ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯაბა ლიპარტია – საქართველოში ფეხბურთელად თავს ვერ გრძნობ

ჯაბა ლიპარტია – საქართველოში ფეხბურთელად თავს ვერ გრძნობ

ლუგანსკის "ზარიას" ახალწვეული - უკრაინულ კლუბზე, საქართველოს ნაკრებსა და ჩვენი ჩემპიონატის ნაკლოვანებებზე
თურქეთში მოსამზადებელ შეკრებაზე მყოფმა ლუგანსკის "ზარიამ" გასასინჯად ორი ქართველი ფეხბურთელი მიიწვია. სამწუხაროდ, ლევან ხმალაძეს კვლავ არ გაუმართლა: როგორც შარშან ისრაელში გასინჯვისას, ახლაც დაშავდა, ჯაბა ლიპარტიამ კი მწვრთნელებს თავი მოაწონა და 23 იანვარს უკრაინულმა კლუბმა "ვიტ ჯორჯიის" შემტევ ნახევარმცველს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

ვფიქრობთ, ამ საქმეში ბოლო როლი არ უთამაშია იმ ფაქტს, რომ ჯაბამ, ბევრი თანატოლისგან განსხვავებით, კარგად იცის რუსული და მოედანსა და ცხოვრებაში ურთიერთობის პრობლემა არ შექმნია.

ლუგანსკელები უკრაინის პრემიერლიგაში 19 ქულით მე-12 ადგილზე არიან, მეორე წრეს კი 5 მარტს განაახლებენ. მანამდე "ზარია" კვლავ თურქეთში ემზადება და საკონტროლო შეხვედრებს ატარებს. ანატოლი ჩანცევის გუნდი და ქართველი საკმაოდ კარგად გამოიყურებიან. დასტურად მოსკოვის "ლოკომოტივის" 3:0-ით დამარცხებაც გამოდგება, სადაც ჯაბა ლიპარტიამ 86 წუთი ითამაშა და მორიგი საგოლე გადაცემა გააკეთა.

გუშინ კი ლუგანსკელებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა "როსტოვთან" ჩაატარეს. ჯაბა კვლავ ძირითად შემადგენლობაში იყო და სტანდარტულებს ასრულებდა. "როსტოვის" კართან ორჯერ სახიფათო მომენტი მის წამოწყებულ კომბინაციას მოჰყვა, მაგრამ "ზარიამ" შეტევა ვერ განავითარა. ჯაბა 75-ე წუთზე გიული მანჯგალაძემ შეცვალა, მატჩი კი 1:1 დასრულდა.

ჯაბა ლიპარტიას გუშინ დავუკავშირდით და ინტერვიუ ჩამოვართვით.

- ბოლო წლებში უკრაინულ კლუბში ქართველების ჩარიცხვა საკმაოდ გაძნელდა. ამის გათვალისწინებით, ალალად რომ ვთქვათ, შენი დარჩენა გაგვიკვირდა.

- ასეთი შეფასება არ მიკვირს და გეთანხმებით, უკრაინის ჩემპიონატისა და კლუბების დონე ძალიან გაიზარდა, ჩვენი მოთამაშეების მოხვედრა კი, არა მხოლოდ უკრაინაში, ბევრ არასაფეხბურთო ქვეყანაშიც გაძნელდა.

- "ზარია" შენით როდის დაინტერესდა?

- უკრაინაში "ვიტ ჯორჯია" ხშირად ემზადებოდა და ადგილობრივ გუნდებთანაც ბევრჯერ გვითამაშია. ერთხელ, "ზარიასთან" საკონტროლო შეხვედრაში პენალტი გამოვიმუშავე და ლუგანსკელებს ჩემი შეძენა ჯერ კიდევ ორწელიწადნახევრის წინაც სურდათ. იმ დროს გუნდს ანატოლი ვალაბუევი ავარჯიშებდა. სამწუხაროდ, მიზეზების გამო, მაშინ ტრანსფერი არ გამოვიდა.

- შენი უკრაინულ კლუბში ჩარიცხვა იმიტომ გაგვიკვირდა, რომ აზერბაიჯანულ "ყარაბახში" ვერ დარჩი.

- ვერ კი არა, "ყარაბახში" თავად არ დავრჩი. აზერბაიჯანელების მწვრთნელს შეკრებაზე მივყავდი და ტრანსფერის საკითხი იქ გადაწყდებოდა. ჩემი აზრით, იქაც მქონდა კონტარქტის გაფორმების რეალური შანსი, რადგან მწვრთნელს მოვწონდი და ეს პირად საუბარშიც მითხრა. თუმცა თბილისში ჩამოსულს მითხრეს, რომ "ზარიას" ვარიანტი ისევ გამოჩნდა და უკრაინული კლუბის წინადადებას დაუფიქრებლად დავთანხმდი.

- არ შეგეშინდა, ორივე ვარიანტი რომ დაგეკარგა?

- სიმართლე გითხრათ, რატომღაც დარწმუნებულიც კი ვიყავი, რომ უკრაინელები ახლა მაინც დამტოვებდნენ. მართლაც ასე მოხდა, 3-წლიანი კონტრაქტი გავაფორმე და დღეს უკვე "ზარიას" ფეხბურთელი ვარ. მეგობრული გუნდია, კარგად მიმიღეს და შეგუება არ გამჭირვებია.

- უკრაინელების უმძიმესი ვარჯიშები ყველასთვის ცნობილია. მძიმე დატვირთვებს როგორ შეეგუე?

- დატვირთვები მართლაც მძიმეა და ყოველ მესამე დღეს ვთამაშობთ. მიუხედავად ამისა, არ გამჭირვებია და ადვილად შევეგუე. ალბათ, იმიტომ, რომ გუნდში დარჩენის დიდი სურვილი მქონდა და ფსიქოლოგიურად გამიადვილდა.

- შენი აზრით, "ზარიას" ძირითადში მოხვედრის შანსი გაგაჩნია?

- ჩანცევმა ყველა საკონტროლო შეხვედრა შემადგენლობაში მათამაშა და თითქმის ყველა - 90 წუთი. რაც მთავარია, ვგრძნობ მწვრთნელისა და თანაგუნდელების ნდობას და ამის გამო ვფიქრობ, რომ უკრაინის ჩემპიონატს ძირითადში დავიწყებ. თუმცა, წინასწარ ლაპარაკი არ მიყვარს, 5 მარტს ჩემპიონატის პირველი თამაშია და გამოჩნდება, მწვრთნელი მენდობა თუ არა.

- უკრაინელების ფეხბურთსა და ტემპსაც იოლად შეეჩვიე?

- პრობლემა არ მქონია. სხვათა შორის, "ზარია" ტექნიკურ ფეხბურთს აჩვენებს და ეს ძალიან მომწონს.

- ჩვენ და უკრაინულ ფეხბურთს შორის ყველაზე დიდი განსხვავება რა არის?

- ქართველებისგან განსხვავებით, უკრაინელები ინდივიდუალურად ნაკლებს მოქმედებენ და ძალიან ბევრს მოძრაობენ. მოკლედ ასე შეიძლება ითქვას.

- შენ რა პოზიციაზე გათამაშებენ?

- ცენტრალური ნახევარმცველის ამპლუაში.

- მართალია, სანაკრებო შეხვედრებამდე მთელი თვეა დარჩენილი, მაგრამ წინასწარი ინფორმაცია გექნება, შეკრებაზე გამოძახებას გიპირებენ?

- არა მგონია, ხორვატია-ისრაელისთვის გამომიძახონ.

- საქართველოს ჩემპიონატიდანაც გიწვევდნენ და უკრაინული კლუბის 23 წლის ფეხბურთელმა იმედი დაკარგე?

- მე არც მითქვამს, რომ იმედი საერთოდ გადამეწურა. ნაკრებში თამაში ყველა ფეხბურთელის ოცნებაა, მე კი ყოველთვის შევეცდები ისეთ ფორმაში ვიყო, ნაკრების მწვრთნელთა ყურადღება დავიმსახურო. შემდეგ მწვრთნელების გადასაწყვეტია, გამომიძახებენ თუ არა. ვნახოთ, რა იქნება, იმედი ნადვილად არ დამიკარგავს.

- "ზარიაში" მუდმივი ნომერი თუ გადმოგცეს?

- ოფიციალური პრეზენტაცია მალე გაიმართება, თუმცა მითხრეს, რომ 10 ნომრით ვითამაშებ.

- ეს პრესტიჟული ნომერია და იმაზე უნდა მეტყველებდეს, რომ მწვრთნელი ძირითადის მოთამაშედ გთვლის.

- მაგალითისთვის გეტყვით, ყველა სტანდარტულს მე მასრულებინებს, ასეთ დავალებას კი მწვრთნელი მხოლოდ იმ მოთამაშეს აძლევს, რომელსაც ძალიან ენდობა. ისედაც ვგრძნობ, რომ ძალიან მენდობა და რა თქმა უნდა, ეს ამბავი მახარებს.

- უკრაინაში შენი წასვლა იმიტომაც არის დადებითი მოვლენა, რომ ჩვენი ჩემპიონატი ძალიან დაბალი დონისაც არ ყოფილა, ეტყობა, ფეხბურთელები კიდევ იზრდებიან.

- ჩვენი ჩემპიონატი სავსეა ნიჭიერი ბიჭებით, "მკვდარი" კი სხვა მიზეზების გამო არის.

- რა მიზეზების გამო?

- მიზეზებზე ლაპარაკი არ მინდა, მხოლოდ ერთ-ერთს ვიტყვი - სამწუხაროდ, ჩვენ ჩემპიონატში ფეხბურთელი თავს ფეხბურთელად ვერ გრძნობს.

- რატომ?

- თუ რატომ, ეს ყველამ კარგად იცის...

- ჩვენთვის უცნობი ბიჭია შემტევი ნახევარმცველი გიული მანჯგალაძე. მასზე რას იტყვი?

- კარგის მეტს არაფერს! ძალიან ტექნიკური და ნიჭიერი ბიჭია. ჯერ მხოლოდ 18 წლისაა და ყველაფერი წინ აქვს. ჩემი აზრით, 19-წლამდელთა ნაკრებს ძალიან გამოადგება, დასაკარგი ბავშვი ნაღდად არ არის. ძლიერი რომ არ იყოს, უკრაინის უმაღლესი ლიგის გუნდი მისი ასაკის ფეხბურთელს შეკრებაზე არ წაიყვანდა. გიული "ზარიაში" გავიცანი, პიროვნულადაც კარგია ბიჭია და თუ მოინდომებს, სერიოზულ დონეზეც ითამაშებს.

• daTo

ჯიგარი ხარ ჯაბა.აქაურ მწვრთნელებს ერთი დიდი ავტომატი უნდა აიღო და გადაუარო ამათი.

• Shoda

როგორც წესი ნამდვილი ქართველისთვის ქვეყნის დატოვება ძალიან მტკივნეულია და ზოგიერთისთვის ტრაგიკულიც კია, მაგრამ ისინი ამას იმიტომ აკეთებენ რომ იძულებულნი არიან. ეს საკმარისად რთული და მტკივნეული თემაა, ამ და ამის მსგავს საკითხებზე იოლად საუბარი მარტო უზნეო სააკაშვილს და მისი მთავრობის ერთუჯრედიან წარმომადგენლებს შეუძლიათ. -- ხოლო რაც შეეხება იმ ახალგაზრდებს, რომლებიც სიხარულით ტოვებენ საქართველოს, ნიჭი რომ ქონდეთ იმისა, რომ პრობლემას უფრო ღრმად და სხვანაირად შეხედონ, მაშინ სიხარულით კი არ გაიქცევოდნენ. - ამ ბიჭს ერთი სული ჰქონდა როდის წავიდოდა, იმიტომ რომ ოჯახში ზრდიდნენ ასე.

• otar

- ჩვენი ჩემპიონატი სავსეა ნიჭიერი ბიჭებით, "მკვდარი" კი სხვა მიზეზების გამო არის. თქვი დალოცვილო რის გამოა თუ არავინ ილაპარაკა პრობლემებზე არასოდეს არ მოგვარდება.

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა

მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა

ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში

ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა

საქართველო 3:2 ყირგიზეთი

39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა

"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა

"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია

"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს

რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა

ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს

საქართველოს ნაკრები - ორი მარცხი და ორი ადგილით უკუსვლა რეიტინგში

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე და პსჟ-ს საბრძოლო ფრე "სტრასბურგთან"

"შავი ლომი" | არის რევანში - "ჩიტასი" დამარცხებულია

მიქაუტაძემ შეიძლება "ბეტისთან" ვერ ითამაშოს - ცნობილი გახდა მიზეზი

"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

კვიპროსში კლუბის პრეზიდენტი მოკლეს, რომელიც მატჩების "ჩაწყობაში" ფიგურირებდა

საქართველო - ესპანეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს