ალ-ხელაიფი ბრაზილიელისთვის ახალ შეთავაზებას ამზადებს
"პარი სენ-ჟერმენის" პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მზად არის, ნეიმარისთვის ბრძოლა ახალ ფაზაში გადაიყვანოს. ამ ზაფხულს მას უკვე ჰქონდა მცდელობა, "ბარსელონას" ბრაზილიელი ვარსკვლავისთვის "პარკ დე პრენსზე" ეკრა თავი, მაგრამ კატალონიელებმა ცივი უარი თქვეს ასტრონომიულ შეთავაზებაზე, ისევე, როგორც თავის დროზე უარით გაისტუმრა "რეალმა", კრიშტიანო რონალდოს ყიდვა რომ მოინდომა...

ალ-ხელაიფი ახალ წინადადებას ამზადებს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მორიგი შეთავაზება 222 მილიონ ევროს უტოლდება. მისი იდეაა, პსჟ ისეთ ევროპულ გრანდად აქციოს, ჩემპიონთა ლიგის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი რომ იქნება. ის ფიქრობს, რომ ნეიმარის პროექტში ჩადებული თანხა თავის დროზე აუცილებლად გამოიღებს ტკბილ ნაყოფს.

არადა, ამ ზაფხულს "საუკუნის გარიგება" თითქოს, არ იყო შორს. ფეხბურთელთან დაახლოებული წყარო ამტკიცებდა, რომ ნეიმარს პარიზისკენ მიუწევდა გული, სადაც მეგობრები - მარკინიოსი, ლუკას მოურა და ტიაგო სილვა ელოდნენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ნეიმარმა, ერთი ხანობა, შეაჩერა მოლაპარაკებები "ბარსელონას" მესვეურებთან, კონტრაქტის 2021 წლამდე გაგრძელების თაობაზე. ამას გარდა, მას ხელფასის სახით წლიურად 25 მილიონ ევროსაც ჰპირდებოდნენ...

"ბარსელონაში" კი ამტკიცებდნენ, რომ კონტრაქტი შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ იანვარში, უბრალოდ, ადმინისტრაციული წინაღობების გამო ივლისამდე ვერ მოხერხდა მისი გაფორმება.

თუმცა იმასაც ამბობენ, რომ ნეიმარის მამამ და აგენტმა ვაგნერ რიბეირომ ხელოვნურად შემოაგდეს პსჟ-ის თემა, რათა "ბარსელონა" უფრო მსუყე კონტრაქტზე წამოსულიყო. საბოლოოდ, კატალონიელთა ვარსკვლავმა უარი თქვა პსჟ-ის შეთავაზებაზე და, შესაბამისად, წლიურ 40 მილიონ ევროზე, "კამპ ნოუზე" დარჩენის სანაცვლოდ.

მაგრამ ამ ზაფხულის პერიპეტიები იყო მხოლოდ სტარტი ალ-ხელაიფის გეგმისა, რომელიც თავიდან უნდა ამუშავდეს მომავალი სეზონის წინ. შესაძლოა, ამითიც იყო გამოწვეული პარიზული გრანდის პასიურობა ამ ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე. გაჩნდა ეჭვი, რომ ალ-ხელაიფი სალაროს მომავალი კამპანიისთვის გაუფრთხილდა...

სხვათა შორის, აპრილში პსჟ-ის ყოფილი მწვრთნელი ლორან ბლანი ამბობდა, რომ მეგავარსკვლავის შეძენა გუნდს დაამსგავსებდა თავკომბალას, საპირისპიროდ იმისა, რასაც თავად ცდილობდა "პარკ დე პრენსზე" მუშაობის პერიოდში...

ასეა თუ ისე, პსჟ-ის მესვეურებმა, თუ მართლაც აპირებენ ნეიმარის ყიდვას, მომავალი ზაფხულისთვის 222 მილიონი ევრო უნდა გაამზადონ. სწორედ ეს არის ბრაზილიელის გამოსასყიდი თანხა, რომელიც 2018 წლისთვის 250 მილიონამდე გაიზრდება. თუმცა "ბარსაში" იმედი აქვთ, რომ ნეიმარს კონტრაქტის ბოლომდე შეინარჩუნებენ.

არადა, დაგეგმილია "კამპ ნოუს" მოდერნიზება, რასაც 600 მილიონი ევრო დასჭირდება და ნეიმარში აღებული თანხა მესამედით მაინც შეეხიდებოდა კლუბის სალაროს. ნუ გაგვიკვირდება, რომ ეს შეიძლება გახდეს კიდეც გადამწყვეტი ფაქტორი "ბარსელონას" ხელმძღვანელთა ინტერესების განსაზღვრაში.

მოკლედ, ვნახოთ. მომავალ ზაფხულამდე ჯერ კიდევ არის დრო და არ არის გამორიცხული, ბევრი რამ შეიცვალოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ელექტრულად მოძრავი, მეტოქის კოშმარი" - უცხოური სპორტული მედია ხვიჩა კვარაცხელიაზე
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
[VIDEO] ნეიმარის დუბლი და ცეკვა ვინისიუსის სტილში - "სანტოსმა" "ვასკო და გამა" დაამარცხა
[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა
"წადი და მსოფლიო ჩემპიონატი მოიგე!" - შაკილ ო'ნილმა ნეიმარს მიმართა
"თუ მზადაა, ანჩელოტიმ მუნდიალზე უნდა წაიყვანოს" - რონალდო ნეიმარს მხარს უჭერს
ოფიციალურად: ნეიმარმა "სანტოსთან" კონტრაქტი გაახანგლძრივა და მუნდიალზე წასვლის იმედი აქვს
"წინ დიდი გამოცდა გველოდება" - ალონსო პსჟ-სთან მატჩის წინ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ნეიმარის უცნაური არჩევანი - ბრაზილიელმა, მისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ნახევარმცველი დაასახელა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა