ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

მოაწერა: ლიოვი 2012 წლამდე

მოაწერა: ლიოვი 2012 წლამდე

ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ საფეხბურთო კავშირი იოახიმ ლიოვს ახალ კონტრაქტს გაუფორმებდა

იმაში, რაც მსოფლიოს ჩემპიონატის წინ დიდად საეჭვო იყო, მუნდიალის შემდეგ, ეჭვი ფაქტობრივად აღარავის ეპარებოდა: გერმანიაში ყველა დარწმუნებული იყო იმაში, რომ საფეხბურთო კავშირი იოახიმ ლიოვს ახალ კონტრაქტს გაუფორმებდა და მოლოდინი გამართლდა. გუშინ იოგიმ და ბუნდესგუნდის მენეჯერმა ოლივერ ბირჰოფმა ახალ, ორწლიან ხელშეკრულებებს მოაწერეს ხელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ლიოვი გერმანიის ნაკრებს ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის (უკრაინასა და პოლონეთში) მოამზადებს.

„მიხარია, რომ ჩემი გუნდი გერმანიის ნაკრებში მუშაობას გააგრძელებს, - თქვა ლიოვმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე და იქვე დასძინა, - ვფიქრობ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები შედეგების შემდეგ (ბუნდესგუნდმა მესამე ადგილი დაიკავა), ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მე და ჩემს შტაბს დიდი პერსპექტივა გვაქვს. პირადად ჩემთვის, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატიც უდიდესი გამოწვევაა. ეს ამბავი ფეხბურთელებს გუშინ, ტექსტური შეტყობინებებით გავაგებინე, რადგან ისინი შვებულებაში არიან და შესაძლოა, ბევრი მათგანი გავაღვიძე კიდეც. რამდენიმე ფეხბურთელმა მიპასუხა. დასამალი არაფერია: შეტყობინებები პერ მერტეზაკერმა, მიროსლავ კლოზემ და ბასტიან შვაინშტაიგერმა გამომიგზავნეს. მომწერეს, გილოცავთ და დიდი მადლობა იმისთვის, რომ ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე რჩებიო.“

„ჩვენ ერთად უკვე ძალიან ბევრს მივაღწიეთ. ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ბუნდესგუნდს იოახიმ ლიოვი წვრთნის, გერმანიის ნაკრები მუდმივად პროგრესირებს და ამ გუნდს ამ სამწვრთნელო შტაბთან ერთად დიდი მომავალი აქვს. ახალი კონტრაქტების გაფორმებით, გერმანიის ნაკრებს წარმატება მომავალშიც გარანტირებული აქვს. ის გაუგებრობები, რაც წინა თვეებში მოხდა, უკვე დავიწყებულია და წარსულს ჩაბარდა. ჩვენთვის მუშაობის ახალი ეტაპი ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე იწყება,“ - ეს კი მენეჯერ ბირჰოფის სიტყვებია.

ლიოვთან და ბირჰოფთან ერთად, ახალი ხელშეკრულებები იოგის ასისტენტმა ჰანსი ფლიკმა და მეკარეების მწვრთნელმა ანდრეას კიოპკემაც გააფორმეს - ასევე ორ-ორი წლით.

რამდენიმე თვის წინ, ლიოვის გუნდსა და გერმანიის საფეხბურთო კავშირს შორის მოლაპარაკებები ჩიხში იმის გამო შევიდა, რომ საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ თეო ცვანციგერის თქმით, იოგიმ ზედმეტად დიდი ხელფასი და სრული ძალაუფლება მოითხოვა. მსოფლიოს ჩემპიონატზე ნაჩვენები კარგი შედეგების შემდეგ კი, ცვანციგერი უბრალოდ იძულებული იყო, ლიოვისთვის ახალი კონტრაქტი გაეფორმებინა. მისი განცხადებით, ცოტ-ცოტა ორივე მხარემ დათმო და ასე მიაღწიეს მხარეებმა კომპრომისს.

• მსქროლავი ტროლი

იმის თქმა გსურთ, რომ ჩვენს ბიჭებს მოტივატორები აკლიათ?!... რაღაც არა მგონია... და მაშინ რუსები, სულაც უცვლელი ჩემპიონები უნდა იყვნენ...

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა

თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო

როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა