ქუთაისელმა ფალავანმა ფინალურ შეხვედრაში ბელორუსთა ქართველი, ევროპის მესამეპრიზიორი ბესიკ ჩუგოშვილი 7:0 დაჯაბნა
ყაზახეთის ქალაქ სემეიში დამთავრდა ბოლატ ტურლიხანოვის მემორიალი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, სადაც საქართველოდან ახალგაზრდულმა ნაკრებმა იჭიდავა.

ოღონდ ახალგაზრდების მთავარმა მწვრთნელმა ზაზა სილაგაძემ, შარშანდელის მსგავსად, ამჯერადაც მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონები წაიყვანა და თან ისევ სამი კაცი: რამაზ ზოიძე (66), გიორგი მელია (98) და ზვიად პატარიძე (130). ეს ტურნირი მხოლოდ ოლიმპიურ წონით კატეგორიებში ტარდებოდა, ანუ მხოლოდ 6 წონაში იმართებოდა, საპრიზო ფონდი კი საკმაოდ მაღალი იყო: 3000, 2000 და 1000 დოლარი.

ჩვენი სამეულიდან ყველაზე კარგად ქუთაისელმა პატარიძემ იჭიდავა - ევროპელთაგან "ახალგაზრდა ლომად" წოდებული ფალავანი ყაზახეთშიც ლომივით დაერია მეტოქეებს, ფინალში კი ბელაორუსთა ქართველი, ევროპის მესამეპრიზიორი ბესიკ ჩუგოშვილი 7:0 დაჯაბნა.

ჩუგოშვილმა არც ახლა უღალატა ქართველებთან ბინძური მეთოდებით ჭიდაობის ჩვეულებას და არც პატარიძეს დააკლო ხელი, თუმცა ლომი ამან ვერ შეაკრთო და გახეთქილი წარბის მიუხედავად, მეტოქეს ოდნავი შანსიც არ მისცა. არადა, ბელორუსი ფიზიკურად მასზე დიდი იყო, მაგრამ პატარიძემ ზუსტად ძალისმიერი ილეთით დააგდო 4-ქულიანზე და თან იქვე დაატრიალა. მოგვიანებით წრიდანაც იოლად გაიყვანა და უფროსებში პირველი ტიტული მოიპოვა.

ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონმა ჩვენებურმა მანამდე ოთხი შეხვედრაც ასევე დამაჯერებლად მოიგო. თავდაპირველად ყაზახ ჟალგასბაიევს ქულებით აჯობა წმინდად, მერე რუსეთის ვიცე-ჩემპიონი ვიტალი შური 6:0 ჩამოიცილა გზიდან, ნახევარფინალში კი უზბეკ მამუდ აბდულაევსაც აჯობა.

ზოიძე ამ ტურნირზე შარშანაც გამოვიდა და მესამე ადგილზეც გავიდა. ის ახალ ოლიმპიურ ციკლში ახალ წონაში - 71 კილოგრამში გეგმავს გადასვლას, მაგრამ, რადგან ეს არაოლიმპიური წონაა, ამიტომ ამჯერად ისევ 66-ში დარჩა. მან თავდაპირველად ორი შეხვედრა მოიგო მასპინძლებთან - დანიართან და გუჩიგოვთან, მაგრამ მეოთხედფინალში კიდევ ერთ მასპინძელ სულეიმანთან დამარცხდა. მომდევნო შეხვედრა იმანაც წააგო და ზოიძეც გამოეთიშა ტურნირს.

მელიაც მეოთხედფინალიდან გამოეთიშა შეჯიბრებას - ირანელ ბირანვანდისთან 0:1 დათმო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა