საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" მცველმა Sportall.ge-სთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ტარაგონას "ხიმნასტიკის" მცველმა ოთარ კაკაბაძემ Sportall.ge-სთან სხვადასხვა თემაზე ისაუბრა.

კაკაბაძეს ნაკრებში დებიუტი ჯერ კიდევ კახა ცხადაძის მწვრთნელობის დროს ჰქონდა, ვაისის მწვრთნელობის პერიოდში კი მოედანზე სულ რამდენიმე დღის წინ, ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამოჩნდა, როცა ტრავმირებული უჩა ლობჟანიძე ჩაანაცვლა. გულშემატკივარი მისი თამაშით კმაყოფილი ჩანდა და მისადმი პოზიტიური განწყობა არც უელსთან მატჩის შემდეგ გამქრალა.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

ნაკრები

"ნაკრებში დებიუტი კახა ცხადაძის მწვრთნელობის პერიოდში მქონდა. მაშინ გიბრალტართან მომიწია თამაში და უბედნიერესი ვიყავი. ნაკრებში ყოველ თამაშზე იგივე გრძნობა მაქვს და სულ ყოველთვის მექნება.

ფეხბურთელისთვის ამაზე მაგარი რამ არ არსებობს, მით უმეტეს, მაშინ, როცა წარმატებას აღწევ და იმედია, მალე მოვა დიდი წარმატებაც".

ირლანდია და უელსი

"ორივე თამაშზე გული დამწყდა. ირლანდიასთან ნამდვილად არ იყო წასაგები თამაში, უელსთან კი უნდა მოგვეგო, თუმცა კარგი იყო, რომ ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით. ვფიქრობ, ეს გამოგვივიდა კიდეც..."

ვლადიმირ ვაისი

"აღვნიშნე, რომ ფეხბურთის თამაშს ვცდილობდით... ფეხბურთის თამაშში ბურთის კონტროლი და გააზრებული შეტევა ვიგულისხმე. ვლადიმირ ვაისი მომთხოვნი მწვრთნელია და სწორედ ამას მოითხოვს ჩვენგან. სამწუხაროდ, ერთ მატჩში სასურველ შედეგს მივაღწიეთ, მეორეში - ვერა.

ვაისი უელსთან მატჩის შემდეგ გვესაუბრა და ჩვენით კმაყოფილი იყო".

გარეთ ბეილი

"ბეილის წინააღმდეგ თამაში საკმაოდ რთული იყო, მაგრამ გვერდში ბიჭები მედგნენ და შეძლებისდაგვარად, მაქსიმალურად გავანეიტრალეთ".

გულშემატკივარი

"ამ ორი თამაშის შემდეგ გულშემატკივრის მხრიდან საკმაოდ დიდი სითბო ვიგრძენი და ვეტყვი, რომ მათი გვერდში დგომა მაძლიერებს და ფეხბურთის თამაშს მიადვილებს".

ნაკრების მომავალი შეხვედრები

"თუ ასეთი თამაში გავაგრძელეთ და ტემპი არ დავაგდეთ, ჯგუფში წარმატების მიღწევა სავსებით შესაძლებელია. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ მოლდოვას, ირლანდიას, სერბეთსა და უელსის ნაკრებებს საკუთარ კედლებში ვეთამაშებით და ეს თამაშები მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ".

"ხიმნასტიკი"

"კლუბში თავს საკმაოდ კარგად ვგრძნობ. კარგი ხალხის ხელში მოვხვდი და ნელ-ნელა თამაშიც დავიწყე.

ჩემპიონატის დონე მაღალია. მით უმეტეს, მიმდინარე სეზონში საკმაოდ ძლიერი გუნდები არიან და მათ წინააღმდეგ გარჯა მეხმარება, ნაკრებში უფრო მომზადებული ჩამოვიდე. გასულ მატჩებში ჩემს კარგ თამაშზე ამანაც იმოქმედა".

სოსო
ოთარს ორი სამი თამაში კიდევ დასჭირდება,რომ გუნდის სრულფასოვან წევრად იგრძნოს თავი და შემდეგ თავს გაცილებით უფრო თავდაჯერებულად იგრძნობს,მაგრამ აქ ჩნდება ერთი პრობლემა,ლობჟანიძემ ბოლო თამაშებში აითვისა აუტის საჯარიმოში ჩაგდების ტექნიკა,რითაცაშკარად მოიმატა მეტოქის საჯარიმოში დაძაბულობის შექმნის შესაძლებლობამ და ამ იარაღის დაკარგვა ძალზე არასასურველია ნაკრებისათვის,ვფიქრობ კაკაბაძემ ამაზეც უნდა იმუშაოს.
ნიკა
მიდი ძმაო. გენაცვალეთ სულში. დიდი სხვაობაა ამოსაქაჩი მაგრამ ამაზე არ იდარდოთ კიდევ მოვიცდით ქართველები და ევროპაზე მაინც გიხილავთ.
merabi
გიბრალტართან განსაკუთრებული ვერაფერი აჩვენა , ხოლო ესტონეთთან ცუდად ითამაშა, დებიუტანტს ალბათ ეპატიება, აი მნიშვნელოვან თამაშებში, გასვლაზე, თანაც სერიოზულ გუნდებთან კარგად ითამაშა, თანაც ტექნიკურია. მოუხდა ესპანეთში გადასვლა. ვუსურვებ წარმატებებს
ჯონი
ჭკვიანი,ტექნიკური,მებრძოლი ფეხბურთელია და ჩემი აზრით მის ადგილზე ყველას ჯობია.
Eric cantona
გიბრალტართან თამაში არ მახსოვს, მაგრამ ამ ორ თამაშში მშვენიერი თვისებები წარმოაჩინა ამ ბიჭმა, შეტევაშიც მშვენივრად ერთვება, არც კაცის მოტყუება უჭირს და რაც მთავარია არ უშინდება ავტორიტეტებს, ბეილის წინააღმდეგ ძალიან თავდაჯერებულმა ითამაშა. უელსთან ორი მომენტი იყო, როცა დასარტყამი იყო და ვერ მოახერხა, რაც ალბათ "უფეხობის" ბრალია და ამ კუთხით თუ ივარჯიშებს, ოთარის სახით ძალიან მაგარი შემტევი მცველი ეყოლება ეროვნულს. წარმატებები ოთარ
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]
კაკაბაძემ ფინეთში ოპერაცია გაიკეთა
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
კაკაბაძის საგოლე გადაცემა და "ხიმნასტიკის" გამარჯვება "ვალიადოლიდთან" [VIDEO]
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
ოთარ კაკაბაძის დრიბლინგი და საგოლე პასი "ლუგოსთან" მატჩში [VIDEO]
ესპანური პრესა: გიორგი აბურჯანია შესაძლოა ''ხიმნასტიკში'' დაბრუნდეს
"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"ხიმნასტიკმა" სტუმრად "ოსასუნა" დაამარცხა, ოთარ კაკაბაძემ საგოლე გადაცემა გააკეთა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ოთარ კაკაბაძე სეგუნდას 33-ე ტურის სიმბოლურში
"ხიმნასტიკმა" 2:0 გაიმარჯვა და სეგუნდადივიზიონში დარჩა. ორივე საგოლე გადაცემა კაკაბაძემ გააკეთა [VIDEO]
"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა