ინდოეთის ქალაქ პუნეში დამთავრდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაო მოიპოვა
ინდოეთის ქალაქ პუნეში დამთავრდა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა ორი ბრინჯაო მოიპოვა. ეს მედლები ტარიელ გაფრინდაშვილმა (74) და მამუკა კორძაიამ (97) მოიპოვეს.

ინდოეთში ჩვენგან ცხრა ფალავანი ჭიდაობდა, თუმცა გუნდი შერეული პრინციპით იყო დაკომპლექტებული, ანუ მასში ერთად იყვნენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების წევრები. სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის სხვა წარმომადგენლები უმედლოდ დარჩნენ.

გაფრინდაშვილმა წლეულს ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიოს პირველობებზე ორივეგან ბრინჯაოს მედალი ირგუნა და ამ მიჯნას ვერც ინდოეთში გადაახტა.

კორძაიამ პირველი შეხვედრა თანაგუნდელს, 23-წლიანებში ევროპის წლევანდელ ფინალისტ ირაკლი მწითურს მოუგო, ვინც 86-ის მოჭიდავეა, მაგრამ მწვრთნელმა გოჩა კირკიტაძემ ადგილზე ჩასვლის შემდეგ მისი 97-ში დაყენება გადაწყვიტა. თუმცა ეს შეხვედრა ფრედ, 4:4 დასრულდა, მაგრამ ახალგაზრდებში მსოფლიოს ფინალისტმა კორძაიამ დამატებითი მაჩვენებლებით იმარჯვა. მან გადამწყვეტ შეხვედრაში ყირგიზი მეტოქე დაამარცხა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა