ბრძოლა "იუვეს" კონკურენტობისთვის, თუ ვინ იქნება მეორე
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების ფავორიტი რომ "იუვენტუსია", ამაზე ყველა თანხმდება, მაგრამ რომელი გუნდია ტურინული გრანდის მთავარი კონკურენტი, რთული სათქმელია. ერთი ხანობა, უფრო "რომაზე" ჩამოდიოდნენ ფსონს, შემდეგ "ნაპოლიზე", მაგრამ მთლიანობაში ორივე გუნდის თამაშს არასტაბილურობა გასდევს ფონად.

ამ უქმეებზე, "სტადიო სან პაოლოზე" "ნაპოლი" "რომას" უმასპინძლებს და ეს მატჩი აქედანვე იწვევს დიდ ინტერესს. გავეცნოთ საინტერესო კომენტარებს მოახლოებული ჯახის შესახებ.

მაურიციო სარი (ნაპოლი): "წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება, რომელიც უშეღავათო ბრძოლაში ჩაივლის. იქნები ბევრი ბრძოლა, ვნება და ემოცია, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ და საჭირო მომენტში, ცივსისხლიანად ვიმოქმედოთ. "რომას" აქვს ჩავარდნები, მაგრამ თქმა არ სჭირდება, რომ ძალიან ძლიერი გუნდია და ჩემი აზრით, სკუდეტოსთვის იბრძოლებს. მილიკის ტრავმა? - დიდი დანაკლისია, თუმცა რას ვიზამთ, მის გარეშე მოგვიწევს ფონს გასვლა".

ლუჩანო სპალეტი (რომა): "ნეაპოლში თამაში ურთულესია და ეს არაერთხელ გამომიცდია საკუთარ თავზე. ჩვენც და მეტოქეც შემტევ ფეხბურთს ვთამაშობთ და შესაბამისად, წინ საინტერესო მატჩი გველის. გამოავლენს თუ არა ეს თამაში "იუვენტუსის" მთავარ კონკურენტს? - ასეთ ფორმულირებას არ ვეთანხმები, რადგან წინ გრძელი სეზონია და შესაბამისად, კიდევ ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს. დიახ, ეს არის ბრძოლა 6 ქულისთვის, მაგრამ არა "იუვეს" მთავარი კონკურენტის გამოსავლენად".

ფრანჩესკო ტოტი (რომა): "ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა ქალაქში, ნეაპოლშიც მოსაგებად ჩავდივართ, თუმცა სხვა ქალაქებისგან განსხვავებით, იქ ამის გაკეთება ჯოჯოხეთურად რთულია. მეტოქე შეგვიტევს და პრესინგს შემოგვთავაზებს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ, რადგან მხოლოდ ასე მივაღწევთ წარმატებას. თუ "ნაპოლის" ბურთი დავუთმეთ, სასურველ მიზანს ვერ მივაღწევთ. ვიქნები თუ არა ძირითად შემადგენლობაში? - ამას მხოლოდ მატჩის დღეს გავიგებთ და ნუ გავუსწრებთ წინ მოვლენებს".

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "გამოავლენს თუ არა ეს მატჩი "იუვენტუსის" მთავარ კონკურენტს? - ვფიქრობ, ერთ კონკრეტულ მატჩს ამხელა მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. წინ საინტერესო თამაშია, სასწორზე კი 6 ქულა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს. ჩვენ უნდა ვისარგებლოთ კონკურენტთა თამაშით და მათთან ფორა გავზარდოთ. ასე რომ, წინ უაღრესად მნიშვნელოვანი ტურია".

კლაუდიო რანიერი (ლესტერი): "მაურიციო სარიმ განაცხადა, რომ "იუვენტუსი" სკუდეტოს მოპოვების უმთავრესი პრეტენდენტია. ეს მართლაც ასეა და სწორია, როდესაც მწვრთნელი ვითარებას ჯანსაღად აფასებს. უნდა აღიარო, რომ ფავორიტი კონკურენტია, შენ კი მშვიდად გააგრძელო მუშაობა. თუმცა, გარწმუნებთ, რომ გულის სიღრმეში, სარი ოპტიმისტია და ის ნამდვილად უმიზნებს საჩემპიონო ტიტულს. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ლუჩანო სპალეტისა და მის "რომაზე" - შესაბამისად, წინ ძალიან საინტერესო მატჩი გველოდება, რომელსაც მეც ინტერესით მივადევნებ თვალს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
დაბრუნება სამშობლოში? - დიბალას ცნობილი არგენტინული გუნდი ეპატიჟება
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
ისევ არ გამოცხადდა - გაუვა ლუკაკუს "ნაპოლისთან" ურჩობა?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"სკუდეტო? - რატომაც არა" - "ლაციო" ჩემპიონატის მოგებაზე ოცნებობს
[VIDEO] ფრე "რომასთან" - "მილანი" 21 მატჩში დაუმარცხებელია
"იუვენტუსის" კარში გატანილი გოლი მის გამო არ აღვნიშნე" - ოსიმენის დასაფასებელი ჟესტი
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
"სარი "ნაპოლიში" არ დაბრუნდება; სამაგიეროდ, კონტეზე გეტყვით, რომ..." - იოლანდამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
"ასე მხოლოდ წარუმატებელი და არშემდგარი ადამიანები იქცევიან" - დე ლაურენტისმა სარი მიწასთან გაასწორა
შესანიშნავი ამბავი. სპალეტი ალისონის გადაბირებას ცდილობს - მამარდაშვილი ბრაზილიელის შესაცვლელად მზადაა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] ალისონმა "ნაპოლი" "რომასთან" წაგებას გადაარჩინა
"ნაპოლიმ" ლუკაკუს ულტიმატუმი წაუყენა
"ნაპოლიდან", რომ დამიკავშირდნენ, ტირილი დავიწყე... ღამე ვერ ვიძინებდი" - ინსინიემ ახსნა, რატომ ვერ დაბრუნდა "პარტენოპეიში"
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მაურიციო სარის ოთხი კლუბი ეპატიჟება
"სასწრაფოდ იყიდეთ კვარაცხელია!" - როგორ ეტრფის მაურიციო სარი ხვიჩას 2019 წლიდან
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
ტოტიმ დაადასტურა - ლეგენდარული იტალიელი "რომას" უბრუნდება
"უკანალში გაჭედილი საგანი ხარ" - სარიმ მოურინიოს "კომპლიმენტი" უძღვნა
კასანოს თქმით, ლობოტკას ტრანსფერზე "იუვენტუსი" და "ინტერი" ფიქრობენ - რას გადაწყვეტს სლოვაკი?