ენდიმ პეკინის ტურნირი მოიგო და გაამძაფრა ბრძოლა რეიტინგში პირველი ადგილისთვის
გასულ კვირას, მამაკაცთა შორის ორი ტურნირი გაიმართა - პეკინსა და ტოკიოში.

უფრო წარმომადგენლობითი შემადგენლობა ჩინეთში შეიკრიბა, რაც მაღალი საპრიზო ფონდით აიხსნებოდა. ჩინეთის ღია პირველობაზე უნდა ეთამაშა მოქმედ ჩემპიონს ნოვაკ ჯოკოვიჩს, მაგრამ ტრავმის გამო გამოიტანა განაცხადი.

სერბის არყოფნაში მთავარი ფავორიტი ენდი მარეი იყო, რომელმაც ფინალამდე ისე მიაღწია, რომ სეტი არ წაუგია. ყველაზე უცნაური მატჩი მას პირველ წრეში, რუს ანდრეი კუზნეცოვთან ჰქონდა. პირველი სეტის სასტარტო ექვს გეიმში ხუთი ბრეიკი დაფიქსირდა, რუსმა კი მატჩი ისე დაასრულა, რომ საკუთარი გეიმი ვერ მოიგო. კუზნეცოვის გარდა, მარეი ასევე ორ სეტში გაუსწორდა ანდრეას სეპის, კაილ ედმუნდსა და დავიდ ფერერს.

უფრო საინტერესოდ მომდინარეობდა ბრძოლა ბადის ქვედა ნაწილში. აქ ერთად მოიყარეს თავი რიშარ გასკემ, რაფაელ ნადალმა, გრიგორ დიმიტროვმა და მილოშ რაონიჩმა.

ფრანგმა მეორე წრეშივე წააგო პაბლო კარენო-ბუსტასთან, ნადალმა და დიმიტროვმა კი მერვედფინალში გაარკვიეს ურთიერთობა.

თამაშამდე ფავორიტად ესპანელი მიიჩნეოდა, რომელმაც კარგად დაიწყო ტურნირი და თან, ბულგარელთან ურთიერთშეხვედრებში 7:0-ს იგებდა. მაგრამ, ამჯერად, რაფამ ხეირიანად ბრძოლაც ვერ შეძლო ბულგარელის წინააღმდეგ. საათნახევარში დაშვებულმა 32-მა უნებლიე შეცდომამ მსოფლიოს მეოთხე ნომრის განადგურება გამოიწვია - 2:6, 4:6.

ყველა მოუთმენლად ელოდა ნახევარფინალში დიმიტროვისა და რაონიჩის დაპირისპირებას, მაგრამ კანადელმა ტრავმის გამო ვერ შეძლო კორტზე გასვლა, ასე რომ, მთავარი პრიზი მარეისა და დიმიტროვს უნდა გაეთამაშებინათ.

ურთიერთშეხვედრებში ბრიტანელი წინ იყო - 7:3. წელს მათ მოგებები გაცვალეს - მაიამიში ბულგარელმა სამ სეტში მოიგო, სამაგიეროდ, აშშ-ის ღიაზე მხოლოდ ხუთი გეიმი აართვა მსოფლიოს მეორე ჩოგანს.

დიმიტროვისთვის ფინალი კატასტროფულად დაიწყო - პირველივე გეიმში ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და ბრეიკი აჩუქა მეტოქეს. ენდიმ ეს უპირატესობა სეტის ბოლომდე არ დათმო.

პირველი პარტიის 4:6 წაგების შემდეგ, დიმიტროვმა მეორე სეტის მეხუთე გეიმში ისევ დათმო საკუთარი მოწოდება და თითქოს, მარეის მშვიდად უნდა მიეყვანა საქმე გამარჯვებამდე, მაგრამ 3:5-ზე, დიმიტროვმა ზედიზედ 10 ქულის მოგება შეძლო, აიღო ზედიზედ სამი გეიმი და საქმე ტაი-ბრეიკამდე მივიდა.

მე-13 გეიმში, თავდაპირველად, თანაბარი ბრძოლა მიდიოდა, რის შემდეგაც, დიმიტროვი ფორჰენდმა დააღალატა და ბულგარელმა ვერ შეძლო მატჩის გადამწყვეტ სეტში გადაყვანა. ენდიმ სეზონში მეხუთე და კარიერაში მე-40 ტიტული მოიგო. ამ სეზონში კიდევ 4500 ქულაა გასათამაშებელი და თუ გავითვალისწინებთ წლის მეორე ნახევარში ნოვაკ ჯოკოვიჩის პრობლემებს, რეიტინგში ლიდერობისთვის ბრძოლა დაძაბული უნდა გამოვიდეს.

იაპონიის ტურნირი 1972 წლიდან ტარდება და იქ ორჯერ გაუმარჯვია ადგილობრივი გულშემატკივრების კერპს კეი ნიშიკორის. ფანებს ამჯერადაც ეიმედებოდათ მსოფლიოს მეხუთე ჩოგანის, მაგრამ იაპონელს ტრავმამ შეუშალა ხელი.

ნიშიკორიმ ვერ შეძლო მეორე წრეში ჟოაო სოუზასთან მატჩის დასრულება და ამით, გზა გაუხსნა ფინალისკენ დავიდ გოფენს. როლან გაროსის მეოთხედფინალისტს არ გამოსდის სეზონის მეორე ნაწილი, თუმცა, ტოკიოში თავისი თამაში იპოვნა და ნახევარფინალში მარინ ჩილიჩი დამაჯერებლად დაამარცხა - 7:5, 6:4.

მეორე ფინალისტი გახდა ნიკ კირგიოსი, რომელმაც, მოულოდნელად, ყველა მეტოქეს გადაუარა. მეოთხედფინალში ავსტრალიელმა გაანადგურა ტომაშ ბერდიხის მძლეველი ჟილ მიულერი, ნახევარფინალში კი წლის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ მატჩში გაელ მონფილსს გაუსწორდა.

სამაგიეროდ, კირგიოსს ფინალში გაუჭირდა. გოფენმა პირველ სეტში ბრეიკი შეასრულა, ხუთი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და პარტიებში დაწინაურდა. მეორე სეტი პირველს ჰგავდა, ოღონდ, ამჯერად, ხუთი ბრეიკ-პოინტი ნიკმა მოიგერია და ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება. გადამწყვეტ სეტში დიდი ხანი თანაბარი ბრძოლა იყო, მაგრამ კირგიოსმა ბოლოსკენ მოახერხა მომატება და მეორე ბრეიკის აღებით, მატჩი თავის სასარგებლოდ დაასრულა - 4:6, 6:3, 7:5.

ნიკ კირგიოსმა მესამე ტიტული მოიგო სეზონში და დღეიდან, მე-14 ადგილზეა რეიტინგში, რაც კარიერის რეკორდია.

ტოკიო (იაპონია)

ფინალი

ნიკ კირგიოსი (ავსტრა, 6)-დავიდ გოფენი (ბელ, 5) 4:6, 6:3, 7:5.

პეკინი (ჩინეთი)

ფინალი

ენდი მარეი (ბრიტ, 1)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 6:4, 7:6(2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა
პირველი გამარჯვება სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ - ბასილაშვილი US OPEN-ზე ამჟამად ურეიტინგო ჩოგბურთელთან დამარცხდა
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
კვარაცხელიას 66 წუთი - პსჟ-მ "ბრესტს" მინიმალური ანგარიშით მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 სპაერი. ფავორიტის მძიმე გამარჯვება
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფემ" "დეპორტინოსთან" ქულები გაიყო
"ბრესტთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 2-2 დინამო (ბთ). ლიდერი ორშაბათამდე თუ..?
გოგლიჩიძე არ ათამაშეს - "მონცა" "ლეჩესთან" დამარცხდა
ქართველების გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ჰოლშტაინს" მოუგო
იეგოიანის "ექსელსიორი" სახლში "უტრეხტთან" დამარცხდა
ხვალ "სან სიროზე" სერია A-ში ჩაკვეტაძის დებიუტია მოსალოდნელი
"კრიტიკა არ მადარდებს" - დემბელემ "ოქროს ბურთის" მოგების შემდეგ მის მიმართ დამოკიდებულებაზე ისაუბრა
ნიკოლოზ ბასილაშვილი გუანჯოუს ჩელენჯერზე იასპარეზებს
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
ზაფხულის სატრანსფერო საგის მთავარი მონაწილე ტრავმირებულია
არაბეთიდან კატარში - ბროზოვიჩი აზიურ ტურნეს აგრძელებს
იქნება თუ არა დღეს კვარაცხელია ძირითადში - L'Équipe-ის პროგნოზი
"ზოგიერთმა მათგანმა ფეხბურთის შესახებ ბევრი არაფერი იცის" - კვარაცხელიას ჟურნალისტებმა შედარება სთხოვეს
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
ენდი მარეი კორტს მომდევნო თვეში დაუბრუნდება
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
Dailymail: ენდი მარეი ბალახის სეზონისთვის დაბრუნდება
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე, გუნდურ შეჯიბრებაში ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს - 20 ოქტომბრის დაიჯესტი
"28-ე ჩოგბურთელს სათამაშო პრაქტიკის გარეშე მოვუგე, არსად მივდივარ!" - მარეი ბასილაშვილთან მატჩის შემდეგ
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ენდი მარეი კორტს უბრუნდება
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
საჩოგბურთო ბალახის სეზონი: ფედერერი კვლავ პირველია, მარეი 1 წლის შემდეგ დღეს დაბრუნდება
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა