ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" გაანადგურა [VIDEO]

ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" გაანადგურა [VIDEO]

"ტორონტოსთან" დამარცხების შემდეგ ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" პირველი საშინაო შეხვედრა გამართა
სეზონის პირველ საგამოფენო მატჩში "ტორონტოსთან" დამარცხების შემდეგ ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" პირველი საშინაო შეხვედრა გამართა და "ლოს ანჯელეს კლიპერსი" გაანადგურა.

კანადაში წაგებული მატჩის შემდეგ დავწერეთ, რომ საგამოფენო მატჩებში შედეგს მწვრთნელები მნიშვნელობას არ ანიჭებენ, თუმცა დარბაზში მისული გულშემატკივარი ყოველთვის მოგებას ითხოვს და "ოქროს მეომრებმაც" თანაშტატელი გუნდის დამარცხებით ოკლენდელი ფანები დიდად გაახარეს.

დარბაზში წარმოუდგენელი ატმოსფერო სუფევდა: სავსე ტრიბუნები და მუდმივად მომართული მაყურებელი. ასეთ ემოციურ გარემოში სტივ კერიმ ცოტა ხნით დაივიწყა, რომ "კლიპერსს" საგამოფენო მატჩში ერკინებოდა და გუნდის ლიდერები მოედანზე მოსალოდნელზე მეტი ხნით დატოვა.

გოლდენსტეიტელებსაც მეტი რა უნდოდათ - ზეშედეგიანი თამაშის წყალობით დასავლეთ კონფერენციისა და სრულიად ლიგის ერთ-ერთი საუკეთესო რეიტინგის მქონე გუნდი მიწასთან გაასწორეს.

პირველი პერიოდი "გოლდენ სტეიტმა" 35:19 მოიგო. სასტარტო ხუთეული უცვლელი იყო: კარი, ტომპსონი, დიურანტი, გრინი და ფაჩულია. ზაზამ პირველ პერიოდში 3 შედეგიანი პასი გასცა კარის, ტომპსონისა და გრინის მისამართით. საწყის მეოთხედში ქართველმა ცენტრმა ასევე 2 მოხსნა და 1 ქულა მიითვალა და სათადარიგოებში გადაინაცვლა.

დიურანტისა და ტომპსონის მექულეობით ოკლენდელებმა მეორე პერიოდი 36:14 მოიგეს და დიდ შესვენებაზე მატჩის ბედი გადაწყვეტილი იყო - 71:33.

მესამე პერიოდში მასპინძელთა ლიდერები თამაშში კიდევ ერთხელ ჩაერთვნენ და "გოლდენ სტეიტის" უპირატესობამ 50 ქულას მიაღწია. ეს იყო მეტოქე გუნდის განადგურება, რომელსაც შემადგენლობაში ისეთი სუპერვარსკვლავები ჰყავს, როგორებიც კრის პოლი, დეანდრე ჯორდანი და ბლეიკ გრიფინი არიან. "კლიპერსი" სპეციალისტების მიერ წინასასეზონო რეიტინგებში ლიგის მე-4 საუკეთესო გუნდად მიიჩნევა.

მესამე პერიოდის მეორე ნახევრიდან გოლდენსტეიტელთა ხუთეულის წევრები მოედნიდან გავიდნენ და უკან აღარ დაბრუნებულან. საბოლოოდ მატჩი მასპინძელთა 45-ქულიანი გამარჯვებით - 120:75 დასრულდა, რაშიც ყველაზე მსუყე წილი 30 ქულით კლეი ტომპსონმა დაიდო. არანაკლებ სარგებლიანი იყო 21 ქულის, 7 მოხსნისა და 7 პასის მომხვეჭი კევინ დიურანტი. სტეფ კარიმ 23-წუთიანი თამაში 14 ქულითა და 5 პასით დაასრულა.

იხილეთ ვიდეო

ზაზა ფაჩულიამ მოედანზე მთლიანობაში 15 წუთი გაატარა და 6 მოხსნა, 3 პასი და 1 ქულა მოაგროვა. ქართველ ცენტრს თამაშიდან არ შეუტევია და წინა მატჩის მსგავსად, 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

ფაჩულიამ რომ მეტოქის ფარს არ შეუტია, სულაც არაა გასაკვირი. გუნდში, სადაც NBA-ს 3 სუპერმექულეა დიურანტის, კარისა და ტომპსონის სახით, იქ ქულების ამბავში რომ ვინმემ თავი გამოიჩინოს, რთულიცაა და არაპრაგმატულიც. როცა დიურანტი, კარი და ტომპსონი მოედანზეა, თუ განსაკუთრებული აუცილებლობა არაა, სხვამ რატომ უნდა გადაწყვიტოს მეტოქის ფარის შეტევა?!

აქედან გამომდინარე, ფაჩულიასგან, რომელიც სასტარტო ცენტრია და მოედანზე უმეტესად სწორედ ამ სუპერმექულეებთან ერთად მოუწევს ყოფნა, ქულებს ნაკლებად უნდა ველოდოთ. ასე იყო გოლიათი ანდრე ბოგატი, რომელიც "გოლდენ სტეიტში" გასულ სეზონში თამაშობდა და საშუალოდ 5.4 ქულას აგროვებდა.

მიუხედავად ქულათა სიმწირისა, ავსტრალიელი ცენტრი დაცვის ხარჯზე გუნდის ერთ-ერთ ყველაზე სასარგებლო მოთამაშედ ითვლებოდა. ქართველ ცენტრსაც ძირითადად დაცვაში მოუწევს უფრო მეტი მუშაობა, რომელიც ბურთებს მოხსნის, თანაგუნდელებს ბლოკებს დაუყენებს, მეტოქის ცენტრს პერსონალურად დაიცავს და შესაბამისად, მისგან ქულებზე მეტად სხვა სტატისტიკურ მონაცემებს უფრო უნდა ველოდოთ.

დიდი ალბათობით, ზაზა იქნება იმგვარი მოთამაშე, რომელიც "გოლდენ სტეიტს" ბურთის კალათში ჩაგდებაზე მეტად მისი ფარიდან მოხსნით, ჩაჭრით, თანაგუნდელთათვის პასის მიცემითა და ბლოკის დაყენებით დაეხმარება.

"გოლდენ სტეიტი" მომდევნო საგამოფენო მატჩს 7 ოქტომბერს, შინ "საკრამენტოსთან" გამართავს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

• tato

ზაზა შენ ნამდვილი კაცი ხარ წელს საჩემპიონო ბეჭედი და ლეგენდა გახდები

• asea es

საჩემპიონო ბეჭედი უნდა იყოს უეჭველად,ამ სეზონში.

გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში

"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია

"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "შტუტგარტთან" ქულები გაიყო

გულიაშვილის 71 წუთი - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია

"კლიპერსის" ზედიზედ 9-მატჩიანი მოგებათა სერია "ოკლაჰომამ" დაასრულა

[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!

[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია

"გოლდენ სტეიტმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა [VIDEO]

"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]

დონჩიჩმა დაბადების დღე გამარჯვებით აღნიშნა - "ლეიკერსმა" კალიფორნიულ დერბიში "კლიპერსი" დაამარცხა [VIDEO]

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "პორტლენდ ტრეილბლეიზერსი" დაამარცხა [VIDEO]

"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს

"კლიპერსმა" "დალასი" რის ვაი-ვაგლახით დაამარცხა

[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა

მამუკელაშვილის 4 წუთი - "სან ანტონიო" "კლიპერსთან" დამარცხდა [VIDEO]

მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]

"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა

ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს