საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტებზე სამ მატჩს გამართავს. აქედან ორს თბილისში ჩაატარებს. 12 ნოემბერს იაპონიის წინააღმდეგ ითამაშებს, ერთი კვირის თავზე კი სამოას ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. მესამე, ბოლო ტესტ-მატჩში "ბორჯღალოსნები" 26 ნოემბერს სტუმრად, კილმარნოკში შოტლანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

"მსოფლიო რაგბიმ" გამოაქვეყნა იმ მსაჯების სია, რომლებიც ნოემბრის ტესტებს მოემსახურებიან.

საქართველო-იაპონია

12 ნოემბერს "ბორჯღალოსნებისა" და "საკურების" მატჩზე არგენტინელი რეფერი ფედერიკო ანსელმი იმსაჯებს. აღსანიშნავია, რომ იგი უფრო ცნობილია, როგორც 7-კაცა რაგბის მსაჯი. 2012 წლიდან აქტიურად მსაჯობს კლასიკურ რაგბიში. ანსელმის აქამდე საქართველოსთვის არ უმსაჯია.

კიდეებზე მას ფრანგი პასკალ გოზერი და უელსელი დენ ჯოუნზი დაეხმარებიან. აღსანიშნავია, რომ პასკალ გოზერმა ბოლოს მსოფლიო თასზე, "ოლ ბლექსის" წინააღმდეგ გამართულ მატჩში გვიმსაჯა. დენ ჯოუნზი კი 2010 წელს, რუმინეთში საქართველო-ნამიბიის მატჩის არბიტრი იყო.

საქართველო-სამოა

ერთი კვირის შემდეგ, 19 ნოემბერს თბილისში სამოა გვეწვევა. მატჩს ფრანგი ალექს რუიზი გაუძღვება. მან "ბორჯღალოსნებს" სულ ორჯერ უმსაჯა, 2014 წელს რუსეთის და 2015 წელს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ.

რუიზს კიდეებზე ინგლისელები, ტომ ფოლი და ჩვენთვის ძალიან კარგად ნაცნობი ჯეი პი დოილი დაეხმარებიან. ფოლის საქართველოსთვის აქამდე არ უმსაჯია, ხოლო დოილი ბოლოს, წლევანდელი ოკეანეთის ტურნეს დამაგვირგვინებელ მატჩში, ფიჯისთან გაისარჯა.

შოტლანდია-საქართველო

ნოემბრის ტესტების დასასრულს, 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, პირველად ვეთამაშებით შოტლანდიას. მატჩი 26 ნოემბერს კილმარნოკში გაიმართება, რომელსაც ინგლისელი მეთიუ ქარლი განსჯის. ქარლიმ აქამდე მხოლოდ ერთხელ, წლევანდელ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე რუსეთის წინააღმდეგ სოჭში გვიმსაჯა.

კიდეებზე მას ფრანგი მატიო რეინალი და უელსელი დენ ჯოუნზი დაეხმარებიან. რეინალმა აქამდე ორჯერ გვიმსაჯა, ორჯერვე თბილისში, 2012 წელს რუსეთთან და 2015 წელს ირლანდიის A ნაკრებთან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო