ვენის პროკურატურა ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ძიუდოში პეტერ ზაიზენბახერს ბრალად 11 და 13 წლის გოგონებთან სექსუალურ კავშირს სდებს
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, ძიუდოში ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონ, ავსტრიელ პეტერ ზაიზენბახერს არასრულწლოვან გოგონებთან სექსუალური კავშირი ედება ბრალად. ამის შესახებ Associated Press (AP) ვენის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება.

56 წლის ავსტრიელს ბრალი სამწლიანი გამოძიების შემდეგ წაუყენეს, საქმე კი ერთ-ერთი მისი მსხვერპლის განცხადების საფუძველზე აღიძრა.

ზაიზენბახერი ბრალდებულია 11 წლის გოგონას გაუპატიურებაში 1990 წლის ბოლო-2000-იანი წლების საწყის პერიოდში, როდესაც ის ერთ-ერთ სპორტულ კლუბში მუშაობდა. პროკურატურის ცნობით, ცნობილი ძიუდოისტის მსხვერპლი მთელი სამი წლის განმავლობაში იყო ძალადობის ობიექტი. მეორე ფაქტი, რომლის ფიგურანტი 13 წლის გოგონაა, 2004 წელს უკავშირდება. ამას გარდა, ზაიზენბახერს ბრალი 16 წლის გოგონასთან სექსუალური ძალადობის მცდელობის ფაქტზეც ედება - საქმე 2001 წელს, ხორვატიაში შეკრებას უკავშირდება. ამრიგად, თუკი ავსტრიელს ბრალი დაუმტკიცდა, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ოლიმპიური ჩემპიონის ადვოკატმა ბერნხარდ ლეხოფერმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ინფორმირებულია ბრალდების თაობაზე, თუმცა მასზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს, რათა "არ გაჩაღდეს მედიაცირკი".

კარიერის განმავლობაში პეტერ ზაიზენბახერმა ოქროს მედლები 86 კგ-მდე წონით კატეგორიაში ლოს ანჯელესის 1984 წლის ოლიმპიადაზე, ასევე, სეულში, 1988 წლის თამაშებზე მოიპოვა და ისტორიაში პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორ ოლიმპიურ თამაშებზე გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ზაიზენბახერი 2010-12 წლებში საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით იასპარეზა გუნდმა ლონდონის 2012 წლის თამაშებზე, სადაც ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა. საქართველოს შემდეგ ავსტრიელი სპეციალისტი აზერბაიჯანის ნაკრებს ჩაუდგა სათავეში, სადაც 2012-14 წლებში იმუშავა, 2015-ში კი კვლავ დაუბრუნდა გუნდს.

judo_judo
ნაცები რა შუაში არიან აქ თუ ჩემი ძმა ხარ :D სპორტს და პოლიტიკას ნუ ავურევთ
nemo
ნაცები აბა ნორმალურს ხომ არ მოიყვანდნენ
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პეტერ ზაიზენბახერი ისევ არ ჩანს
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
კიევის სასამართლომ პედოფილიაში ბრალდებული პეტერ ზაიზენბახერი გაათავისუფლა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...
საქართველოს ნაკრების ყოფილი მთავარი მწვრთნელი პედოფილიის გამო 5 წლით ციხეში ჩასვეს
ლიპარტელიანი ფინალშია, შავდათუაშვილი მერვედფინალში დამარცხდა - მსოფლიო ჩემპიონატის მესამე საშეჯიბრო დღე
ევროპის ჩემპიონატი: რა მოხდა ვარშავაში?
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
პედოფილიაში ბრალდებული საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი კიევში დააკავეს
პეტერ ზაიზენბახერის კიევში დაკავების კადრები [VIDEO]