პირველად ლიგის ისტორიაში, დებიუტანტმა ოთხი შაიბა გაიტანა
გუშინ, "ოტავასა" და "ტორონტოს" მატჩით გაიხსნა ჰოკეის ეროვნული ლიგის საიუბილეო - მე-100 სეზონი.

პირველ დღეს ოთხი მატჩი გაიმართა და სათამაშო დღის გმირი გახდა "ტორონტოს" დებიუტანტი ოსტონ მეტიუზი. 19 წლის ამერიკელი ჰოკეისტი 2016 წლის დრაფტზე პირველ ნომრად აირჩიეს და მის დებიუტს ყველა დიდი ინტერესით ელოდა.

მეტიუსმა პირველივე მატჩში აჩვენა, რომ "ტორონტო" არჩევანში არ შემცდარა. პირველი პერიოდის მეცხრე წუთზე, ოსტონმა სადებიუტო შაიბა გაიტანა და ამით გახდა დრაფტის მე-12 პირველი ნომერი, ვინც თავის პირველივე მატჩში შეძლო თავის გამოჩენა.

მეორე პერიოდის დასაწყისისთვის, მეტიუსმა ჰეთ-თრიკის შესრულება მოასწრო. საინტერესოა, რომ მატჩში მისი პირველი სამი ზუსტი დარტყმა საგოლე აღმოჩნდა. ამერიკელი მეხუთე ახალბედაა ლიგის ისტორიაში, ვინც სადებიუტო მატჩში ჰეთ-თრიკი გაიფორმა, დრაფტის პირველ ნომერს კი ასეთი რამ, აქამდე არასოდეს გაუკეთებია.

ხოლო მეორე პერიოდის ბოლოს, მეტიუსმა გააკეთა ის, რაც აქამდე ვერავინ შეძლო - ოთხი გოლი გაიტანა კარიერის პირველ შეხვედრაში.

აღვნიშნავთ, რომ ახალბედას გმირობებმა "ტორონტოს" ვერ უშველა, რადგან შეხვედრა ოვერტაიმში "ოტავამ" მოიგო.

ოტავა-ტორონტო 5:4 (ბ)

2:2, 1:2, 1:0, 1:0

გოლები: 0:1 მეტიუსი-1 (ჰიმანი-1, ნიულანდერი-1), 1:1 რაიანი-1 (ე. კარლსონი-1, ზ. სმიტი-1), 2:1 ე. კარლსონი-1 (ბრასარი-1, რაიანი-1), 2:2 მეტიუსი-2, 2:3 მეტიუსი-3 (რაილი-1), 3:3 ბრასარი-1, 3:4 მეტიუსი-4 (ნიულანდერი-2, გარდინერი-1), 4:4 ტარისი-1 (სტოუნი-1), 5:4 ტარისი-2 (სტოუნი-2, ე. კარლსონი-2).

ჩიკაგო-სტ. ლუისი 2:5

1:0, 1:2, 0:3

გოლები: 1:0 პანიკი-1 (ტეივზი-1, მარიან ჰოსა-1), 1:1 შატენკირკი-1 (პიეტრანჯელო-1, სტინი-1), 2:1 ჰარტმანი-1 (მოტე-1, კრუგერი-1), 2:2 ტარასენკო-1 (პ. შჩასტნი-1, შატენკირკი-1), 2:3 პ. შჩასტნი-1 (ტარასენკო-1, შატენკირკი-2), 2:4 ტარასენკო-2 (პ. შჩასტნი-2, სტინი-2), 2:5 აპშოლი-1.

ედმონტონი-კალგარი 7:4

3:1, 2:2, 2:1

გოლები: 1:0 მარუნი-1 (დრაიზაიტლი-1), 1:1 ჩიასონი-1 (სტაიანი-1, ბუმა-1), 2:1 პიტლიკი-1 (ა. ლარსონი-1, რასელი-1), 3:1 კასიანი-1 (კლეფბომი-1, მაკდევიდი-1), 3:2 ბროუერი-1, 3:3 ფროლიკი-1 (ბეკლუნდი-1, ჯორდანო-1), 4:3 მაკდევიდი-1 (სეკერა-1, რასელი-2), 5:3 მაკდევიდი-2 (ბულიტი), 6:3 პულიუიარვი-1, 6:4 ვიდემანი-1 (ბროუდი-1, ბეკლუნდი-2), 7:4 ებერლე-1 (ნურსი-1).

სან ხოსე-ლოს ანჯელესი 2:1

1:1, 0:0, 1:0

გოლები: 0:1 ტოფოლი-1 (კოპიტარი-1, დაუტი-1), 1:1 კუტური-1 (პაველსკი-1, ჯ. ტორტონი-1), 2:1 ბერნსი-1 (დონსკოი-1, კუტური-1).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე