ჯერ უცნობია, რამდენ ხანს გამოტოვებს კანადელი
კანადური ჰოკეის მთავარი ვარსკვლავის სიდნი კროსბის კარიერას საფრთხე დაემუქრა.

"პიტსბურგ პინგვინზის" კაპიტანმა ბოლო წინასასეზონო მატჩი "კოლამბუსის" წინააღმდეგ გამოტოვა, რადგან შეუძლოდ გრძნობდა თავს. ორშაბათს, კროსბიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც ტვინის შერყევა გამოავლინა, - იტყობინება ჰოკეის ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებგვერდი. ჯერჯერობით უცნობია 29 წლის ჰოკეისტის აღდგენის ვადები.

"პიტსბურგი" ახალ სეზონს 14 ოქტომბერს, "ვაშინგტონთან" მატჩით იწყებს და დიდი ალბათობით, კროსბი ამ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

პირველი ტვინის შერყევა კროსბიმ 2011 წლის პირველ იანვარს მიიღო "ვაშინგტონთან" მატჩში. ამის შემდეგ, მან მთლიანად გამოტოვა 2010-11 წლების სეზონი. 2011-12 წლების რეგულარულში, ძველი ტრავის გამოვლინებების გამო, პიტსბურგელმა მხოლოდ 22 მატჩი ჩაატარა.

შეგახსენებთ, რომ კროსბისთვის 2016 წელი ძალიან იღბლიანია. ივნისში მან "პიტსბურგთან" ერთად სტენლის თასი მოიგო, ცოტა ხნის წინ კი მსოფლიოს თასის გამარჯვებული გახდა კანადის ნაკრების შემადგენლობაში. სიდნი კარიერაში ყველა დიდ ტიტულს ფლობს - ორჯერ იყო ოლიმპიური ჩემპიონი, ორჯერ სტენლის თასის მფლობელი, თითოჯერ მსოფლიოს ჩემპიონატისა და მსოფლიოს თასის გამარჯვებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა