16 ოქტომბერს ქართული ველოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი უკვე მეორედ გაიმართება
16 ოქტომბერს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკვე მეორედ გაიმართება ქართული ველოსპორტის ისტორიაში უპრეცედენტოდ მასშტაბური ველოფესტივალი.

ფესტივალის ორგანიზატორია bikes.ge. აქტივობები 12:00 საათზე დაიწყება და რამდენიმე საათი გაგრძელდება.

ველოფესტივალი "Bike Fest 2016" არის ქართული ველოსპორტის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიება, რომელიც აერთიანებს შეჯიბრებას ექსტრემალური ველოსპორტის სახეობა "Downhill"-სა და "Cross Country"-ში, ველოთამაშებს, სერვისის ე.წ. მასტერკლასს, ველოსიპედების გამოფენასა და სხვა გასართობ აქტივობებს.

ველორბოლა მოიცავს ორი კატეგორიის შეჯიბრს - Down Hill-ი, სწრაფი დაშვება და Cross Country, სამთო რბოლა. ორივე კატეგორიის შეჯიბრი გაიმართება კუს ტბის ტყე-პარკის ტერიტორიაზე. ბილიკის ზუსტი მონაცემები ცნობილი გახდება ფესტივალამდე 1 კვირით ადრე იმის ასაცილებლად, რომ არ მოხდეს გაუთვალისწინებელი შემთხვევები, ბილიკის დაზიანება, წინასწარ შესწავლა და ა.შ.

ველოთამაშები - სხვადასხვა სახის გასართობი თამაშები ველომოყვარულებისათვის, რომელშიც მონაწილეობის მიღება ნებისმიერი მსურველისთვის იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულები და გამორჩეულად აქტიური მონაწილეები დაჯილდოვდებიან საჩუქრებით.

Service Lab - მექანიკოსების ერთგვარი მასტერკლასი სპეციალურად Bike Fest-ისათვის. პროფესიონალების მომსახურება და რჩევები სრულიად უსასყიდლოდ ნებისმიერი მსურველისათვის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისინი ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ შეკითხვაზე გასცემენ პასუხს; ასევე, Service Lab-ზე გაიმართება ველოაკადემიის პრეზენტაცია.

ველოსიპედების, ნაწილების, აქსესუარებისა და ეკიპირების გამოფენა - 2017 წლის ველოინდუსტრიის წამყვანი ბრენდების, როგორებიც არიან: GHOST, KONA, AUTHOR, SR SUNTOUR, CANE CREEK, SAPIM, KORE, SPANK, FIVE TEN , 100%, BNB RACK, MITAS და MAXXIS-ის ახალი, 2017 წლის კოლექციის ჩვენება Bike Fest-ის სტუმრებისათვის.

GHOST-ის ყველასთვის ცნობილი მოდელების გატესტვის შესაძლებლობა ნებისმიერი მსურველისათვის სრულიად უსასყიდლოდ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ზემოთ ჩამოთვლილის გარდა, ფესტივალი გთავაზობთ სხვა მრავალ სასიამოვნო სიახლესა და სიურპრიზს, რომლის ნახვა უკვე 16 ოქტომბერს, ვაკის პარკში იქნება შესაძლებელი. ყველას, ვისაც სურს ჯანსაღ, სასიამოვნო და გასართობ გარემოში დროის გატარება, "Bike Fest 2016" ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვისაა. ფესტივალის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში ველოკულტურის განვითარებასა და, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ამ ლინკზე

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა