პეკინის შემდეგ ქართველი ჩოგბურთელი ტიანინის ტურნირში ყოჩაღობს
ჩინეთის ქალაქ ტიანინში მიმდინარეობს WTA-ს ტურნირი (საპრიზო ფონდი 426,7 ათასი დოლარი), რომლის წყვილთა თანრიგშიც ძალზე წარმატებულად ასპარეზობს ოქსანა კალაშნიკოვა.

ჩვენებური, რომელიც მსოფლიოს რეიტინგში (წყვილებში) 47-ე პოზიციაზეა, ესპანელ ბასკ ლარა არუაბარენას შეუწყვილდა. ეს დუეტი ტურნირზე მე-2 ნომრად არის განთესილი.

დღეს მეოთხედფინალური მატჩი გაიმართა, რომელშიც კალაშნიკოვამ და არუაბარენამ ორ სეტში მოუგეს მასპინძლებს, ქსინიუ გაოს და იინ ჟანგს - 6:4, 7:5.

ნახევარფინალში ქართულ-ესპანური წყვილი მე-4 ნომრად განთესილ შუაი პენგსა (ჩინეთი) და კრისტინა მაკჰეილს (აშშ) შეხვდება.

ოქსანამ ნახევარფინალში გასვლისთვის 110 სარეიტინგო ქულა დაიბევა (თუ ფინალში გააღწევს ქულების რაოდენობა 180-მდე გაიზრდება). რაც შეეხება ჰონორარს, წყვილმა ჯერ მხოლოდ 4,9 ათასი დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ წინა ტურნირიც ქართველისთვის ძალიან წარმატებული იყო - პეკინში მან (არუაბარენასთან ერთად) მეოთხედფინალში გააღწია და 215 სარეიტინგო ქულა და 19,3 ათასი დოლარი მიიღო.

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ოქსანა კალაშნიკოვა უიმბლდონის მეოთხედფინალში დამარცხდა
ფედერაციის თასი - საქართველო სერბეთთან და ხორვატიასთან დამარცხდა, წინ თურქეთია
დანაშაულის ტოლი შეცდომა - საქართველოს ოლიმპიადაზე 1 კუთვნილი ადგილი დააკლდება
ქართველი სპორტსმენი "კრემლის თასის" მეოთხედფინალშია
გადამწყვეტი მატჩი ფინეთთან ფედერაციის თასზე - ქართველ ჩოგბურთელებს დაწინაურების შანსი აქვთ
4 ქართველი უიმბლდონზე, მაგრამ რამდენი ძირითადში? - ჩვენებურები წლის მესამე დიდ სლემს იწყებენ