დონარუმა ნაკრებზე, "მილანსა" და მომავალზე
"მილანის" 17 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმა ისევ გამოიძახეს იტალიის ეროვნულ ნაკრებში. ჯიჯი "კოვერჩიანოს" საწვრთნელ ბაზაზეა და მის მიმართ მედია განსაკუთრებულ ინტერესს იჩენს.

დონარუმა ჟურნალისტებს გაესაუბრა და საინტერესო თემებზე გაამახვილა ყურადღება.

იტალიის ნაკრები

იყო ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში, განუმეორებელი შეგრძნებაა. ხშირად ვფიქრობ, ნუთუ ეს სიმართლეა და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ასეთი ბედი მარგუნა. "კოვერჩიანოს" ბაზაზე შესანიშნავი ატმოსფეროა და აქ ყველა ცდილობს, რომ მაქსიმალურად დაგეხმაროს.

ნაკრებში ბევრი მილანელი არაა და აქ ახალი მეგობრები შევიძინე - ყველამ კარგად მიმიღო და მაგრძნობინეს, რომ ჩემი დიდი იმედი აქვთ. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეროვნულ ნაკრებს გამოვადგე, თუმცა დღეს უალტერნატივოდ ნომერი პირველი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონია და ამაზე ორი აზრი არ არსებობს.

წარმატების რეცეპტი

თუ რამე წარმატებას მივაღწიე, ჩემი ოჯახის დამსახურებაა. მშობლები ყოველთვის მეუბნებოდნენ, რომ უნდა ვიშრომო ბევრი და თუ წარმატებას მივაღწევ, დავრჩე მოკრძალებული და თავმდაბალი. სწორედ ამ პრინციპებით მოვდივარ და მათ არასდროს გადავუხვევ.

მამაჩემი დღემდე დურგალია და მიუხედავად იმისა, რომ ამის საჭიროება აღარ დგას ოჯახში, ის მაინც არ ანებებს თავს საქმეს. მუდმივად მიმეორებს, რომ ჯერ არაფრისთვის მიმიღწევია და თავდაუზოგავად უნდა ვიშრომო. ასევე, მიშლის ტატუების და პერსინგების გაკეთებას - მამას ყოველთვის ვუჯერებდი და ამიტომ, შემიძლია ვთქვა, რომ ტატუ არასდროს მექნება. ჩემი წარმატების ფორმულა ჩემი ოჯახია.

ჯანლუიჯი ბუფონი

ჯანლუიჯი ბუფონი განსაკუთრებული ადამიანია და მის მხარდამხარ ვარჯიში ჩემთვის უდიდესი პატივია. ვცდილობ, კარგად დავაკვირდე და მისი ყველა მოძრაობა გავიმეორო. ბუფონთან გატარებული ყველა წუთი სასარგებლოა ჩემთვის, რადგან ჯერ კიდევ უამრავი რამ მაქვს სასწავლი.

ამასთან, ბუფონი ბრწყინვალე ადამიანია და ყოველთვის მზადაა, რომ გვერდში დაგიდგეს. კარგად მახსოვს ჩვენი პირველი შეხვედრა და მისი სიტყვები, რომ ჩემზე დიდ იმედებს ამყარებს. ეს უდიდესი სტიმული და მოტივაცია იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გატუზო: დანა რომ დამარტყათ, სისხლი არ გამომივა
"ბუფონი და აკინფეევი ამით ერთმანეთს ჰგვანან"- მირალემ პიანიჩი
ბუცები, ბურთები და ბუკინისტები – აპრილი, სპორტი და წიგნები
გატუზომ იტალიის ნაკრები დატოვა
"ამან ძალიან გამაკვირვა" - დონარუმამ მესისთან თანაგუნდელობის პერიოდზე ისაუბრა
[PHOTO] იყო თუ არა დონარუმას საქციელი არაადეკვატური და რა მოხდა პენალტების სერიისას?
დონარუმას გამო ტრაფორდმა "მანჩესტერ სიტის" დატოვება გადაწყვიტა
FIFA-მ 2025 წლის საუკეთესო მეკარეობის პრედედენტები დაასახელა
"ვნანობ თუ არა "მანჩესტერ სიტიში" გადასვლას?" - ჯანლუიჯი დონარუმა
"საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია - ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი" - რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
ბუფონის შვილი ჩეხეთის 18-წლამდე ნაკრებში გამოიძახეს
"მაღარიჩიც" ასეთი უნდა - ბოსნიელი ფეხბურთელი 60 469 გულშემატკივარს ლუდზე დაპატიჟებს
ჯანლუიჯი ბუფონის შვილმა თქვა, რატომ გადაწყვიტა ჩეხეთის ნაკრებში თამაში
დებიუტი პროფესიონალურ დონეზე - ბუფონის შვილს რამდენიმე წუთი დაუთმეს და ჩეხეთის ნაკრებში ელიან
ბუფონის მიერ დაბლოკილი მოურინიო - როგორ გახდა იტალიის ნაკრების მწვრთნელი გატუზო