გამოკითხვაში მონაწილეობას ასევე ერიკ კანტონა, ლუის სუარესი, დევიდ ბექჰემი, რობერტ პირესი და მეტ ლე ტისიე იღებენ
ბრიტანული საიტი dreamteamfc.com ატარებს გამოკითხვას, თუ ვინ არის ინგლისის პრემიერლიგის ყველა დროის საუკეთესო 7-იანი.

მასში მონაწილეობას "მანჩესტერ სიტის" ყოფილი ქართველი შემტევი გიორგი ქინქლაძეც იღებს, რომელიც გამოკითხვას დიდი უპირატესობით ლიდერობს კიდეც. მეორე ადგილზე "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდოა.

"ეს არჩევანი 90-იანი წლების ბოლოს მხოლოდ "საუთჰემპტონის" კარში გატანილი გოლის გამოც შეგვეძლო გაგვეკეთებინა.

იხილეთ ვიდეო

ეს გოლი რაღაცით დიმიტრი პაიეს მიერ "მიდლსბროს" კარში გატანილ გოლს ჰგავდა, მაგრამ ქინქლაძის გოლი მილიონჯერ უკეთესი იყო. ის ბრწყინვალე 7-იანი იყო, რომელიც თავისი ტექნიკით სულ გვაოცებდა. ქინქლაძეს მანჩესტერში საკულტო გმირის სტატუსი აქვს", - წერს საიტი ქართველზე.

ქინქლაძის და რონალდოს გარდა, გამოკითხვაში მონაწილეობას ასევე ერიკ კანტონა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ლუის სუარესი ("ლივერპული"),  დევიდ ბექჰემი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), რობერტ პირესი ("არსენალი") და მეტ ლე ტისიე ("საუთჰემპტონი") იღებენ. ხმის მიცემა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

სოსო
თქვენ გიოს მისტირით,მაგრამ მარტო გიო?იმ თაობის ნაკრები გაიხსენეთ,ბევრმა საკმაოდ მაღალ დონეზე ითამაშა უცხოეთში,მაგრამ დიდხანს ძალიან ცოტამ.ტრავმებმა აიძულეს მათგან მეტი წილი,ფეხბურთს დამშვიდობებოდა და ამის მიზეზი ალბათ ის იყო,რომ საქართველოში მაშინ შეუძლებელი იყო სრულფასოვანი ვარჯიში და ევროპაში წასულები მიდრეკილები იყვნენ ტრავმებისაკენ.თან საქართველოს ჯოჯოხეთიდან ევროპის სამოთხეში მოხვედრილი პატარა ბიჭები მენტალურადაც აღარ იყვნენ მზად სრული მობილიზაციისათვის.ასე რომ მთლად გიოს სიზარმაცეც არ უნდა იყოს მისი დაკარგვის მიზეზი. აფსუსი კია გიოს ასე უტიტულოდ გადავლა.
გიორგი
აქ ზოგიერთს ტავი მოაბეზრა ქინქლაძის გახსენებამ მაგრამ არა მანჩესტერში და ზოგადად ინგილისში. მარტო ის რად ღირს რომ პრემიერლიგის საუკეტესო მეშვიდე ნომრის გამოსავლენად გამიკითხვის ჩამტარებელმა საიტმა ქინქლაძე შეიყვანა რონელდო და კომპანიისტან ერთად. მნიშვნელობა აღარ აქვს იქ რომელ ადგილს დაიკავებს.
ლაშა
შეფასება ობიექტურიც და სუბიექტურიც ინდივიდუალური. ფაქტი ის არის, რომ მართლაც ნიჭიერი და ბრწყინვალე მონაცემების მქონე ფეხბურთელს არავითარი შედეგისთვის არ მიუღწევია, არც ნაკრების არც კლუბის დონეზე. მაშინდელი "სიტი" დღევანდელისგან განსხვავებით, საშუალო დონის გუნდი იყო და პრემიერლიგაში დარჩენა იყო მისი გეგმა. აქედან გამომდინარე, გიოს შედარება ამ სტატიაში ჩამოთვლილ "7" ნომრებთან არასწორად მიმაჩნია. ქინქლაძე არასოდეს ყოფილა მსოფლიო დონის ვარსკვლავი. იგი მხოლოდ იმ პერიოდის "სიტის" ფანებს და ქართველ გულსემატკივრებს ახსოვთ. მათ შორის მეც გახლავართ და ყოველთვის დიდი მოლოდინი გვქონდა, მაგრამ არ(ვერ) გაამართლა. მიზეზის ძებნა(სიზარმაცე, ჟინის ნაკლებობა, ჟორდანია, თუ სხვა რამ) მხოლოდ ბავშვურ თავის მართლებას გავს. გიო ქინქლაძე იყო ისეთი, როგორიც იყო. მორჩა და გათავდა. ის რომ ყოფილიყო მეტად შრომისმოყვარე, მიზანდასახული, რკინის დისციპლინის მქონე, მუდმივად რეჟიმში მყოფი, უმეგობრო და განვითარებისკენ მსწრაფი, გიო ქინქლაძე აღარ იქნებოდა. რას იზამ, უცხოეთსიც და საქართველოშიც არაერთი მსგავსი ფეხბურთელი იყო და იქნება. მაგალითად, ჯორჯ ბესტი, რომელიც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი მიაჩნდათ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ მოასწრო(ჩემპიონთა თასი, ინგლისის ჩემპიონობა, ევროპის საუკეთესო ფეხბურტელი) ალკოჰოლს და ქალებს შეალია კარიერა. უნიჭიერესი და გალოთებული პოლ გასკოინი და უამრავი სხვა. საქართველოში უმცროსი მიხეილ მესხიც კმარა, რომელსაც მამაზე არანაკლებ ფეხბურტელად მიიჩნევდნენ, თუმცა ის ცოტას თუ ახსოვს.
მსქროლავი ტროლი-s
რუსების აგიტატორო, რამდენჯერ უნდა გითხრან შენ ქართულ სპორტს ნუ ეხებიო, რომ შეიგნო და მოშორდე აქედან?
სკეპტიკოსებს (ან შეგნებულ მტრებს)
მარტო 1981 კი არა!!!! ბორის პაიჭაძე, მესხი მესხი და კიდევ მესხი. ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, (81-ის თაობას აღარ გავაგრძელებ ძალიან გრძელი სიაა), ქინქლაძე, ქეცბაია, შოთი არველაძე, კობიაშვილი (90-იანების სიაც ძალიან გრძელია), კალაძე და რა არ გყოფნით რომ აღიაროთ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. წაიკითხეთ უყურეთ ფილმებს მესხზე ყიფიანზე წაიკითხეთ როგორ იხსენებენ უცხოელი ლეგენდები ქართველ ლეგენდებს. მაგრამ რა უნდა დაგარწმუნო როცა ცხვირ წინ გაქვთ ყველაფერი და ვერ ხედავთ.
სკეპტიკოსებს (ან შეგნებულ მტრებს)
მარტო 1981 კი არა!!!! ბორის პაიჭაძე, მესხი მესხი და კიდევ მესხი. ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, (81-ის თაობას აღარ გავაგრძელებ ძალიან გრძელი სიაა), ქინქლაძე, ქეცბაია, შოთი არველაძე, კობიაშვილი (90-იანების სიაც ძალიან გრძელია), კალაძე და რა არ გყოფნით რომ აღიაროთ საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა. წაიკითხეთ უყურეთ ფილმებს მესხზე ყიფიანზე წაიკითხეთ როგორ იხსენებენ უცხოელი ლეგენდები ქართველ ლეგენდებს. მაგრამ რა უნდა დაგარწმუნო როცა ცხვირ წინ გაქვთ ყველაფერი და ვერ ხედავთ.
L.E.S არის სხვა ნიკში ჩამალული
ქართველების მოძულე, მსქროლავი ტროლი.
Gvardi
იმ თაობამ ბევრი ვერაფერი გააკეთა მაგრამ ერთადერთი ”საშვილიშვილო” საქმე საქართველო-არმენია 7-0 ია.))
ბესო
სამწუხაროდ ქინქლაძის ნაირი ფეხბურთელი ქართულ ფეხბურთში არ იქნება თუ ბავშვობიდან არ მივაჩვიეთ დრიბლინგს,ფინტს,რასაც დღევანდელ ბავშვთა სკოლებში უზღუდავენ პატარებს ინდივიდუალურ თამაშს ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებს ისინი ქინქლაძეები ვერ გაიზრდებიან.
SHAVI PIARI DA UBADRUKOBA
ამ ხალხს რომ მოვუსმინოთ, ქართული ფეხბურთი უნდა ავკრძალოთ და კარგი ფაქტი ცუდის სიმრავლის გამო უნდა დავმალოთ. - ესენიან უგუნურები არიან, ან სპეც-ბანდა, რომელიც ასეთი გესლის ნთხევით ცდილობს (სხვათა შორის, დიდი ხანია) ქართველებში საკუთარ თავის რწმენა ჩაკლან.

რაც მიწერია არ არის ცინიზმი, ეს სიმართლეა და ის ტკივილი რაც ასეთი უნიკალური ნიჭის ტყუილად დაკარგვას მოყვა. თქვენი არ ვიცი და მე ქინქლაძის გამო მიხაროდა ფეხბურთის ყურება და მან სპორტული დანაშაული ჩაიდინა მთელი ერის წინაშე. მას არ ქონდა უფლება ასე უაზროდ გაეფლანგა უდიდესი ნიჭი და ეს უმეტესწილად სიზარმაცის და ზედმეტი თვითდაჯერების გამო მოხდა.(ვინც მაშინდელი საფეხბურთო სიტუაციის აზრზეა, მათთან ერთად მეც ასევე ვთვლი რომ ჟორდანიამ დაასაფლავა ქართული ფეხბურთის გამორჩეული თაობის ნიჭი) მას ყველაფერი ისე გამოსდიოდა რომ ზოგჯერ ვარჯიშსაც აღარ თვლიდა საჭიროდ და ეს ჩემი მოგონილი არაა. რაც შეეხება ბასტენს ვიცი როცა დანება თავი ფეხბურთს, მაგრამ მისი დაბრუნება არ იყო ისეთი როგორც ტრავმამდე და იმიტომ ვთვლი რომ მან საოცარი ფეხბურთი 26 წლამდე ითამაშა.
shoda
გაივიგოთ ხალხო, რომ ეს ლეს-ები, და კვეს-ები არ არიან ქართველები და ამიტომაც იბოღმებიან, მათი ჩხავილი უკვე 1981 წლიდან ჩამესმის! -ერთი მათგანი ლეს-ი წერს: ერთ გოლს გადაგვაყოლესო. ერთი კი არა - უამრავი და თითქმის ყველა მისი გოლი სილამაზეა!!!
L.E.S-ს, "აფსუს კია"-ს და "დაასვენე ის კაცი..."-ს სტილში!
"შენ რაზე წუხდე(ბოდ)ი"? დაისვენე, რაღა! სხვათაშორის, ეს გამოკითხვა "აქოური" არაა. ა რ ა ! პ.ს.ქინქლაძე მართლა ძალიან მაგარი ფეხბურთელი იყო და საერთოდაც, იმ თაობამ უფრო მეტს რომ ვერ მიაღწია, გულდასაწყვეტია. ისე, სწორედ ამათმა მოუგეს უელსს 5:0!
FEOLA
badri-ს... ბადრი,არ არის მხოლოდ მისი ბრალი... მისი ბრალი არი ამაში არის მცირე,სხვის ბრალთან შედარებით... თუ გაინტერესებს,მოგცერ,თუ რატოა ასე...
FEOLA
....-ს... მართალი ხარ,ხმების 90 პროცენტი სულ საქართველოდან იქნება... მაგრამ,დანარჩენი რაც გიცერია არის უადგილო ცინიზმი... და სხვათა შორის,ტკვილიც გამოგირევია,რადგან ბასტენმა არა 26 ცლის ასაკში,არამედ 29 ცლის ასაკში დაანება თამაშს თავი... რაც შეეხება gio-ს სმს-ს... გიო,სამცუხაროდ ქინქლაძე არ იკო მსოფლიო დონის ვარსკვლავი... შეეძლო რო კოფილიკო,მაგრამ... ლომის ცილი ამაში დინამოს მაშინდელ თავკაცობას უდევს,ჟორდანიას და მის ძმაკაცებს... და ქინქლაძის სიზარმაცე ამასთან შედარებით ზღვაში ცვეთია...
L.E.S-s
ძალიან ნაცნობი აზრები გაქვს, თინა ხიდაშელზე რატომ არაფერი არ დაუმატე?
badri
ქინქლაძის დონის ფეხბურთელი საქართველოს არ ჰყოლია. ვუნდერკინდი იყო და თუ რამე დააკლდა, მხოლოდ მისი ბრალია.
badri
L.E.S მინდა გითხრა მაშინდელი დინამო და მერე ქინქლაძე იყო თუ იყო .მე არასდროს მომბეზრდება მათი გახსენება. ბავშვივით მიხარია, როცა ვიდეო ჩანაწერებს ვუყურებ და ძალიან მეამაყება. შენ კიდევ ხშირად უყურე დღევანდელ დინამოს და ვაი ფეხბურთელებს თუ ასე მოგწონს.
patrioti
ოხ გიორგი ქინქლაძე, ყოველდღე საცემი დღემდე, იმისთვის რომ ის სიმაღლე რომელიც შეგეძლო მიგეღწია დაიზარე. ცემა ხუმრობაა რა თქმა უნდა
araferi ar eshvelebat amat
ღმერთს მადლობა რომ ცოტა გვყავს ქართველები რომლებსაც ქართველის კარგი არ უხარიათ და შურით კრუნჩხვებში ვარდებიან, იმის მაგიერ რომ შევიდნენ ინგლისურ საიტზე და ქინქლქძეს ხმა მისცენ, აქ ბოღმებს აფრქვევენ ეს ვაიქართველები.
gio
უნდა იამაყოთ რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავი გვყავდა
L.E.S
ყველამ მაპატიოს მაგრამ 1981 წლის დინამოს გამარჯვების და ქინქლაძის ოდესღაც პრემიერლიგაში გაბწყინების ინტენსიური გახსენებები უკვე მოსაბეზრებელი ხდება...როგორც ერთ ქართულ ფილმშია: "აფსუს კია"... "დაასვენე ის კაცი იქა და დაგვასვენე ჩვენცა"...

ხმებს ალბათ მხოლოდ საქართველოდან აძლევენ დარწმუნებული ვარ. რონალდუს არა მესის და მარადონასაც გადაასწრებს, პელე ხომ მაგასთან რა მოსაყვანია. სასაცილოა ფეხბურთელი რომლის გუნდიც გასავარდნ ზონაზე მაღლა არასოდეს არ ამოწეულა ერთი გოლის გამო გააღმერთო ისიც ინგლისში. კარგით ერთი, სინდის ნამუსიც კარგი საქონელია ზოგჯერ. 26 წლისას მოუხდა ვან ბასტენს ფეხბურთისთვის თავის დანებება ტრავმის გამო, მაგრამ ამ დროში მან მთელი ეპოქა შექმნა. ამან რა ქნა მთელი კარიერის განმავლობაში, ჭამას და ძილს გადააყოლა თავისი ნიჭი.
ზურა
92,2% აქვს უკვე ქინქლაძეს
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
საზონოვი "ხეტაფეში" ტრანსფერის 120-წამიანი დაგვიანების გამო ვერ გადავიდა
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
ბექჰემმა თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
რონალდო ზამთარში შესაძლოა, MLS-ში წავიდეს
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
დიდი ალბათობით, სუარესი დეკემბერში კარიერას დაასრულებს
ოფიციალურად: ქოჩორაშვილის "სპორტინგმა" გიოკერესის შემცვლელი დაიმატა
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
[VIDEO] 38 წლის ლუის სუარესის შედევრი "პალმეირასთან"
[VIDEO] ისე, როგორც საუკეთესო წლებში - მესიმ და სუარესმა შოუ დადგეს
ბექჰემმა, თავისი აზრით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
სუარესი ქოჩორაშვილის თანაგუნდელი ხდება - "სპორტინგი" გიოკერესის წასვლის შემდეგ ბომბარდირს იმატებს
სუარესმა "სიეტლის" სტაფის წევრს, რომელსაც შეაფურთხა, ბოდიში მოუხადა
"ერთ ისტორიას მოგიყვებით და მიხვდებით "ბარსელონა" როგორ უყვარს" - ბექჰემმა მესიზე ისაუბრა