ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ლაშა ჯაკობია – "მეტალისტიდან" ისევ დამიკავშირდნენ

ლაშა ჯაკობია – "მეტალისტიდან" ისევ დამიკავშირდნენ

29 წლის ქართველ ფეხბურთელს საქართველოში უფრო უჭირს გუნდის მოძებნა, ვიდრე უცხოეთში
ლაშა ჯაკობია უზბეკეთის ყველაზე ცნობილ კლუბ ტაშკენტის "ფახტაკორში" ისინჯებოდა, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში შეკრებაზეც გაჰყვა და მარიუპოლის "ილიჩოვეცთან" საკონტროლო შეხვედრაშიც მონაწილეობდა.

მართალია, უზბეკურ გუნდში არ დარჩენილა და ამაზე დიდად გული არც წყდება, დასანანი სხვა რამ იყო - "ფახტაკორის" ამჟამინდელ ხელმძღვანელობას საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს იაპონიის საფეხბურთო სამყაროსთან და ჯაკობია სწორედ ამის იმედად მიდიოდა.

- "ფახტაკორში" რატომ ვერ დარჩი?

- უზბეკებს უარი არ უთქვამთ. ცხადია, დიდი ხნის პაუზის შემდეგ, არ ვარ ფორმაში, მაგრამ შემომთავაზეს კონტრაქტი და ზაფხულამდე ერთ-ერთ უზბეკურში კლუბში განათხოვრება, რადგან აზიის ჩემპიონთა ლიგის განაცხადში ჩემს შეყვანას ვერ ახერხებდნენ. მაგრამ ასე დარჩენა არ მიღირდა.

- როგორც ვიცი, წინასწარ მოილაპარაკეთ, დარჩენისა და ფორმის აღდგენის შემთხვევაში, კლუბი იღებდა ვალდებულებას, ნახევარ ან ერთ წელიწადში იაპონიის ჯეილიგაში გაეშვი.

- დიახ, ასეთი ლაპარაკი მართლაც გვქონდა.

- ახლა სად ვარჯიშობ?

- არაბეთიდან ორი დღის წინ დავბრუნდი და დილაობით ჩემი ბავშვობის მწვრთნელი თემურ ლორთქიფანიძე მავარჯიშებს. მომწონს, ძალიან კარგი და სასარგებლო მეთოდი აქვს.

- დისკვალიფიკაციის გამო დიდი დრო გაგიცდა. 29 წლის ასაკში ამ დანაკარგის ანაზღაურება შესაძლებელი გგონია?

- სამწუხაროდ, მართლა დიდი დრო გამიცდა, წელიწადზე მეტიც და შეიძლება, სასწაულ დონეზე ვეღარ ვითამაშო, მაგრამ იმედი რომ არ მქონდეს, არც ვივარჯიშებდი. რეალურიც მგონია უკრაინის ჩემპიონატში დაბრუნება, მაგრამ ჯერ სათამაშო პრაქტიკა მჭირდება.

- რომელიმე ქართულ კლუბში თამაში არ გიფიქრია?

- რატომაც არა. ცხინვალის "სპარტაკში" ჩემი ჩარიცხვა გადაწყვეტილიც იყო, მაგრამ მერე მიზეზების გამო ვეღარ მოხერხდა. სხვათა შორის, არაბეთში ემზადებოდა კიევის "ობოლონიც", ერთ სასტუმროში ვცხოვრობდით, მისი მთავარი მწვრთნელი კი კარგად მიცნობდა და დამელაპარაკა, სამი თვე სადმე ითამაშე, ფორმა აღიდგინე და აგიყვანო.

- მოკლედ, ფეხბურთს დაუბრუნდი...

- იმედიც მაქვს და მონდომებაც. სერიოზულად ვვარჯიშობ და მჯერა, კიდევ შემიძლია მაღალ დონეზე თამაში. სხვათა შორის, გაჭირვების დროს უკრაინელებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ხარკოვის "მეტალისტის" მთავარი მწვრთნელი მირონ მარკევიჩი და სპორტული დირექტორი მიკავშირდებოდნენ და ჩემი ამბებით ინტერესდებოდნენ, მათაც იგივე მითხრეს, რაც "ობოლონის" მწვრთნელმა, ფორმა აღიდგინე და ზაფხულში აგიყვანთო.

"ილიჩივეცში" ორი ძველი თანაგუნდელის წინააღმდეგ ვითამაშე და ჩემი დანახვა ძალიან გაუხარდათ. კვლავ მინდა თამაში, მაგრამ საქართველოში უფრო მიჭირს გუნდის მოძებნა, ვიდრე უცხოეთში. ერთი ფეხი თუ წაგიცდება, აქ დიდ წითელ ხაზს გადაგისვამენ. ეს ჩემი ბრალია, მაგრამ როდესაც სწორ გზას დაადგები და მაინც იგივე მეორდება, გულდასაწყვეტია... არადა, მადლობა ღმერთს, ჯანმრთელად ვარ და რაც მთავარია, ფეხბურთზე ვფიქრობ და არა გართობაზე.

- "ფახტაკორშია" კახა მახარაძე, რომლის თამაშიც კარგა ხანია არ გვინახავს.

- კახა "ფახტაკორის" ლიდერია. გული დამწყდა, ასეთი ნიჭიერი ბიჭი უზბეკეთში არ უნდა იყოს, უკეთეს ლიგაში მოხვედრას იმსახურებს, თანაც 24 წლის არის. დარწმუნებული ვარ, კარგად თუ მოემზადება, უკრაინაში თავისუფლად ითამაშებს.

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა