ჯონ ტერის ტორესთან ერთად თამაში მოსწონს

ჯონ ტერი "მანჩესტერ იუნაიტედის" შესამოწმებლად მზად არის და ამბობს, რომ "ჩელსის" ჩემპიონობისთვის ბრძოლის შანსი არ დაუკარგავს. მოკლედ ინგლისის ჩემპიონთა კაპიტანი ბედს და კონკურენტს არ ნებდება. არადა, თუ გახსოვთ, დაახლოებით ორი კვირის წინ თვით "ლურჯების" თავკაცმა, კარლო ანჩელოტიმ თქვა, რომ ამდენი წარუმატებლობის შემდეგ ტიტულისთვის ბრძოლა თითქმის შეუძლებელი გახდა. დღეს ლიდერ "იუნაიტედსა" და "ლურჯებს" შორის სხვაობა 12 ქულას აღწევს. ეს, რასაკვირველია, დიდი უპირატესობაა, მაგრამ "ჩელსის" ვარსკვლავი შემდეგ სამშაბათს ელის, როდესაც მანჩესტერელები "სტემფორდ ბრიჯზე" უნდა ჩავიდნენ სათამაშოდ. 30 წლის ცენტრალური მცველი ამბობს:

"ჩემპიონობის შანსი არ დაგვიკარგავს. ის შესაძლოა დიდი არ არის, მაგრამ არც ნულის ტოლია. მთავარია "იუნაიტედს" უშუალო დაპირისრებაში ვაჯობოთ. თუ ვერ გავიმარჯვებთ, მაშინ ლაპარაკი შეწყდება. 12 ქულა დიდი სხვაობაა, მაგრამ განა ერთხელ და ორჯერ დასწევიან ასე დაწინაურებულ გუნდებს? არ გახსოვთ, თვით "იუნაიტედმა" "ნიუკასლს" რომ "ამოუქაჩა" ასეთი უპირატესობა? მოკლედ, გამორიცხული ნამდვილად არაფერია, ოღონდ ამისათვის საჭიროა მანჩესტერელები მიდმივი ზეწოლის ქვეშ გვყავდეს.

არ გეგონოთ, მომავალი სამშაბათის თამაშს რეკლამას ვუკეთებდე. "ჩელსისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებას რეკლამა არ სჭირდება, ის ყოველთვის დიდი და დაძაბული გამოდის. მხოლოდ ერთს ვიტყვი, ჩვენთვის ის აუცილებლად მოსაგებთა კატეგორიას განეკუთვნება. დიახ, "მანჩესტერ იუნაიტედთან" შეხვედრაში ჩვენთვის ფრეც კი არაფერს ნიშნავს. ერთი სიტყვით, მოედანზე ყოველგვარი შიშის გარეშე და უდიდესი ჟინით უნდა გავიდეთ. მანჩესტერელებს დიდებული გუნდი ჰყავთ, მაგრამ არა მგონია, რომ ჩვენ მათი უნდა გვეშინოდეს. დაუმარცხებლები ნამდვილად არ არიან.

დღეს ჩვენი მდგომარეობა ძალიან ჰგავს შარშანდელს, როდესაც ტიტულისკენ გზაზე უშუალო კონკურენტებთან ბევრი თამაში გვქონდა დარჩენილი. ჩვენ "ლივერპულსაც" და "იუნაიტედსაც" სტუმრად ვეთამაშეთ და ორივეს მოვუგეთ. სწორედ იმ გამარჯვებებმა ითამაშეს გადამწყვეტი როლი ჩვენს მიერ დუბლის მოპოვებაში. ვფიქრობ, შარშანდელი გამოცდილება წლეულსაც ძალიან გამოგვადგება. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ჩვენ ეს ერთხელ უკვე გაგვიკეთებია".

ტერი იმედოვნებს, რომ შემდეგი სამშაბათის თამაში, რომელიც მთელს ევროპაში გადაიცემა, "ჩელსის" გაჭირვებას ბოლოს მოუღებს და გუნდს კვლავ გამარჯვებათა გზაზე დააყენებს. თან, ბოლო დღეებში, "ლურჯებისთვის" კარგი ამბები მიეწყო ერთმანეთს: თავად კოპენჰაგენში ჩემპიონთა ლიგის თამაში მოიგეს (2:0), პრემიერლიგის ოთხეულში მოხვედრის კონკურენტმა "ტოტენჰემ ჰოთსპურმა" კი მოულოდნელად "ბლექპულთან" 3:1 წააგო. შეგახსენებთ, რომ ინგლისის ჩემპიონი დღეისათვის ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა, "ტოტენჰემს" 2 ქულით ჩამორჩება, ხოლო "მანჩესტერ სიტის" ოთხით, მაგრამ ორივეზე ერთი თამაშით ნაკლებიც აქვს ნათამაშები. თან, დახედეთ დარჩენილი მატჩების განრიგს: "მანჩესტერ იუნაიტედთან" დასავლეთლონდონელებს ორივე შეხვედრა აქვთ დარჩენილი, "სფურზს" და "სიტის" კი "სტემფორდ ბრიჯზე" ელიან. ტერი განაგრძობს:

"ყველა გუნდი, რომელიც კი პრემიერლიგის ზედა ადგილებისთვის იბრძვის, შესაძლოა დაცურდეს. ჩვენც სწორედ აქ უნდა ვიყოთ ჩასაფრებული. როგორც კი "სიტი" ან "ტოტენჰემი" ქულებს დაკარგავენ, ჩვენ მათთან სხვაობა უნდა შევამციროთ.

"ჩელსის" ბოლოდროინდელ კრიზისს ხალხი ჩვენს ასაკს აბრალებდა, მაგრამ მერწმუნეთ, ჩვენ სულაც არ ვართ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელებზე ასაკოვანი. ცხრილის ზედა ნახევრის სხვა გუნდებიც ვერ დაიკვეხნიან, მანიცდამაინც, ჩვენზე ახალგაზრდობით. თან, ჩვენი ასაკი დიდ უპირატესობასაც ნიშნავს: მსგავს სიტუაციებში მოხვედრის უდიდესი გამოცდილება გვაქვს. თან, ერთმანეთი ათას ბრძოლაში გვყავს გამოცდილი და ყველამ ვიცით, რომ გამარჯვება შეგვიძლია".

ისე როგორ იქნებოდა, ტერისთვის "ლივერპულისგან" 50 მილიონ ფუნტად ნაყიდი ფერნანდო ტორესის შესახებ რომ არ ეკითხათ. კაპიტანმა თქვა:

"ტორესი, ნიკოლა ანელკა და დიდიე დროგბა თანამედროვეობის საუკეთესო თავდამსხმელები არიან და თითოეულ მათგანს განსხვავებული სტილი და თვისება აქვს. მათ წინააღმდეგ თამაში მეტოქეებისთვის ძალიან უსიამოვნოა. მე ბედნიერი ვარ ამიერიდან ტორესის მეტოქე კი არა, თანაგუნდელი ვიქნები. კოპენჰაგენში მან შესანიშნავად ითამაშა. ერთადერთი, რაც მის თამაშს აკლდა გოლი იყო, მაგრამ ახალ ფეხბურთელებს შესაჩვევად და გოლის გასატანად ერთი-ორი თამაში ყოველთვის სჭირდებათ. ვფიქრობ, ფერნანდოსთვის შემდეგ სამშაბათს "იუნაიტედის" კარში გოლის გატანა "ჩელსიში" კარიერის შესანიშნავი დასაწყისი იქნება".

საინტერესო დეტალი:

ტერი ბავშვობიდან მანჩესტერ იუნაიტედის ფანია

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა