2023 წლის მსოფლიოს თასის ჩატარებაზე პრეტენზიას სამი ქვეყანა: საფრანგეთი, ირლანდია და სამხრეთი აფრიკა აცხადებენ
"მსოფლიოს რაგბიმ" დაადასტურა, რომ 2023 წლის მსოფლიოს თასის ჩატარებაზე პრეტენზიას სამი ქვეყანა: საფრანგეთი, ირლანდია და სამხრეთი აფრიკა აცხადებენ.

ამ სამეულიდან ორს აქამდე უკვე უმასპინძლია მსოფლიოს საუკეთესო ნაკრებებისთვის. სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს თასის გათამაშება 1995 წელს, საფრანგეთმა კი 2007 წელს გამართა.

იყო მეოთხე კანდიდატიც - იტალია, რომელმაც ერთი კვირის წინათ მოხსნა კანდიდატურა. მიზეზად სახელმწიფოს მხრიდან გარანტიების არარსებობა დასახელდა. იტალიელები 2024 წელს რომში ოლიმპიური თამაშების გამართვას გეგმავენ. მათ მთელი ყურადღება და რესურსი სწორედ ამ ღონისძიების გამართვის უფლების მოპოვებისკენ აქვთ მობილიზებული.

"მსოფლიოს რაგბი" კანდიდატ ქვეყნებს რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებას სთხოვს. ესენია:

* საასპარეზო სტადიონები და ინფრასტრუქტურა.

* ღონისძიების კომერციული წარმატება, სწორი ფინანსური მოდელის შემუშავება.

* ოპერატიული სამსახურების მაღალი დონე.

* ხედვა, რომელიც აუმაღლებს სულისკვეთებას ადგილობრივ და უცხოელ ქომაგებს, ხელს შეუწყობს რაგბის განვითარებას ყველა დონეზე.

- გარემო და კლიმატი, რომელიც შესაბამისი იქნება მაღალი დონის ტურნირის ჩასატარებლად.

განვიხილოთ, როგორი შანსები აქვს თითოეულ აპლიკანტ ქვეყანას. წესით, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ირლანდია უნდა იყოს. ამ ქვეყანაში მსოფლიოს თასი არასდროს ჩატარებულა და "მსოფლიოს რაგბიშიც" სერიოზული ლობი ჰყავს. თუმცა, ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით და მსგავსი მასშტაბური შეჯიბრებების გამართვის გამოცდილებით ირლანდიელები სხვებთან შედარებით მოიკოჭლებენ.

საფრანგეთმა ახლახან ჩაატარა ევროპის ჩემპიონატი ფეხბურთში და 2023 წელს მით უფრო არ უნდა გაუჭირდეს მსოფლიოს ოცი საუკეთესო ნაკრების სტუმრობა.

არანაკლები შანსი აქვს, მსოფლიოს თასს უმასპინძლოს სამხრეთ აფრიკამ. ის, კონკურენტებისგან განსხვავებით, სარაგბო ქვეყანაა, ანუ აქ რაგბი სპორტის ნომერ პირველი სახეობაა და ასე იქნება კიდევ დიდხანს. ამასთან ერთად, სამხრეთაფრიკელებმა 2010 წელს მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლეს ფეხბურთში და ვუზვუზელას ზუვზუვით გააყრუეს მსოფლიო. რაგბის შემთხვევაში კაცობრიობას ეს "საფრთხე" არ ემუქრება, რადგან რაგბიზე ვუზვუზელა არ მოსულა.

ერთი სიტყვით, შანსი ყველას თითქმის თანაბარი აქვს. ვინ უმასპინძლებს მსოფლიოს თასს 2023 წელს, 2017 წლის ნოემბერში გაირკვევა.

ამასთან ერთად, გაირკვა, რომ 2027 წლის მსოფლიოს თასის ჩატარებაზე პრეტენზიას არგენტინა აცხადებს. "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი ბილ ბომონტი და მისი მოადგილე ავგუსტინ პიშო არგენტინაში იმყოფებოდნენ და ამ ქვეყნის რაგბის კავშირის განზრახვის თაობაზე განცხადება სწორედ მათი ვიზიტისას გაკეთდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მას შემდეგ, არცერთი ქართველი მორაგბე ანტისადოპინგო წესების დარღვევაში დადანაშაულებული არ არის" - საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
რეგიონული ლიგა | "არწივები" პირველ ლიგაში აღზევდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
21-წლამდელები ლატვიასთან და მალტასთან მატჩებისთვის მზადებას განაგრძობენ
ოფიციალურად - გრიზმანმა "ორლანდო სიტისთან" გააფორმა კონტრაქტი
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა პატრიარქის ხსოვნას სიონის საპატრიარქო ტაძარში პატივი მიაგეს
თანხა დასახელდა - "ბარსელონას" კანსელოს გამოსყიდვის შესაძლებლობა ექნება
მბაპე სრულიად გამოჯანმრთელდა - "რეალს" სეზონის მიწურულს ლიდერი უბრუნდება
საქმეში პირადად პერესი ჩაერთო - რას გადაწყვეტს ვინისიუსი და დასჭირდება თუ არა "რეალს" ახალი ვინგერი
"მანჩესტერთან" კავშირს საბოლოოდ გაწყვეტს - სანჩო ზაფხულში ახალ კლუბში გადავა
ჯერ პრემიერ ლიგაში დარჩით და მერე მოვალო - დე ძერბიმ "ტოტენჰემს" თანხმობა უთხრა
სეზონს სხვა მწვრთნელი ჩაამთავრებს - "სევილიამ" მატიას ალმეიდა დაითხოვა
სიტუაცია იცვლება და იძაბება - პსჟ-ის მორიგი სუპერ ტრანსფერისთვის კარგი შანსი ეძლევა
"დიეგო ღმერთი იყო, ის კი იესოა" - მარადონას შვილმა მამამისის შემდეგ "ნაპოლის" ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაასახელა
პსჟ მატჩის გადატანას ითხოვს - "ლანსი" წინააღმდეგია
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
"არსენალს" კვარაცხელიას დამატება გაუჭირდება - იქნება თუ არა სასარგებლო არტეტასთვის?
U21 | ახალგაზრდულმა მარტის მატჩებისთვის მზადება დაიწყო - პირველი ვარჯიში წყალტუბოში
საქართველოს ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
მენდეში, კვარაცხელია და დემბელე ერთად შეტევაში - როგორია ლუის ენრიკეს გეგმა და რისი იმედი აქვს "ლივერპულს"?
გადაწყდა - საფრანგეთის ნაკრებს სათავეში ზიდანი ჩაუდგება
რატომ არ უნდა მიიღონ 6 ერში საქართველო? - ინგლისელი ჟურნალისტი სარაგბო აპარტეიდზე საუბრობს!
მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი საქართველოს ეწვევა
დავინახოთ საქართველო! - მსოფლიო რაგბის თავკაცი 6 ერის გაფართოების მომხრეა
ორი წელიწადი იაპონიამდე - "ვებ ელისის" თასი ამომავალი მზის ქვეყანაში მოგზაურობს
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები 2019 წლის მსოფლიოს თასზე ერთ კვირაში გაირკვევა
ბილ ბომონტი კიდევ 4 წელი "მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტი იქნება
რაგბი. მსოფლიოს თასი 2023: საფრანგეთი ერთი ნაბიჯით წინაა
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა