 წუთზე დაიწყება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი მაკარიძე (მორეირენსე, პორტუგალია), როინ კვასხვაძე (ტორპედო, ქუთაისი).

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დინამო, თბილისი), ოთარ კაკაბაძე (ხიმნასტიკი, ესპანეთი), საბა კვერკველია (რუბინი, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა დვალი (სლასკი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა (ჩერნომორეცი, უკრაინა), გიორგი ნავალოვსკი (ვერია, საბერძნეთი), ზურაბ ცისკარიძე (ტეპლიცე, ჩეხეთი).

ნახევარმცველები: ბუბა დაუშვილი (დიოშგიორი, უნგრეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე (ვორსკლა, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (კრასნოდარი, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური (დინამო, თბილისი), ვალერი ყაზაიშვილი (ლეგია, პოლონეთი), გიორგი პაპუნაშვილი (დინამო, თბილისი), ლაშა პარუნაშვილი (დინამო, თბილისი), ვალერი გვილია (ბატე, ბელორუსი).

თავდამსხმელები: დავით სხირტლაძე (სილკებორგი, დანია), ლევან მჭედლიძე (ემპოლი, იტალია), ვლადიმერ დვალიშვილი (დინამო, თბილისი), გიორგი ქვილითაია (რაპიდი, ავსტრია) ნიკა კაჭარავა (ეთნიკოსი, კვიპროსი).

achi
ჯაბა ჯიღაურის არავინ ახსენებს და აუსტრიასთან ყველაზე გამორჩეული იყო
achi
ანანიდზე გვილია საქრსენად
achi
1.გიორგი ლორია 2.უჩა ლობჟანიძე3.საბა კვერკველია 4.გურამ კაშია 5.გიორგი ნავალოვსკი 6.ვალერი გვილია 7.ჯანო ანანიძე 8.ჯაბა ჯიღაური 9.ვალერი ყაზაიშვილი 10.თორნიკე ოქრიაშვილი 11.ლევან მჭედლიძე
gizog
ბოდიშით გრამატიკული შეცდომებისთვის, გთავაზობთ შესწორებულ ტექსტს - ბიჭებო ნავსი როდესღაც ხომ უნდა გატეხოთ და დიდი მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში გააკეთებთ ამას. უკიდურესი მობილიზების ხარჯზე საფრანგეთთან ხომ ითამაშეთ 0:0, ხოლო ესპანეთს საკუთარ მოედანზე მოუგეთ, ჰოდა გუნდის ერთსულოვნად შეკვრით გაგვახარეთ ბიჭებო, აგრეთვე ხვალ ნავსის გატეხვით და მოგებით. აბა თქვენ იცით გაიხარეთ და გაგვახარეთ.
დევი
ყენიაც რომ იყოს, ნახევარდაცვა ალბათ ოპტიმალური იქნებოდა და მწვრთნელს არჩევანის საშუალება ექნებოდა და ახლაც აქვს, მაგრამ დანარჩენებზე რა გითხრათ.
qomagi
ლორია - მისი ერთი სეივი მაინც ხვდება ტურის ხუთეულში. ლობჟანიძე - უბრალოდ უკეთესი არ გვყავს და ვერც მარჯვენა მცველის გარეშე ვითამაშებთ. კვერკველია - მართალია პრაქტიკა აკლია მაგრამ იმედია ეს არ დაეტყობა ხოჭოლავა - ბოლო თამაშებში სულ დაცვის ცენტრი ვარდება გოლის გაშვებისას, ის კი უკრაინაში ამ პოზიციაზე რამოდენიმეჯერ მოხვდა სიმბოლურში და ფორმაშია... კაშია - მას საყრდენობა არ გამოდის იდეალურად, პირდაპირ ცენტრიც უჭირს, ვფიქრობ ცენტრი და მარცხენა მცველის დახმარებას მასზე უკეთ ვერავინ შეძლებს. ცისკარიძე - მართალია საკმარისი პრაქტიკა არ აქვს მაგრამ ხუთ მცველიან სისტემაში მასზე უკეთ ვერ ითამაშებს ნავალოვსკი, და საერთოდაც ნავალოვსკი მცველი რატომაა ვერ ვხვდები, აშკარად არ გამოდის მცველობა, ის კარგი ნახევარმცველია. კობახიძე (ნავალოვსკი) - კობახიძე უკეთეს ფორმაშია და ძირითადში ნახევარმცველის პოზიცია მას უნდა ერგოს, ნავალოვსკი კარგად შეცვლის თუ თამაში არ წაუვიდა. ოქრიაშვილი - რადგან უფრო აქტიური და შემტევი მარცხენა ფლანგი გვექნება მისი აქცენტი მარცხენა ფლანგის ნახევარმმცველობა უნდა იყოს.. ჯანო - გამთამაშებელი, ბურთის ამომტანი და თან ამ ბოლო დროს შორეული დარტყმები კარგად გამოუდის. გვილია ( ყაზაიშვილი, ჯიღაური) - ამ ეტაპზე გვილია საუკეთესო ფორმაში ამ სამი ფეხბურთელიდან და შიგნით შემოწეული მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციას კარგად აითვისებს გვილია. მჭედლიძე (კაჭარავა) - ვფიქრობ თავდამსხმელებიდან ამ ორს სხვაზე მეტი სარგებლის მოტანა შეუძლიათ.. ამ სისტემით ნაკრები ითამაშებს სოლის პრინციპით და იქნება გამოუვიდეთ კიდევაც მოწინააღმდეგის შუაგულის გაპობა...
pesimisti
სურვილი ერთია, შესაძლებლობა მეორე. ღმერთმაც კარგი ქნას, მაგრამ........
qomagi
ლორია-ლობჟანიძე, კვირკველია, ხოჭოლავა, კაშია, ცისკარიძე-კბახიძე (ნავალოვსკი), ოქრიაშვილი, ანანიძე, ყაზაიშვილი (ჯიღაური)-მჭედლიძე (კაჭარავა) 5-4-1 სისტემით, საყრდენის გარეშე... მხოლოდ ამ სისტემით შევძლებთ წარმატების მიღწევას
ბაჩო
რატომღაც მგონია რომ ირლანდიას მაგრად ჩავუდებთ :დდ წარმატებები ნაკრებს და იმედია რამეს იზავენ და ქულას მაინც წამოიღებენ))
gizog
ბიჭებო ნავსი როდესღაც ხომ უდა გატეხოთ და დიდი მოლოდინი და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრაში გააკეთებთ ამას. უკიდურესი მობილიზების ხარჯზე საფრანგეთთან ხომ ითამაშეთ 0:0, ხოლო ესპანეთს საკუთარ მოედანზე მოუგეთ, ჰოდა გუნდის ერთსულოვნად შეკვრით გაგვახარეთ ბიჭებო ხვალ ნავსის გატეხვით და მოგებით. აბა თქვენ იცით გაირეთ და გაგვახარეთ.
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდი დაბრუნება - ვლადიმირ ვაისი სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელია
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
თბილისში რთული თამაში იქნებაო... რა ხდება საქართველოს ნაკრების მეტოქეთა ბანაკებში?
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ კლუბებს ფეხბურთელების მუნდიალზე გაშვების სანაცვლოდ ფული გადაუხადა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]