ვიტორიელებმა სტამბოლის "ეფესს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით დაამარცხეს
ევროლიგა წარატებით დაიწყო თორნიკე შენგელიამ და მისმა "ბასკონიამ". ვიტორიელებმა სტამბოლის "ეფესს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში, ერთი ქულის სხვაობით - 85:84 დაამარცხეს. გამარჯვების ბურთი, რომელმაც ბასკონიელები 85:84 დააწინაურა, ქართველმა ფორვარდმა, საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე ჩააგდო.

ზოგადად, შენგელია ვიტორიელთაგან ერთ-ერთი საუკეთესო იყო. საერთო სარგებლიანობის კოეფიციენტით თორნიკე თანაგუნდელთაგან მხოლოდ ანდრეა ბარნანის ჩამორჩა. ნბა-ში წლების მანძილზე ნათამაშებმა იტალიელმა ცენტრმა 25 წუთში 26 ქულა მოაგროვა და შენგელიასთან ერთად ვიტორიული კლუბის გამარჯვებაში უმთავრესი როლი შეასრულა.

ქართველი ფორვარდი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 29:50 წუთი გაატარა. შენგელიამ 9-დან 7 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამინი კი ააცილა. საერთო ჯამში, თორნიკემ 16 ქულა, 9 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ ბურთი 3-ჯერ დაკარგა, 1 ჯარიმა მიიღო, ხოლო ოპონენტები მასზე 6-ჯერ დაჯარიმდნენ. აქედან მე-6 ჯარიმა სტამბოლელებმა საფინალო სირენამდე 4 წამით ადრე მიიღეს.

ვიტორიელთა მწვრთნელმა, სიტო ალონსომ შენგელია მოედანზე მატჩის დასრულებამდე 2:30 წუთით ადრე დააბრუნა და გადამწყვეტი შეტევაც სწორედ ქართველ ფორვარდზე დაიგეგმა. მწვრთნელი ვახსენეთ და აღსანიშნავია, რომ "ეფესს" ველიმირ პერასოვიჩი სწვრთნიდა, რომელმაც გასული წლები ვიტორიულ კლუბში გაატარა.

მორიგი ტურის მატჩს "ბასკონია" 21 ოქტომბერს კაუნასში, "ჟალგირისთან" გამართავს. აღსანიშნავია, რომ ახალი ფორმატის თანახმად, ევროლიგაში ჯგუფები აღარაა და ტურნირის მონაწილე 16 გუნდი ერთ ჯგუთშია გაერთიანებული. შესაბამისად, ყველა ყველას ეთამაშება და 2 წრის შემდეგ 8 საუკეთესო პლეი ოფში გავა.

gbf.ge

საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
[VIDEO] 10-დან 10 ორქულიანი - შენგელია "ბრეოგანთან" მატჩის MVP გახდა
[VIDEO] კაპიტანი ფორმაშია - შენგელიას კარგი მატჩი ევროლიგაზე
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩისთვის მზადება შენგელიას გარეშე დაიწყო
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ბარსელონა" ესპანეთის თასს გამოეთიშა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა