"ჩელსი" ჩემპიონს ანადგურებს, "არსენალი" "სიტის" დაეწია, "ტოტენჰემი" დაამუხრუჭეს
15 ოქტომბერს ინგლისის პრემიერლიგის მე-8 ტურის 7 შეხვედრა გაიმართა.

ინგლისის ჩემპიონი ლონდონის "ჩელსისთან" 0:3 დამარცხდა. "ლესტერის" კარში გოლები დიეგო კოშტამ, ედენ აზარმა და ვიქტორ მოზესმა გაიტანეს.

იხილეთ ვიდეო

ანტონიო კონტე (ჩელსი): "ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ. ბიჭებს ვთხოვე თავიდანვე ინტენსიურად ეთამაშათ, რათა მოედანზე ეჩვენებინათ ის ყველაფერი, რაც ვარჯიშებზე დავამუშავეთ. მთელი კვირა ვემზადებოდით კომპაქტური ფეხბურთის სათამაშოდ, რომელიც ამ შემადგენლობას კარგად მიესადაგება. მწვრთნელი მკერავივით უნდა იყოს, უნდა შეეძლოს, საუკეთესო კოსტიუმის შერჩევა".

"არსენალმა" 3:2 დაამარცხა "სუონსი", რომლის თავკაცადაც დებიუტი ჰქონდა ბობ ბრედლის. 70-ე წუთიდან "მეთოფეები" ათი კაცით თამაშობდნენ, რადგან მსაჯმა გრანიტ ჯაკა გააძევა, მაგრამ გაძლეს. დუბლი შეასრულა თეო უოლკოტმა, ერთი გოლიც მესუთ იოზილის ანგარიშზეა.

იხილეთ ვიდეო

არსენ ვენგერი (არსენალი): "დღევანდელი მატჩის მერე ურთიერთსაწინააღმდეგო გრძნობები მაქვს. ორი გოლი გავიტანეთ და დავკარგეთ კონცენტრაცია, როცა ისეთ გუნდს ხვდები, რომელიც გადარჩენისთვის იბრძვის, ასე მოშვება არ შეიძლება. კიდევ კარგი, სამი ქულა მაინც ჩვენ დაგვრჩა. ახლა უკვე იმდენი ქულა გვაქვს, რამდენიც "სიტის".

"მანჩესტერ სიტიმ" შინ ვერ შეძლო "ევერტონის" დამარცხება - 1:1. მეორე ტაიმში რომელუ ლუკაკუმ დააწინაურა თავისიანები, თუმცა ნოლიტომ "სიტის" ქულა გადაურჩინა. აღსანიშნავია, რომ ჯერ დე ბრუინმა, შემდეგ კი აგუერომ პენალტების გატანა ვერ შეძლეს. საინტერესოა, რომ ორივეჯერ პენალტი ფილ ჯაგიელკამ "აიკიდა", მაგრამ მარტენ სტეკელენბურგმა ორივე პენალტი მოიგერია.

იხილეთ ვიდეო

ხოსეპ გვარდიოლა (სიტი): "ყველაფერი გავაკეთეთ ამ თამაშის მოსაგებად. ბიჭების თამაშით კმაყოფილი ვარ. დიდებულად ვითამაშეთ, მომენტებს ვქმნიდით, ორი პენალტიც დავიმსახურეთ. მათ კი მხოლოდ ერთი შანსი ჰქონდათ. ფეხბურთში ასეც ხდება ხოლმე".

ვერ მოიგო "ტოტენჰემმაც", რომელიც სტუმრად "ვესტ ბრომვიჩს" დაუზავდა - 1:1. "დეზების" კარში გოლი მათმა ყოფილმა ფეხბურთელმა ნასერ ჩადლიმ გაიტანა, მაგრამ მატჩის მიწურულს "ტოტენჰემი" დელე ალიმ იხსნა.

პრემიერლიგა. VIII ტური

შაბათი. 15 ოქტომბერი

ჩელსი-ლესტერი 3:0

გოლები: 1:0 დ. კოშტა (7), 2:0 აზარი (33), 3:0 მოზესი (80)

ბორნმუთი-ჰალი 6:1

გოლები: 1:0 დენიელსი (5), 1:1 მეისონი (34), 2:1 კუკი (41), 3:1 სტანისლასი (45-პენ), 4:1 სტანისლასი (65), 5:1 უილსონი (83), 6:1 გოსლინგი (88)

არსენალი-სუონსი 3:2

გოლები: 1:0 უოლკოტი (26), 2:0 უოლკოტი (33), 2:1 სიგურდსონი (38), 3:1 იოზილი (57), 3:2 ბასტონი (66)

გაძევება: ჯაკა (70. არსენალი)

სიტი-ევერტონი 1:1

გოლები: 0:1 ლუკაკუ (64), 1:1 ნოლიტო (72)

გამოუყენებელი პენალტი: დე ბრუინი (43. სიტი), აგუერო (70. სიტი)

სტოკი-სანდერლენდი 2:0

გოლები: 1:0 ალენი (8), 2:0 ალენი (45)

ვესტ ბრომვიჩი-ტოტენჰემი 1:1

გოლები: 1:0 ჩადლი (82), 1:1 ალი (89)

კრ. პალასი-ვესტ ჰემი 0:1

გოლი: 0:1 ლანსინი (19)

გაძევება: კრესველი (75. ვესტ ჰემი)

გამოუყენებელი პენალტი: ბენტეკა (45. კრ. პალასი)

კვირა. 16 ოქტომბერი

მიდლსბრო-უოტფორდი 16:30

საუთჰემპტონი-ბარნლი 19:00

ორშაბათი. 17 ოქტომბერი

ლივერპული-მანჩესტერი 23:00

1. სიტი - 19 ქულა; 2. არსენალი - 19; 3. ტოტენჰემი - 18; 4. ლივერპული - 16; 5. ჩელსი - 16.

დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
"ტოტენჰემს" დე ძერბი ჩაიბარებს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"მანჩესტერ იუნაიტედი" სანდრო ტონალის ტრანსფერზე მუშაობს
"არსენალი" მზადაა "ლესტერის" ფეხბურთელის სანაცვლოდ 52 მლნ ევრო და გრანიტ ჯაკა გაიღოს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
"მონაკომ" იჯარით "ლესტერის" თავდამსხმელი აიყვანა
[VIDEO] მოდი და ნუ გაიქცევი - ჟოაო პედროს კუკურეიას დაცვა, კინაღამ ძვირად დაუჯდა
"არსენალმა" "ტოტენჰემს" მთავარი სატრანსფერო სამიზნე წაართვა - ეზეს მომავალი გაირკვა
"ბარსადან" უთქმელი სიტყვებით გამომაგდეს - ბრაზილიელი მცველი
"გადაცემის შემდეგ ჩემს ნომერს გამოგიგზავნი" - ტიერი ანრიმ ვიქტორ იოკერეშს მიმართა
ბრუნო და "მანჩესტერი" სრულდება? - პორტუგალიელი "იუნაიტედის" დატივებას სერიოზულად განიხილავს
"ჩელსის" ლიამ როსენიორი ჩაიბარებს
სიაში "მანჩესტერ იუნაიტედის" ორი ფეხბურთელია - ვინ გამოიმუშავებს პრემიერლიგაში ყველაზე მეტს?
[VIDEO] 5 ყვითელი და 2 წითელი ბარათი - "ლივერპულმა" "ტოტენჰემი" გაჭირვებით დაამარცხა
"თუ გორდონი 100 მილიონი ღირს, მაშინ ჩემი ფასი 200 მილიონი იქნებოდა"- ანდრეი არშავინი
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
"მომთხოვნი და პირდაპირი ვარ" - "ჩელსის" ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავი დაახასიათა
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგას ვერ მოიგებს" - მაიკლ ოუენი
"არსენალის" შემდეგ ხვიჩა კიდევ ერთი ინგლისური გრანდის მთავარი სამიზნეა - ისინი კვარაცხელიას წარმომადგენლებს მალე დაუკავშირდებიან
ენრიკემ "მანჩესტერ იუნაიტედს" პასუხი შეუთვალა - პსჟ-ის მწვრთნელმა თავის მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
"ამდენი რამ კარიერაში იმიტომ გავაკეთე, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მიმითითონ, დავარტყა თუ არა?!"
"პორტოს" "არსენალის" მცველების დამატება სურს - რას ითხოვენ "მეთოფეები"?
მაჰრეზის ყოფილმა მეუღლემ ქორწინების დასრულების მიზეზად "მანჩესტერ სიტი" დაასახელა
"მანჩესტერ სიტი" მზად არის, საკუთარი სატრანსფერო რეკორდი გააუმჯობესოს
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
კონტე ლონდონში საკუთარი სიით მიდის
"არსენალს" პრემიერლიგაში საუკეთესო შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ მნიშვნელოვან დროს, არტეტა უკან იხევს" - კარაგერმა "მეთოფეების" მთავარი მწვრთნელი გააკრიტიკა
რატომ გააქტიურდა "ტოტენჰემი" ხვიჩას ტრანსფერზე - მიზეზი ერთი ადამიანია...
ტონალის გრანდების რიგი უდგას - დაბრუნება იტალიაში თუ პრემიერ ლიგის სხვა კლუბში გადასვლა
"ლესტერის" მცველი შესაძლოა "ჩელსიში" ზაფხულში გადავიდეს
როსენიორის პირველი მოთხოვნა - "ჩელსის" "ბაიერნის" მცველის დამატება სურს
"მეორე ადგილისთვის პრიზს არ აძლევენ" - გალასმა "არსენალი" გააკრიტიკა
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს