ფეხბურთი და რწმენა

"ლეიტონ ორიენტი" ის გუნდია ფეხბურთის ასოციაციის თასზე "არსენალთან" ფრე, 1:1, რომ გაახერხა და ახლა "ემირეითს სთედიუმზე" გადათამაშება ელის? რას ნიშნავს "ლეიტონისთვის" ეს მატჩი? მთელს ინგლისში თამაშის პირდაპირ ტრანსლაციას და პირველი ლიგის გუნდისთვის ბევრ ფულს. "ლელოს" მკითხველმა იცის, რომ პირველი შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლეიტონის" გახარებულმა თავმჯდომარემ, ბერი ჰერნმა ფეხბურთელებს ლას-ვეგასში წაყვანა აღუთქვა. მისი მხრიდან ეს ერთგვარი დამატებითი პრემია იყო, მაგრამ 18 წლის ბელგიელმა პოლ-ჟოზე მპოკუმ გუნდთან ერთად ამერიკაში გაფრენა არ ისურვა. თავისი გადაწყვეტილება მან ასე ახსნა:

"ჩვენმა თავმჯდომარემ ისე გაიხარა, რომ უნდოდა დაუყოვნებლივ დავესვით კერძო თვითმფრინავში და ლას-ვეგასში წავიყვანეთ. ის მწვრთნელმა, რასელ სლეიდმა გააჩერა, რადგან რამდენიმე დღეში პირველ ლიგაში თამაში გვქონდა. მაშინ თავმჯდომარემ თქვა, რომ როგორც კი კალენდარი საშუალებას მისცემს, დანაპირებს აასრულებს. ბიჭებს ძალიან გაუხარდათ, მაგრამ მე ღრმად რელიგიური ადამიანი გახლავართ და ლას-ვეგასში არ წავყვები. ლას-ვეგასი აზარტული თამაშებისა და ცოდვის ქალაქია. თან, მე ჯერ 18 წლის ვარ და კაზინოებში არც შემიშვებენ".

ბელგიის 19 წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა, რომელიც კონგოშია დაბადებული, მიმდინარე სეზონში "ლეიტონ ორიენტის" შემადგენლობაში 22 შეხვედრა ჩაატარა. "არსენალთან" პირველ შეხვედრაში მან მხოლოდ 8 წუთი ითამაშა, თუმცა იმედოვნებს, რომ საპასუხო მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

"პირველ შეხვედრაში მხოლოდ 8 წუთი ვითამაშე, რაც ძალიან სამწუხაროა. მე ხომ ხშირად გამოვყავართ სასტარტო შემადგენლობაში, თუმცა იმ ისტორიულ მატჩში მონაწილეობის თუნდაც ცოტა ხნით მიღებაც ძალიან კარგი იყო".

დოსიე

პოლ-ჟოზე მპოკუ

18 წლის

კლუბი: ტოტენჰემი

ლეიტონში (იჯარა): 16 თ, 1გ.

ნაკრები: ბელგია უ-19, 6 თ, 4 გ.

დაიბადა: კინშასა (კონგო)

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე