"ჩელსის" ფეხბურთელებმა დიდიე დროგბამ და პეტერ ჩეხმა კალათბურთის ბურთს დაავლეს ხელი და ერთმანეთი სპორტის ამ სახეობაში გამოსცადეს
როგორც ჩანს, "ჩელსის" ბანაკში უკეთესი განწყობაა - ჩემპიონთა თასზე "კოპენჰაგენის" 2:0 დამარცხების შემდეგ დიდიე დროგბამ და პეტრ ჩეხმა გასართობად მოიცალეს. გუნდის საწვრთნელ ბაზაზე მათ კალათბურთის ბურთს დაავლეს ხელი და ერთმანეთი სპორტის ამ სახეობაში გამოსცადეს.

როგორც სურათზე ხედავთ, ინგლისის ჩემპიონებს "ნიუ ჯერსი ნეტსის" ფორმა აცვიათ. რამ გაახსენა ჩეხსა და დროგბას კალათბურთი და ნიუ ჯერსის გუნდი? საქმე ის გახლავთ, რომ მარტში, ისტორიაში პირველად, NBA-ს რეგულერული ჩემპიონატის თამაშები ევროპაში გაიმართება. ლონდონის O2 არენაზე "ნეტსი" "ტორონტო რეპტორს" შეხვდება. დაგეგმილია ორი შეხვედრა. პირველი 4 მარტს ჩატარდება, ხოლო მეორე - ხუთში.

დროგბა და ჩეხი დარწმუნებულები არიან, რომ ნიუ ჯერსელები გაიმარჯვებენ. 28 წლის მეკარე ჩეხი აბობს:

"მე კალათბურთის დიდი მოყვარული ვარ. ბავშვობაში, სკოლაში ვთამაშობდი და ძალიან მიყვარდა. კალათბურთის ერთგული მაყურებელი კი მაიკლ ჯორდანის გამო გავხდი. ის ჩემი საყვარელი კალათბურთელი იყო. "ტორონტოსთან", რასაკვირველია, "ნიუ ჯერსი ნეტსს" ვუგულშემატკივრებ."

მეგობრის მსგავსად, ჯორდანის თამაშის ცქერა დროგბასაც უყვარდა. თავდამსხმელმა თქვა: "კალათბურთის დიდი ფანი გახლავართ. სანამ ჯორდანი თამაშობდა NBA-ს ერთ თამაშსაც არ ვტოვებდი. დღესდღეობით "ნიუ ჯერსის" თამაშის სტილი მომწონს და O2-ზე მის საქომაგოდ წავალ."

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა