ახალი საფეხბურთო არენა 7200 მაყურებელზეა გათვლილი და დღევანდელი მდგომარეობით, ტრიბუნები თანდათან საბოლოო სახეს იძენს
5 წელია, ზუგდიდი სტადიონის გარეშეა დარჩენილი. ცენტრალური არენა დადიანების სასახლის კომპლექსისა და ტურიზმის მოღონიერების გეგმებს შეეწირა, ისევე, როგორც ბათუმის მშვენიერი სტადიონი.

მას შემდეგ ზუგდიდელები თამაშობდნენ განმუხურში, ლანჩხუთში, სამტრედიაში, ბოლოს კი იმით ამოისუნთქეს, რომ საკუთარ რაიონში, ზემო ეწერში არსებული სტადიონი მოაწესრიგეს და შორს სიარული აღარ უწევთ.

ამასობაში, ზუგდიდის "ენგურქაღალდკომბინატის" ტერიტორიაზე ცენტრალური სტადიონის მშენებლობა გრძელდება და კლუბის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, სამუშაოები ურიგო ტემპით არ მიმდინარეობს.

საფეხბურთო არენა 7200 მაყურებელზეა გათვლილი და დღევანდელი მდგომარეობით, ტრიბუნები თანდათან საბოლოო სახეს იძენს. პროექტის მიხედვით, სტადიონს 10 შესასვლელი ექნება. ცალკეა გათვალისწინებული სახანძრო და სასწრაფო დახმარების მანქანების მისასვლელები.

ავტობუსების პარკინგი, ქომაგების, გუნდებისა და მედიის კუთხე კი დასავლეთ ტრიბუნასთან განთავსდება, ხოლო ტრიბუნების ქვედა მხარეს განლაგდება გუნდების გასახდელები, სველი წერტილები და მსაჯთა ოთახები, გარეთა მხრიდან კი - მაღაზიები და კვების ობიექტები.

პროექტის თანახმად, ასევე აშენდება სათადარიგო სტადიონი, რომელიც 1224 გულშემატკივარზეა გათვლილი. ძირითად მოედანზე ბუნებრივი საფარი იქნება, ხოლო სათადარიგოზე - ხელოვნური.

პროექტის ღირებულება 20 მილიონი ლარია. მშენებლობა 2017 წლის 30 სექტემბერს უნდა დასრულდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

xxx
საკლუბო ფეხბურთს რა ეშვგლება მე არ ვიცი
imeda
ყველგან უნდა გაკეთდეს კარგი სტადიონები და ჩემიპოინატის დონეც აიწევს და ნაკრებსაც დაეტყობა. ზოგი სტადიონი ყანასავითაა და იქ როგორ გაიზრდება ბავშვი
bebeto
ძალიან კარგი,ძალიან კარგი, ზუგდიდი ყოველთვის იყო ნიჭიერი ფეხბურთელების სამჭედლო ეს ქალაქი კარგ სტადიონსა და კარგ გუნდს იმსახურებს აქედან უნდა წამოვიდენ ნიჭიერი ბავშვები მერე ნაკრებებიც იხეირებენ.ეს ერთი და სხვა მრავალი სხვა ქალაქებშიც.
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე