ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ნუკრი რევიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ნუკრი რევიშვილმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

ამასთან, რევიშვილმა საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და თბილისის "დინამოს" მეკარე ნუკრი რევიშვილმა Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

ამასთან, რევიშვილმა საუკეთესო კითხვა შეარჩია, რომლის ავტორსაც თავის სანაკრებო მაისურს უსახსოვრებს. რევიშვილმა გიორგი ბერიძიშვილის შემდეგი კითხვა მოიწონა: "ნუკრი, როგორ ახერხებ, სტაბილურად კარგად იდგე ნაკრების კარში, როდესაც ხშირად ნაკრების გარშემო უამრავი პრობლემაა (ნაკრების შედეგები, გულშემატკივრების დამოკიდებულება...) და რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად ამ პრობლემების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან და ვეღარ თამაშობენ?

მკითხველი:

- ნუკრი, იმ 32 მატჩიდან, რომელიც ეროვნულ ნაკრებში ჩაატარე, შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი რომელი იყო? თუ შეგიძლია, დებიუტიც გაიხსენე ყაზახეთის წინააღმდეგ... წარმატებებს გისურვებ ახალ კლუბში და იმედს გამოვთქვამ, რომ საქართველოს საუკეთესო გუნდს დიდი ხნით დაუკავშირებ შენს კარიერას.

- ყაზახეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩემი დებიუტი, თუ არ ვცდები, 2005 წელს შედგა. მახსოვს, ძალიან ვნერვიულობდი. საერთოდ, ნაკრებში თამაში ძალიან საპასუხისმგებლო რამაა და ეს ღელვას იწვევდა ჩემში. მართალია, ის მატჩი ვერ მოვიგეთ, უგოლოდ დასრულდა, მაგრამ ჩემს დებიუტს წარმატებულად შევაფასებდი. სწორედ ამის შემდეგ წავედი საბერძნეთში, მერე რუსეთში...

საუკეთესო თამაში, ალბათ, თბილისში ხორვატიის ნაკრების წინააღმდეგ ჩატარებული შეხვედრაა, სადაც 1:0 ვიმარჯვეთ. ამ გამარჯვებით დიდი შანსი გაგვიჩნდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის... და ცხადია, ესპანეთთან მატჩიც საუკეთესოთა შორისაა.

მკითხველი:

- ნუკრი, როგორ ახერხებ, სტაბილურად კარგად იდგე ნაკრების კარში, როდესაც ხშირად ნაკრების გარშემო უამრავი პრობლემაა (ნაკრების შედეგები, გულშემატკივრების დამოკიდებულება...) და რას ურჩევ ახალგაზრდებს, რომლებიც ხშირად ამ პრობლემების ზეგავლენის ქვეშ ექცევიან და ვეღარ თამაშობენ?

- ნამდვილად არიან მეკარეები, რომლებიც ზეგავლენის ქვეშ ექცევიან, მაგრამ მე ეგ პრობლემა არ მქონია.

ადრე ნაკრებში უცხოელი მეკარის ჩამოყვანაზეც კი იყო საუბარი, ეგებ ასე მაინც მოგვარდეს ამ პოზიციაზე პრობლემაო... ამის მოსმენა რთული იყო, მაგრამ ჩემთვის მსგავსი მომენტები დიდი მოტივაციაა, უფრო მეტი კონცენტრაციით ვთამაშობ...

დღესაც სულ მახსენდება, რომ საქართველოს ნაკრებში საკმაო ხნის განმავლობაში იდგა მეკარის პრობლემა და ყველა თამაშს ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგები. თვითონ გულშემატკივარიც არ მაძლევს მოდუნების უფლებას - ისიც მოტივაციაა.

მკითხველი:

- როგორ აღნიშნავ გატანილ გოლს, წარმოდგენილი გაქვს?

- (იცინის) რა ვიცი... სიმართლე გითხრათ, მსგავს რამეზე არ მიფიქრია. თუ ასეთი რამ ნაკრებში მოხდა, ძალიან გამიხარდება.

მკითხველი:

- ნუკრი, ვის მიუძღვის შენს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში წვლილი? რომელია შენთვის მშობლიური კლუბი?

- ქუთაისელი ვარ და მშობლიური კლუბი, რა თქმა უნდა, ქუთაისის "ტორპედოა". აქედან დავიწყე ყველაფერი და წარმატებებიც აქედან მოვიდა.

დიდი წვლილი კი ჩემს ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში თემო ნადირაძემ შეიტანა, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაიცვალა... ინდივიდუალურად ბევრს მავარჯიშებდა და ყველაფერი გააკეთა ჩემი ფეხბურთელობისთვის.

მკითხველი:

- ნუკრი, ქუთაისის "ტორპედოში" გაზრდილ ფეხბურთელს, არ მიგაჩნია, რომ "დინამოში" თამაში უხერხულია? იცი თუ არა, რას ნიშნავს ეს ქუთაისის "ტორპედოს" გულშემატკივრებისთვის?

- "დინამოში" გადასვლა "ტორპედოს" და მისი გულშემატკივრების შეურაცხყოფად არ მიმაჩნია. "ბარსადან" "რეალში" გადასულან ფეხბურთელები და არ მომწონს ეს გაგება.

რომ იყოს ქართულ კლუბებში ისეთი პირობები, ასარჩევად რომ გვქონდეს ფეხბურთელებს საქმე, რატომაც არა?! "ტორპედოში" დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი ახლაც, მაგრამ "დინამო" დღესდღეობით ერთადერთი გუნდია საქართველოში, სადაც ფეხბურთელმა რეალურად შეიძლება რამეზე იფიქროს. საკუთარ თავზე არ ვიძახი, მაგრამ გუნდში ყველანაირი პირობაა შექმნილი ახალგაზრდა ფეხბურთელის განსავითარებლად.

ძალიან მიყვარს "ტორპედო" და მომავალში სიამოვნებით მოვირგებ ისევ ამ გუნდის მაისურს, თუნდაც კარიერის ბოლო წლებში. ცხადია, თუ ამის საშუალება მომეცემა.

მკითხველი:

- ნუკრი, თამაშის დროს თუ გიფიქრია, რომ კარი, რომელშიც დგახარ, მარტო შენ და საქართველოს ნაკრებს არ გეკუთვნით და რომ ის იმ მომენტში მილიონობით ადამიანისთვის ქვეყნის კარიბჭეს წარმოადგენს? გისურვებ წარმატებებს და წინასწარ გიხდი მადლობას.

- რა თქმა უნდა. ეს დიდი პასუხისმგებლობაა. გუნდი გუნდია და კონცენტრირებული უნდა იყო ისედაც, მაგრამ ნაკრები სულ სხვა რამაა... ვგრძნობ, რომ ჩემ უკან საქართველო დგას და ეს დამაჯერებლობას მმატებს.

მკითხველი:

- ვინ მიგაჩნია დამოუკიდებელი საქართველოს საუკეთესო მეკარედ?

- აკაკი დევაძე და გიორგი ლორია.

მკითხველი:

- გამარჯობა, ნუკრი. გილოცავ გამოჯანმრთელებას და გისურვებ, მეტჯერ სერიოზული ტრავმა არ მიგეღოს. იყო დრო, როდესაც საქართველოს ნაკრების სუსტ წერტილად მეკარე ითვლებოდა. ერთი ხანობა უცხოელი მოთამაშის ნატურალიზებასაც კი ითხოვდა გულშემატკივარი, თუმცა დღევანდელი მდგომარეობით, მეკარის პოზიცია ნაკრებში ყველაზე ნაკლებად საპრობლემოა. ლორია, რევიშვილი, მაკარიძე, კვასხვაძე - ეს ის მეკარეები არიან, რომელთა კარში ჩაყენების არ შეგეშინდება. შენი აზრით, რამ განაპირობა ამ პოზიციაზე ერთბაშად ამდენი კარგი მოთამაშის გამოჩენა?

- კარგი თაობა წამოვიდა. კარგია, რომ ამის პრობლემა დღეს აღარაა. თემურ ქეცბაიამ როცა ჩაიბარა ეროვნული ნაკრები, ეს პრობლემა სწორედ მაშინ მოგვარდა. მე და ლორიაც მაქსიმალურად ვეცადეთ, ეს პრობლემა ნაკრებს აღარ შეხებოდა. თავისუფლად შეუძლიათ მეკარის პრობლემის მოხსნა მაკარიძეს და კვასხვაძესაც.

ალბათ, უცხოეთის დამსახურებაა. მეკარეები უცხოეთში წავედით, გამოცდილება მივიღეთ და ნაკრებს გამოადგა ეს.

მკითხველი:

- ძალიან დიდი ხანია რუსეთში თამაშობ, გითამაშია როგორც პირველ ლიგაში, ისე პრემიერლიგაში და, რაც მთავარია, ყველგან სტაბილურად. ამ ხნის განმავლობაში, ყოფილა თუ არა შენით რომელიმე ევროპული გუნდი დაინტერესებული და თუ ყოფილა, რა უშლიდა ხელს შენს ტრანსფერს?

- კი, ყოფილა რაღაც ვარიანტები, მაგრამ არა ისეთი, "ანჟიდან" ან "კრასნოდარიდან" წასვლა გამხდარიყო საჭირო. საშუალო ევროპული გუნდები იყო, რომელში წასვლა საჭიროდ არ ჩავთვალე.

რომ ყოფილიყო საშუალოზე მაღალი გუნდებიდან ინტერესი, მაგალითად: "ვილიარეალიდან", "ვალენსიიდან", "ლაციოდან"... წავიდოდი. ხომ ხვდებით, მაღალი დონე, სადაც ფორმის პიკში მყოფს შემეძლო წასვლა, მაგრამ ჰოლანდიაში ან ბელგიაში გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდში გადასვლა არ მსურდა. ასეთი ვარიანტები იყო, მაგრამ მათზე არც კი მიფიქრია...

მკითხველი:

- ვინ იყო შენი ბავშვობის საყვარელი და მისაბაძი ფეხბურთელი, ვისი დამსახურებითაც მომავალში მეკარეობა გადაწყვიტე?

- ასეთი არავინ მყოლია, რომ ვინმეს გამო გადამეწყვიტა მეკარეობა. ფეხბბურთით 8 წლის ასაკში მოვიხიბლე და ბაბუამ შემიყვანა შემდეგ ფეხბურთზე.

ისე კი, მომწონდა შმეიხელი, ვან დერ საარი და სხვა მეკარეები, ოღონდ მიბაძვას კი არა, მათგან რაიმე დადებითის აღებას ვცდილობდი.

მკითხველი:

- ტრავმა ნებისმიერმა ფეხბურთელმა შეიძლება მიიღოს - ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია, თუმცა მეკარის პოზიცია ამ მხრივ შედარებით დაცულია. სამწუხაროდ, შენც გამოგიცდია ტრავმის გამო უქმობა. რითი აკომპენსირებ ხოლმე ამ პერიოდს?

- კარიერის ყველაზე დიდი ტრავმა ახლა მივიღე ესპანეთთან მატჩში. ისეთი ტრავმა იყო, ორი თვე არაფერი გამაკეთებინა. ისე კი, ნადირობა მიყვარს, მაგრამ ეგეც არ გამომივიდა ამ ხნის განმავლობაში.

მკითხველი:

- არიან მეკარეები, რომლებსაც ტექნიკური თამაში უყვართ, თუმცა მწვრთნელების უმეტესობა მათ ამას იმ დიდი რისკის გამო უკრძალავს, რაც შეიძლება მათ ასეთ თამაშს მოჰყვეს. შენი აზრით, რამდენად მისაღებია მეკარის მხრიდან კაცის მოტყუებაზე ფიქრი და ე.წ. პუბლიკაზე თამაში?

- ეგ ძალიან ცუდი რამაა და უნდა გამოირიცხოს - მეკარის პოზიცია ერთადერთია, რომელიც რისკებს კრძალავს. რუსეთში მისვლისას, იმწამსვე მითხრეს, ასეთი თამაში გამორიცხეო...

თუ ვინმეს ჰგონია, რომ ფეხით თამაში არ მიყვარს, ძალიან ცდება. უბრალოდ, ყველანაირ რისკს ვარიდებ თავს.

მკითხველი:

- მეკარის პოზიციას გააჩნია რამდენიმე კომპონენტი: ხაზზე თამაში, ფეხით თამაში, გამოსვლაზე თამაში და ა.შ. შენი აზრით, რომელ კომპონენტში ხარ ძლიერი და რომელი კომპონენტის უფრო მეტად დახვეწა გჭირდება? აქვე დავამატებდი ჩემს პირად აზრს, ვინაიდან "დინამოში" თამაშობ. "დინამოს" ყოფილი მეკარე სკრიბე ძალიან მომწონდა ფეხით თამაშში, მას შეეძლო ფეხით ძალიან ზუსტი და შორეული პასი გაეკეთებინა, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს მეკარეებს ცოტა უჭირთ და ხშირად უაზროდ მოგერიება და მოწინააღმდეგისთვის ბურთის ჩაბარება გამოდის.

- ბოლოდან დავიწყებ. სკრიბეს თამაში ვნახე და ფეხით მართლა ძალიან კარგად თამაშობს, მაგრამ ეს რისკებთანაა დაკავშირებული და არ ღირს. მეკარეებმა ყველანაირ რისკს თავი უნდა ავარიდოთ და ჩვეულებრივ ვითამაშოთ.

ძლიერი და სუსტი მხარეები? რა ვიცი. მაქვს ძლიერი მხარეები და მაქვს სუსტიც, რომელთა გამოსწორებაზე მუდმივად ვმუშაობ.

მკითხველი:

- კარიერას ახლა რომ იწყებდე, შეცვლიდი თუ არა რაიმეს? მაგალითად, იქნებ რომელიმე გუნდში გადასვლისგან თავი შეგეკავებინა...

- გუნდში გადასვლისგან? ალბათ, არა. რაღაცას შევცვლიდი, უფრო მეტ დროს დავუთმობდი ფეხბურთს, მაგრამ გუნდში გადასვლა - არა. მეტწილად კი, პირადულს შევცვლიდი...

მკითხველი:

- შენი აზრით, რომელ გუნდში წარმოაჩინე შენი თავი ყველაზე უკეთ?

- ფორმის პიკში "ანჟიში" ვიყავი.

მკითხველი:

- საშუალება რომ მოგეცეს, რა შეკითხვას დაუსვამდი მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ჯან ლუიჯი ბუფონს?

- მაინტერესებს, ამ ასაკში ასე კარგად როგორ თამაშობს. მსურს იმ ასაკამდე ვითამაშო, რომლამდეც ბუფონი ახერხებს და მაინტერესებს, როგორ ვარჯიშობს.

მკითხველი:

- გამარჯობა, ნუკრი. პირველ რიგში, გილოცავ "დინამოში" გადასვლას და იმედია, მალე ნაკრებშიც გიხილავთ. შეკითხვა: საქართველოს ასაკობრივი ნაკრებები არცთუ ისე ურიგოდ გამოდიან საერთაშორისო ასპარეზზე, მაგრამ შემდგომ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი რატომღაც იკარგება. შენი აზრით, რატომ ხდება ეს და რა არის საჭირო ახალგაზრდა ტალანტების შემდგომი განვითარებისთვის გასაკეთებელი გარდამავალ პერიოდში იუნიორებიდან დიდ ფეხბურთში გადასასვლელად? მადლობა, წარმატებებს გისურვებ!

- ეს ძალიან დიდი პრობლემაა და არა მხოლოდ საქართველოში. ვფიქრობ, ფეხბურთელმა ხელი არასოდეს უნდა ჩაიქნიოს. ჩემს პატარაობაშიც ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი იყო, ვისაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ დღეს საერთოდ აღარ თამაშობენ.

ალბათ, სწორი გზის არჩევაა აუცილებელი. თავის დროზე, სწორი გზის არჩევაში მამუკა ჯუღელი დამეხმარა. არის მომენტი, როდესაც სჯობს ნაბიჯი გადადგა და ძირითად შემადგენლობაში ითამაშო თუნდაც უმაღლესი ლიგის რომელიმე გუნდში, ვიდრე სადმე სკამზე იჯდე.

მკითხველი:

- ნუკრი, "დინამოსთან" ერთად ჩემპიონთა ან ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზე გახვიდეთ და ამ დროს კარგი ვარიანტი გამოგიჩნდეთ ევროპიდან, როგორ მოიქცევით? დარჩებით თუ წახვალთ?

- ძალიან მსურს ქართულ გუნდთან ერთად წარმატება - ჩემი მიზანი სწორედ ესაა. თუ არჩევანის საშუალება მექნება, რომელიმე ქართულ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ან ევროპალიგაზე ვითამაშო, ნებისმიერ გუნდს უარს ვეტყვი.

მკითხველი:

- მოგესალმებით, ნუკრი. პირველ რიგში, მინდა მოგილოცოთ ახალ გუნდში გადასვლა და წარმატებები გისურვოთ როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო ასპარეზზე. გითამაშიათ როგორც რუსეთში, ასევე საქართველოს ჩემპიონატში... როგორ შეადარებდით ამ ორი ქვეყნის პირველობის დონეს ერთმანეთს? და რას ნიშნავს თქვენთვის საქართველოს სახელით თამაში? გმადლობთ.

- ჩემთვის საქართველოს სახელით თამაში ნიშნავს ყველაფერს. პატარაობიდანვე ნაკრებში თამაშზე ვოცნებობდი და ამას მივაღწიე. საამისოდ ძალიან დიდი შრომის გაწევა მომიწია.

დონეებს რაც შეეხება: ორი აზრი არ არსებობს, რომ დიდია სხვაობა. თასზე "ლოკომოტივის" წინააღმდეგ ვითამაშეთ და ტრიბუნებისკენ რომ გავიხედე, 100-მდე ადამიანი იყო - ჩემი და სხვა ფეხბურთელების ახლობლები. მოედანზე 22-ნი ვართ და თითო ფეხბურთელის 5 ნათესავი რომ მოდის, კი არის 100-მდე ადამიანი... ჩვენთან ერთად, სტადიონზე გულშემატკივრებმაც უნდა შექმნან საფეხბურთო ატმოსფერო. რუსეთში ეს პრობლემა არ დგას.

მკითხველი:

- გაიხსენე შენთვის ყველაზე დასამახსოვრებელი სეივი კარიერაში...

- გავიხსენებ ხორვატიასთან ბოლო წუთებს. ისეთი განსაკუთრებული სეივი არ იყო, რომ გუნდი გადამერჩინოს. ბურთი ხელიდან გამივარდა, დამატებაზე მოდიოდა ხორვატი და უცებ 60 000 გულშემატკივარი გაჩუმდა, ელოდებოდა, რა მოხდებოდა. ამ დროს ბურთი ფეხით კუთხურზე გადავაგდე და ატყდა ისევ ხმაური... ქართველების გულში რაც მაშინ გაიარა, არ დამავიწყდება.

მოდელს მომღერალი არჩია - ლამინ იამალს არგენტინელ ქალბატონთან რომანი აქვს

მაუროს თავს ცუდი ამბებია, შვილები აღარ ელაპარაკებიან და ერთ-ერთმა გვარის შეცვლა გადაწყვიტა

[VIDEO] ზურაბ კახაბრიშვილის გმირობა - მადლიერი უნგრელი სპორტსმენის ინტერვიუ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"მე საერთოდ ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება, ირაკლი 11-კაციან განაცხადში ვერ მოხვდეს" - რევიშვილმა აზაროვზე ისაუბრა

ქართველი ტალანტი ჩაკვეტაძის სტილითა და ტოპჩემპიონატის პერსპექტივით - რა აახლოებს ხვიჩას "ოქროს ბურთთან" - ნუკრი რევიშვილი ბევრ თემაზე

"ხვიჩას ბევრი საუბარი არ უყვარს... გუნდურად უფრო გაზრდილია... სიყვარული ხელს ვერ შეგიშლის" - ნუკრი რევიშვილი

პაატა გურასპაული: ანატოლი ბოისა ბუნებით ლიდერია და ამ ფუნქციას ნაკრებშიც კარგად ასრულებს

კვარაცხელია - ზაფხულამდე დარჩენა, "მანჩესტერი" თუ მაინც პსჟ - "გადამწყვეტი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება"

ვალერი ლიპარტელიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

გიორგი ყიფიანმა Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა

დაუსვი კითხვა გიორგი ყიფიანს და მოიგე საქართველოს ნაკრების მაისური

დაუსვი კითხვა მილტონ ჰეიგს

"კვარაცხელია დღეს ესპანეთს დაამარცხებს და გუტის ამ მაისურს გაუგზავნის" - რევიშვილი ესპანეთთან დაპირისპირებაზე

პაატა გურასპაულის რჩეულს საჩუქარი გადაეცა

ნუკრი რევიშვილი: ქართველი ფეხბურთელები რუსებზე ნიჭიერები არიან