თბილისის ლიგა წარმოადგენს მოყვარულთა თასის გათამაშების ნაწილს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე
თბილისის ლიგა წარმოადგენს მოყვარულთა თასის გათამაშების ნაწილს ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე.

თბილისში ჩამოყალიბდა 2 ლიგა - უმაღლესი და პირველი ლიგა. უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს 10 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი, რომელიც დაკომპლექტდა თბილისის ლიგის წინა გათამაშების მონაწილე 10 საუკეთესო გუნდით.

თბილისის ლიგის წინა გათამაშებაში მონაწილეობა მიიღო 16-მა სამოყვარულო საფეხბურთო გუნდმა. ბოლო ადგილებზე გასული 6 გუნდი ასპარეზობას აგრძელებს თბილისის პირველ ლიგაში.

გარდა აღნიშნული გუნდებისა, პირველ ლიგაში რეგისტრირდება დამატებით 6 გუნდი. სულ თბილისის უმაღლეს და პირველ ლიგაში მონაწილეობას იღებს 22 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი.

ჩემპიონატის მონაწილე შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი 16 წლის ასაკიდან, რომელიც არ ირიცხება საქართველოს უმაღლესი, პირველი, მეორე ან ჭაბუკთა ლიგის გუნდებში.

თბილისის ლიგაში ასპარეზობს 500-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი.

თბილისის უმაღლესი ლიგის გამარჯვებულს ქალაქ თბილისის მერია დააჯილდოებს 3 000 ლარით, მეორე ადგილზე გასულ გუნდს - 2 000 ლარით, ხოლო მესამეადგილოსანს - 1 000 ლარით.

თბილისის ლიგა სტარტს 6 ოქტომბერს, 15:00 საათზე, საქართველოს ეროვნული ნაკრების ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" აიღებს. გახსნით მატჩში ერთმანეთს თბილისის ლიგის წინა გათამაშების გამარჯვებული "ვაზის უბანი" და სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი "კვარტალი" დაუპირისპირდებიან.

გახსნით მატჩს დაესწრებიან: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ქალაქ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტი ბერდია ჯიბლაძე.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებენ "მოყვარულთა თასი 2016"-ის გათამაშებას სამოყვარულო დიდ ფეხბურთში (11X11). ჩემპიონატმა სტარტი 2016 წლის 11 სექტემბერს, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტიდან აიღო.

მოყვარულთა თასის გათამაშებაში მონაწილეობას იღებს საქართველოს ყველა რეგიონის 46 მუნიციპალიტეტის 250 სამოყვარულო საფეხბურთო გუნდი. სულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 5 500-ზე მეტი მოყვარული ფეხბურთელი.

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა