ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

როგორ მოვხვდეთ 2019 წლის საკალათბურთო მუნდიალზე?

როგორ მოვხვდეთ 2019 წლის საკალათბურთო მუნდიალზე?

ევრობასკეტი 2017-ის შემდეგ ევროპული კალათბურთის ისტორია მთლიანად შეიცვლება
ქართველი გულშემატკივარი მოუთმენლად ელის ევროპის 2017 წლის ჩემპიონატის წილისყრას. 22 ნოემბერს, სტამბოლში გაირკვევა, რომელ ქვეყანაში, რომელ ჯგუფში მოვხვდებით და ვინ იქნება ჩვენი მეტოქე.

ევრობასკეტი 2017-ის შემდეგ ევროპული კალათბურთის ისტორია მთლიანად შეიცვლება. თუ აქამდე კონტინენტური პირველობა ორ წელიწადში ერთხელ იმართებოდა, 2017-ის შემდეგ ოთხწლიან ციკლში ჩაჯდება. მომდევნო ევროპის ჩემპიონატი 2021 წელს იგეგმება. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ფიბამ, რომელმაც თავისი ძალაუფლება ყველა რეგიონულ ორგანიზაციაზე განიმტკიცა, მათ შორის ფიბა-ევროპაზე.

ლოგიკურად ჩნდება შეკითხვა: რა უნდა ვაკეთოთ 2021 წლამდე? ამ საკითხზე ფიბას ბევრი აქვს ნაფიქრი და გადაწყვეტილია, რომ კალათბურთში ისეთივე კალენდარი ჩამოყალიბდეს, როგორც ფეხბურთში - ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატები ოთხ წელიწადში ერთხელ გაიმართოს.

მარტივად რომ ვთქვათ, ამა თუ იმ ნაკრების ოთხი წელი ასეთი იქნება: პირველ წელს მუნდიალის შესარჩევი, მეორე წელს მუნდიალი, მესამეს ევრობასკეტის შესარჩევი, მეოთხეს ევრობასკეტი. შუალედში, რა თქმა უნდა, ოლიმპიადა ჩაჯდება, ოღონდ მას ცალკე შესარჩევი არ ექნება, გუნდები მსოფლიო ჩემპიონატში ნაჩვენები შედეგების მიხედვით მოხვდებიან ოლიმპიურ თამაშებზე.

მუნდიალი 2019

გავარკვიეთ, რომ 2017 წლის შემდეგ ევრობასკეტი 2021-ში ჩატარდება. მანამდე, 2019 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი გველის.

ჯერ ფორმატზე: მონაწილეთა რაოდენობა გაიზარდა - მასში 5 აფრიკული, 7 ამერიკული, 8 აზია-ოკეანეთისა და 12 ევროპის ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. სულ 32.

მუნდიალზე ორი ჯგუფური ეტაპი რომ გაიმართება, ამ და სხვა ნიუანსებს ახლა არ ჩავუღრმავდებით, სადღეისოდ ჩვენთვის საინტერესოა, რა გზა უნდა გავიაროთ, რომ მუნდიალი 2019-ზე მოვხვდეთ.

დავიწყოთ იქიდან, რომ 2017 წელს ევრობასკეტის დასრულების შემდეგ გუნდები ორ დივიზიონად გაიყოფა. პირველში მსოფლიო ჩემპიონატის საგზურის მაძიებელი ნაკრებები მოხვდებიან, მეორეში - ევრობასკეტი 2021-ის. რადგან საქართველოს ნაკრები ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე ითამაშებს, პირველ დივიზიონში მოხვდება, რომლის მატჩებიც 2017 წელსვე დაიწყება.

აი, ყველაზე მთავარი ცვლილება, რაც ფიბას ფორმატის შეცვლას მოჰყვა: თუ 2003 წლიდან 2017-მდე ევროპული ნაკრებები წლის განმავლობაში მხოლოდ ერთი თვე თამაშობდნენ ოფიციალურ მატჩებს, ამიერიდან შეხვედრები მთელ კალენდარულ წელზე გადანაწილდება და ქომაგს 11-თვიანი მოლოდინი აღარ მოუწევს.

პირველი დივიზიონი იგივე მუნდიალის შესარჩევი ციკლია. იგი ორ ეტაპად გაიმართება. პირველზე ევროპის 32 საუკეთესო ნაკრები (ესპანეთიან-ლიტვიანად) 8 ოთხგუნდიან ჯგუფად გაიყოფა, საიდანაც სამ-სამი საუკეთესო მეორე ჯგუფურ ეტაპზე გადავა. 8 ჯგუფის ბოლოადგილოსნები კი მეორე დივიზიონის საუკეთესოებთან ერთად განაგრძობენ გზას ევრობასკეტი 2021-სთვის.

პირველი დივიზიონის საწყის ეტაპზე მატჩები ასე განაწილდა: 2017 წლის 20-28 ნოემბერი (რაც იმას ნიშნავს, რომ ევრობასკეტის შემდეგ ჩვენს ნაკრებს ორ თვეში კიდევ ექნება ორი ოფიციალური მატჩი), 2018 წლის 19-27 თებერვალი, 2018 წლის 25 ივნისი-3 ივლისი.

დავასახელეთ 6 რიცხვი. ოთხგუნდიან ჯგუფში ჩვენს ნაკრებს სწორედ 6 შეხვედრის ჩატარება მოუწევს (შინ და გარეთ). ყველა მატჩს ოქროს ფასი ექნება: მართალია, მეორე შესარჩევ ეტაპზე ოთხიდან სამი გადის, მაგრამ იქ იქმნება ოთხი ექვსგუნდიანი ჯგუფი. ექვსიდან სამი პირველი ეტაპის ერთი ჯგუფის წარმომადგენელი იქნება.

მარტივად რომ ავხსნათ, მაგალითი მოვიხმოთ: ვთქვათ, პირველ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ჯგუფში მოხვდა ესპანეთთან, იტალიასა და რუსეთთან. ბოლო ადგილზე რუსეთი გავიდა, ის ბრძოლას 2021 წლის ევრობასკეტისთვის განაგრძობს. საქართველო, იტალია და ესპანეთი კი მუნდიალი 2019-ის მეორე შესარჩევ ეტაპზე გადავლენ.

სამივე ერთ ჯგუფში მოთავსდება სხვა ჯგუფის ტრიოსთან ერთად. საქართველოს, იტალიასა და ესპანეთს საწყის ეტაპზე ერთმანეთში მოგროვილი ქულები გადაჰყვებათ და ურთიერთში საქმის ხელახლა გარჩევა აღარ მოუწევთ. ისინი დანარჩენ სამ გუნდთან შინ და გასვლაზე ექვს მატჩს ითამაშებენ.

საბოლოოდ ყველას 10-10 თამაში მოუგროვდება და სწორედ ამის შემდეგ გაირკვევა მუნდიალის მონაწილეთა ვინაობა - მეორე ეტაპის თითო ჯგუფიდან მსოფლიოზე 3-3 საუკეთესო ითამაშებს.

კინაღამ გამოგვრჩა მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩების განრიგი: 2018 წლის 3-18 სექტემბერი, 2018 წლის 26 ნოემბერი-4 დეკემბერი, 2019 წლის 18-26 თებერვალი.

ესეც ასე, მსოფლიოს ჩემპიონატსაც მივადექით, რომელსაც ოფიციალურად ასე ჰქვია: ფიბას საკალათბურთო მსოფლიო ჩემპიონატი 2019. მას ჩინეთი უმასპინძლებს.

ევრობასკეტი 2021

გგონიათ ყველაფერი მუნდიალზე მოხვედრით დასრულდა? მას ხომ ოლიმპიადა მოსდევს (2020 წელს)?! ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებში მსოფლიოს ჩემპიონატის რჩეული გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.

ხოლო ისინი, ვინც 2020 წელს ოლიმპიადით არ იქნებიან დაკავებულნი, კონტინენტური ჩემპიონატებისთვის ითამაშებენ შესარჩევს. ევროპაში საქმე ასე იქნება: 2019, 2020 და 2021 წლებში გაიმართება ორი შესარჩევი ეტაპი. პირველზე ითამაშებენ ის გუნდები, რომლებიც 2019 წლის მუნდიალზე ვერ მოხვდნენ (მეორე დივიზიონიდან გადმოსულები და მსოფლიოს შესარჩევის მეორე ეტაპიდან გამოვარდნილები).

ევროპის ჩემპიონატის მეორე შესარჩევზე "ბებერი კონტინენტის" საუკეთესო 32 ნაკრები მოიყრის თავს, ოთხგუნდიან 8 ქვეჯგუფად განაწილდება და ევრობასკეტის საგზურს თითოეული ჯგუფის სამი საუკეთესო მიიღებს (სულ 24).

მკითხველს უნდა დავეთანხმოთ, ერთ მცირე სტატიაში მომდევნო 5 წლის გათამაშებებისა და მათი ფორმატის მარტივად ჩატევა რთულია. თუმცა ვეცადეთ, ეს პუბლიკაცია ზედმეტობებით არ დაგვეტვირთა და გულშემატკივრისთვის მარტივად აღსაქმელი ყოფილიყო.

დანარჩენს მომავალი ხუთი წელი გვიჩვენებს. ჩვენს ნაკრებს ჯერ ევრობასკეტი აქვს სათამაშო, რომელიც გლობალურადაც ისტორიულია და ქართველებისთვისაც შესაძლოა, სწორედ ასეთი აღმოჩნდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zviadi

mundial (ესპანურად)-world(ინგლისურად)

• daCi

ხალხო მუნდიალი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს კი არ აღნიშნავს მარტო :)) მუნდიალი- ნიშნავს მსოფლიოს ქართულად. ვაი ჩვენს პატრონს, მუნდიალი მარტო პეხბურტის ჩემპიონატი რომ გგონიართ :D

• გიო

კიდევ ერთხელ აღიარება იმის რო ყველა სპორტის მამა ფეხბურთია და ასე იქნება ყოველთვის მუნდიალი.

• Z.LO

მართლაც რა მუნდიალი!?

• შმუნდიალი

ვა, უკვე კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატსაც მუნდიალი დაერქვა? ეს ქართული ჟურნალისტიკის შთამბეჭდავი გამარჯვებაა! ვფიქრობ დროა ვიზრუნოთ, რომ სხვა ჩემპიონატებსაც მუნდიალები დავარქვათ. ძიუდოს მუნდიალი, - რითაა ცუდი? ჭრიკიშვილი - ძიუდოს მუნდიალის გამარჯვებული. ან კიდევ, მუნდიალი ბატუტზე ხტომაში, მუნდიალი ჭადრაკში (ნონა და მაია მუნდიალის მრავალგზის გამარჯვებულები), მუნდიალი კარატეში, მუნდიალი სასტენდო სროლაში (სალუქვაძე გვყავს მთავარი მუნდიალისტი). მაგარი სიტყვაა ეს მუნდიალი, თანაც "ცისფერი მთებივით" ორი სიტყვისგან კი არ შედგება!

• gulshematkivari

არც მე მგონია ეს ფორმატი ჩვენი ნაკრებისთვის იყვეს მომგებიანი.ფაქტიურად მთელი წლის განმავლობაში უნდა იყვნენ მზად უმაღლეს დონეზე სათამაშოდ,რაც ძნელი იქნება;ჩვენი ნაკრები ხომ სინამდვილეში 4-5 მაღალი კლასის მოთამაშის გუნდია.შეთამაშებას რომ თავი დავანებოთ,ზოგს ტრამვა ექნება,ზოგი ვერ ჩამოვა მუდამ და ...,მუდამ ოპტიმალურ ფორმაში ვერ შევხვდებით თამაშებს,რაც ძალიან დაგვეტყობა.

• shota

კარგია 11 თვიანი მოლოდინი რომ არ მოგვიწევს, მაგრამ ნბა-ში მოთამაშე კალათბურთელები ვერ ჩამოვლენ ასეთი განრიგით, ასევე პრობლემური იქნება ევროლიგის გუნდებში მოთამაშე კალათბურთელების გამოშვება.. შემდეგ შეთამაშება.. მოკლედ ჩვენთვის სახარბიელო ფორმატად არ ჩანს ამ ეტაპზე

• zaza ვაჟას (სტატიის ავტორს)

და ნბა–დან მოთამაშებს გაანთავისუფლებენ შესარჩევებისთვის?

• dato

ვერაფერი ვერ გავიგე. გააკეთონ ისე როგორც ფეხბურთშია, რას ბოდავენ ამ ფიბაში. ფიბა ძალიან გავს ფანტაზიორობაში საქართველოს და არგენტინის ფეხბურთის ფედერაციებს.

• მდა

ვეთანხმები სტატიის ავტორს რთულად აღსაქმელი სტატიაა, მაგრამ რუსეთი რომ ჯგუფში ჩატოვე ვაჟა ეს უკვე პოზიტივია ;)

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა

ფიბას მარკეტინგისა და კომუნიკაციების შეხვედრაზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მუშაობა შეფასდა

ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა

საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა

ზაზა ფაჩულია: ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული [I ნაწილი]

რუდი გობერი ფიბასა და ევროლიგის კონფლიქტზე: ასე გაგრძელება არ შეიძლება

ფიბამ ნაკრებები დაალაგა - რომელ კალათში მოხვდა საქართველო?

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

ფიბამ პაატა გურასპაულს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

ოპერაცია გადაწყდა - ბექა ბურჯანაძე კალათბურთს კიდევ 5 თვე ვერ ითამაშებს

ფიბა VS ევროლიგა: ფიბამ დღეები გაწერა

შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით - საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა

[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89

ფიბას ახალი პრეზიდენტი ნიანგი გახდა

ზაზა ფაჩულია: თავი არ დაგვიზოგავს... [II ნაწილი]

ზაზა ფაჩულია: ამან ერთგვარად დააჩქარა ნაკრებთან გამოთხოვების პროცესი

იგორ კოკოშკოვი სლოვენიას აღარ გაწვრთნის